მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი - 02 თებერვალი 2022

საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 658 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59 912, „პისიარტესტით – 31 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო შვიდი დღის – 26,38%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 226 444 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 030 065 გამოჯანმრთელდა, 15 060 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 730 067 აცრა, დღიურად აცრილია 6 714.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 522 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 041 პირი.

ამასთან, პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

- კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაა.

შეშფოთებული ვართ იმ ნარატივით, თითქოს ვაქცინაციის დამსახურებით, იმის გამო, რომომიკრონსმაღალი გადაცემის მაჩვენებელი და დაბალი სიმძიმე აქვს, ვირუსის გადაცემის შეჩერება შეუძლებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

მისი თქმით, მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ლეტალურ შემთხვევას.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს,ომიკრონისპირველი დაფიქსირებიდან დღემდე, ანუ 10 კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც, რაც შემაშფოთებელია.

„ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია