მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია - 31 იანვარი 2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ონლაინკლინიკების რიცხვი, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმთა რაოდენობა, აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.

ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოსყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

გაბუნიას განმარტებით, ჩვეული რეჟიმი გულისხმობს სკოლების მიერ საჭიროების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას და ჰიბრიდული მექანიზმის გამოყენებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ამ დროისთვის არ გაუცია, თუმცა როგორც წესი, საბჭო ყოველ ჯერზე მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ, მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსახვავებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიღოთ. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ესა თუ ის საჭიროება.

ბაღებში ონლაინ რეჟიმი არც აქამდე ყოფილა, რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ მოდელზე სკოლებთან მიმართებაში და თუ საჭიროება, აუცილებლობა დადგება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას საბჭო რა თქმა უნდა განიხილავს“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და ვარაუდია, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი, 90 პროცენტამდე არის „ომიკრონი“, – ამის შესახებაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებულიომიკრონისათასზე მეტი შემთხვევიდან, პაციენტთა მხოლოდ სამი პროცენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით სამი პროცენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. თითქმის ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. სამი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, თუმცა შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს და არაომიკრონს“, ამას შეისწავლიან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა იქნება, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან რა წილი შეიძლება უკავშირდებოდესომიკრონისშტამს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას დაიწყებს.

ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულადომიკრონთანდაკავშირებულ გარდაცვალებებზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს კვლევას, რომელიც მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება, იყოს განპირობებული კონკრეტულადომიკრონით. რა თქმა უნდა, „ომიკრონიმთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით არავაქცინირებულ პირებში და მათთა, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია