მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე - 25 იანვარი 2022

„ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება. ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების უმრავლესობაომიკრონისშტამს წარმოადგენს.

დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არისომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებსომიკრონისშტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაშიომიკრონის“ 1 600 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 16- დასჭირდა.

„1 600 შემთხვევიდან მხოლოდ 16- დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, იქიდან 13 სწრაფად გაეწერა, მაგრამ ამან არ უნდა დაგამშვიდოს, განსაკუთრებით ის ჯგუფები, სადაც მომატებული რისკია. „ომიკრონისშემთხვევაში ინფიცირებულია ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, მაგრამ ინფიცირების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, გადავადდეს უფრო მოზრდილ ასაკზეც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

- საკოორდინაციო საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო პირების .. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, – ამის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში.

საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რადგან ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია გაიტესტონ. დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „ომიკრონიქვეყანაში ისე ცირკულირებს, რომ აუცილებელი აღარ არის, სიმპტომიანი ადამიანი გაიტესტოს. გამყრელიძის თქმით, სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქე იზოლაციაში უნდა გადავიდეს.

იქ, სადაც სავალდებულო უსიმპტომო ადამიანებს ვტესტავდით, საბჭოზე წარდგენილი დღევანდელი ერთ-ერთი წინადადებაა, რომ პირველი თებერვლიდან შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე პისიარ ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ისე ცირკულირებს უკვეომიკრონი“, რომ არავითარი ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ პირები, სიმპტომების შემთხვევაში, გადავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 74 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 51 865, „პისიარტესტით – 22 335.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო შვიდი დღის – 18,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 075 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 972 745 გამოჯანმრთელდა, 14 774 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 667 808 აცრა, დღიურად აცრილია 8 634.

კარანტინის რეჟიმშია 30, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 595 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 064 პირი.

ამასთან, 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია