მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული - კარლ ჰარცელი - 09 თებერვალი 2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

- მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 19 აპრილის შეთანხმების საკითხებთან მიმართებაში წინსვლა იყო და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა, – ამის შესახებაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განცხადა.

კარლ ჰარცელმა დღეს მონაწილეობა მიიღო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტისმომავლის გზა საქართველოსთვისპირობების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა. იმის მიუხედავად რომ უკვე დრო გავიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და ასევე ძალიან აქტუალური. იმის განსახილველად, თუ რა გაკეთდა უკვე შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ასევე რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი დისკუსია ასახავს არსებულ სიტუაციას და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. ეს 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებაში და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამაზე პანელის მონაწილეები როგორ ისაუბრებენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია