მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხელისუფლების რიტორიკა უკრაინისადმი გულწრფელ სოლიდარობას არ გამოხატავს - რომან გოცირიძე - 17 მარტი 2022

„BBB საინვესტიციო რეიტინგიდან ორიოდე კვირაში ქვეყანა რომ გაკოტრებულიყო, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს ხომ რუსეთია“

უკრაინაში რუსეთის ბოროტი შეჭრისას საქართველოს მთავრობის პოზიცია რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურებოდა. ამას საზოგადოებისგან საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. იმედია, მთავრობა უარყოფით გამოცდილებას გაითვალისწინებს და ამის შემდეგ მაინც ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.

ამ თემაზე პარლამენტის წევრ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რომან გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო რომან, დღევანდელ სიტუაციაში რას მოგვიტანს თუნდაც ირიბად რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება?

- ხელისუფლების რიტორიკა არ გამოხატავს უკრაინისადმი გულწრფელ სოლიდარობას, პირიქით, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ომის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს არც ერთხელ უხსენებია რუსეთი, სამწუხაროდ, ასევე პატრიარქსაც. რაღაც შეთქმულებას ჰგავს. გადაათვალიერეთ პრემიერ-მინისტრის ყველა განცხადება - თავდაპირველად უკრაინასაც კი არ არ ახსენებდა, მხოლოდ კონფლიქტს გმობდა. ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა ხალხს, რაც კომიკურად გამოიყურებოდა. ომსაც კი არ უწოდებდა იქ განვითარებულ ტრაგედიას. მერე იძულებული გახდა უკრაინისადმი თანაგრძნობა გამოეხატა, მაგრამ რუსეთის ხსენება ისევ ტაბუდადებულია.

-  არსებულ რეალობაზე რა კონკრეტული ნაბიჯები მიუთითებს?

- ერთია რიტორიკა და მეორე უკვე კონკრეტული ფაქტები. სკანდალური იყოს რუსეთის გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე ქართული რძის ნაწარმის დაშვების შესახებ. როცა რუსეთს მთელი მსოფლიო სანქციებს უწესებს, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება  მაწვნისა და რძის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებას მართავდა.

ყველას გვახსოვს ავადსახსენებელი გენადი ონიშენკო,  რუსეთის  მთავარი სანიტარული ექიმი, რომელმაც ქართულ საქონელს ემბარგო დაუწესა. თურმე ბორჯომი, ღვინო, ხილი, ციტრუსი,  რძის ნაწარმი არ შეესაბამებოდა სანიტარულ ნორმებს. მსგავსი ემბარგო იყო დაწესებული მოლდოვის მიმართ და რაგინდ გასაკვირად არ უნდა მოგვეჩვენოს, ბელორუსში წარმოებული რძის პროდუქტებიც მოჰყვა ამ აკრძალვაში. ეს უკანასკნელი ლუკაშენკოს მოთვინიერების კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო.

რუსეთის ბაზარი შემდეგ კი გაიხსნა, მაგრამ არა მთლიანად.  რძის ნაწარმი დღემდე აკრძალული იყო. ახლა რუსეთმა ისარგებლა ამ ფაქტით და ქვეყნის იმიჯისათვის ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილება მიიღო - მოხსნა აკრძალვა ამ სახის საქონლის იმპორტზე. პირველ რიგში, ეს პოლიტიკური აქტია და არა ეკონომიკური. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მრავალ საქონელზე დეფიციტი შეიქმნება, ჩვენი წარმოების პოტენციალიდან გამომდინარე, იქ შეტანილი პროდუქციის წილი იქნება როგორც წვეთი ოკეანეში. ამ გადაწყვეტილებით  კიდევ უფრო გააღრმავა უკრაინის ხელისუფლების და უკრაინელი ხალხის გაღიზიანება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

- რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას? 

- დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტა მოლაპარაკების პროცესი რუსეთთან და არ მიეცა იმის საფუძველი, რომ საქართველო რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნების რიგებში წარმოჩენილიყო.

აქვე გიგზავნით სულ ახლახან რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას, ღარიბაშვილის დიდი პორტრეტით, სადაც იგი შედარებულია ვენესუელის პრეზიდენტ მადუროსთან და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მის მიმართ, რადგან მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.

თავსლაფის დასხმაა, უფრო ზუსტად, თავზე რძის დასხმაა, საქართველოს მთავრობის თავზე. ასევე, სკანდალური იყო რუსეთის სურვილი საგარეო ემბარგოს გაუქმების შესახებ.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების შეზღუდვამ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დააზიანა ტურიზმი და გააუფასურა ლარი. ჩვეულებრივ ვითარებაში ფრენების აღდგენა არის კარგი, მაგრამ ახლა, როცა მთელი მსოფლიო უკეტავს რუსეთს საჰაერო სივრცეს, საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების განახლება დაუშვებელია. რუსეთი მორიგ პროვოკაციას გეგმავს, რომელსაც უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ამით უნდა საქართველო წარმოაჩინოს რუსეთის მოკავშირედ და გააღრმაოს განხეთქილება უკრაინასა და საქართველოს შორის.

ცინიკურია და დამამცირებელი თავად ის ფაქტი, რომ ფრენების აღდგენის მზადყოფნის შესახებ განცხადება რუსეთის დუმაში ჩვენთვის ავად ცნობილმა გავრილოვმა გააკეთა.

ფრენების აღდგენა  შეიძლება რუსეთის მიერ გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციებისგან გვერდის ასავლელად, რასაც შეიძლება ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე შედეგი მოჰყვეს. დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს საქართველოს მთავრობამ, რომ ის არ დაუშვებს ფრენების განახლებას.

თუმცა ერთია რუსეთის ავიაკომპანიების ფრენა და მეორეა თავად ქართული ავიაკომპანიისაირზენასამარცხვინო გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, იგი ერევნის გავლით აგრძელებს მოსკოვში ფრენებს და მეორეც, ხელს უწყობს რუსეთის საჰაერო იზოლაციიდან დაღწევაში.

7 მარტსჯორჯიან ეარვეისიჩაერთო რუსულ საანგარიშსწორებო სისტემამირში“. ავიაკომპანიის  საიტზე  ვიზასა და მასტერქარდს ეს რუსული საბარათო სისტემაც დაემატა და უკვე დაიწყო მისი მეშვეობით ავიაბილეთების გაყიდვა. 

რუსეთისადმი საერთაშორისო ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, „მირიქვეყნის შიგნით და დსთ-  ზოგიერთ სახელმწიფოში რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ თანხების გადარიცხვის და პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების განხორციელების ერთადერთი საშუალებაა.  ქართული  ავიაკომპანია ამ ქმედებით  ფაქტობრივად ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გვერდის ავლაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომჯორჯიან ეარვეისიკომერციულ ურთიერთობებს ამყარებს ისეთ რუსულ საანგარიშსწორებო სისტემასთან, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. „მირმა  2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო  უკანონო ფინანსური საქმიანობის განხორციელება.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ  კანონის მეხუთე და მეექვსე მუხლის თანახმად,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უძრავი ქონების შეძენა და ასევე, ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა არის აკრძალული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322(2) მუხლის თანახმად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებსაქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ) ჯგუფურად; ) არაერთგზის; ) ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება,  უნდა მიმართოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა ჯგუფს (FATF), რათა აღიკვეთოს ოკუპირებულ აფხაზეთში ამ რუსული საგადახდო სისტემის უკანონო საქმიანობა. „აირზენამუნდა შეწყვიტოს ამ კანონდამრღვევ რუსულ კომპანიასთან ურთიერთობა.

- ოპოზიციამ და საზოგადოებამ ამას რა უნდა დაუპირისპიროს?

- საზოგადოების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდნენ ეთქვათ, რომ შეწყვეტდნენ ამ სისტემასთან ურთიერთობას, მაგრამ ეს არ ჩანს დამაჯერებლად. პირიქით, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აირზენა იწყებს ფრენებს ბელარუსში, რომელიც ასევე  საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულია.

ამას ვერ გაბედავდა ის ავიაკომპანია, რომელმაც ოფიციალურად თავი გაკოტრებულად და აქვს როგორც კერძო კომპანიების, ასევე მთავრობის ვალი, ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

თუნდაც აღნიშნული ფაქტები მოწმობს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უჭირავს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი პოზიცია. . . არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია, რომ უკრაინასთან ომის დროს (რუსეთისადმი ლოიალური პოზიციის მიუხედავად), ცინიკურად დამამცირებლად . . დონეცკის რესპუბლიკამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აქამდე სად იყვნენ ან ახლა რატომ მოუნდათ? შემთხვევით არაფერი ხდება. ეს მინიშნებაა საქართველოს მთავრობისადმი,  რომ მეტ დათმობებს ელოდება.

- რა შედეგები ექნება დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?

- რუსეთი ეკონომიკურად გაკოტრებული ქვეყანაა.

Fitch-მა რუსეთის რეიტინგი დასწია ბოლოსწინა C ნიშნულამდე, რაც ფაქტობრივად გაკოტრებას ნიშნავს. დარჩა ბოლო, D-დეფოლტი, რაც მხოლოდ შემდგარი ფაქტის ოფიციალურად დადასტურებაა. დღეები დარჩა აქამდე. რუსეთი განაცხადებს, რომ ვერ იხდის საგარეო ვალებს.

BBB საინვესტიციო რეიტინგიდან ორიოდე კვირაში ქვეყანა რომ გაკოტრებულიყო, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს; არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს ხომ რუსეთია.

ორი დიდი ლურსმანი დარჩა რუსეთის ეკონომიკის კუბოზე დასაჭედებელი. ერთი არის რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება და მეორე - გარდა სანქცირებული 12 ბანკისა, ყველა 350 რუსული ბანკისათვისსვიფტისგათიშვა. ერთი პატარა ჭიკარტიც კარგი იქნება რომ მიერჭოს ამ კუბოს, სიმბოლურად, „ფიგურული პანჩურისსახით - კრიპტოვალუტიდან რუსეთის ფიზიკურ და იურიდიული პირების დაბლოკვა. ეს ძნელია, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში შესაძლებელი. მერე თვითონ რუსეთის მოქალაქეები მიაყრიან საკუთარი ხელით მიწას.

ჩემის აზრით, რუსეთი ერთ თვეში დეფოლტს გამოაცხადებს, ანუ გაკოტრდება. რუსეთის ეკონომიკის ნგრევას  როგორმე უნდა გაუძლოს საქართველომ.

რუსეთის ნომერ პირველი  ბანკის, „სბერბანკისაქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ნულისკენ მიექანება. მისი ღირებულება დღეს 0,01 დოლარი ანუ 1 ცენტი გახდა. „სბერბანკმაევროპაში ყველა ფილიალი დახურა. რუსეთიცგასბერბანკდებამალე.

ღარიბაშვილს ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ სანქციებთან დაკავშირებული ანტიუკრაინული განცხადება გაეკეთებინა? არავინ. შეგნებულად ჩაიდინა და კიდევაც მიიღო საპროტესტო ტალღა კანცელარიასთან. აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო...

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია