მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს იმუნური ფენა აქვს - ამირან გამყრელიძე - 01 თებერვალი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა. მის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოშიმწვანე პასპორტისმოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონმწვანე პასპორტიდა აღნიშნა, რომ ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორიმწვანე პასპორტისმოთხოვნას გააგრძელებს.

ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნებამწვანე პასპორტიდაშვებული, თუ არა. დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია. მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუმწვანე პასპორტიაქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოება ამ ეტაპზე მოხსნილია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შიდა დისკუსიებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

რამდენჯერმე გითხარით. მოგეხსენებათ, იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, „მწვანე პასპორტიდღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არამწვანე პასპორტისმოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.

მწვანე პასპორტიგახლდათ და გახლავთ მხოლოდ ერთი სეგმენტი ვაქცინაციის სტიმულირების. ამისთვის კიდევ ბევრი მეთოდი და ინსტრუმენტია. მონეტარული წახალისება მუშაობს, საკომუნიკაციო კამპანიები და მთავარია, თვითშეგნება. მარტო ის, რომ ვიღაცას დავადგე მათრახით და გინდა თუ არა, აიცერი, ეს არ იზამს. უნდა დავიჯეროთ, რომ უნდა ავიცრათ. ბევრი მტკიცებულებით დადგინდა, რომ აცრა იცავს გართულებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოშიმწვანე პასპორტისმოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია