მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია, მგონია სულისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მაკლია“ - 16 მაისი 2022

ომი ჯარისკაცებს არ წაგვიგია, უბრალოდ ადამიანები დაიღალნენ, ასეთ დროს უკეთესია გაჩერდე, ბუფერული ზონა გააკეთო, ვიდრე ასე გადაჩეხამდე მიხვიდე“

კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე  მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობენ. ჩვენი მორიგი რესპონდენტი ომარი (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) 1992 წელში 18 წლის გახდა თუ არა, ეგრევე, როგორცუპატრონოსხელი სტაცეს და ჯარში წაიყვანეს. სწორედ იქ ყოფნისას აფხაზეთის ომი დაიწყო, პირველივე შენაერთთან ერთად გადაიყვანეს. სოხუმის დაცემამდე არ გამოსულა, ბოლოს მაინც გამოაგდეს, იქ მისი სიკვდილი აღარავის სჭირდებოდა.

- დაგლეჯილ-დახეულიბათინკებითდა ფორმით წამოვედი თბილისისკენ, ჩემი სახლისკენ. თავიდანვე უპატრონოები შეგვყარეს, ასევე პატრონ-მყვარებლის გარეშე გამოგვყარეს უკან. რაც კარგად მახსოვს, ერთადერთხელ ფრონტზე ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო ჩამოსული ჩვენ გვერდით.

- მერე თავი რით გამოიჩინა?

- მაგარი უშიშარი კი იყო ეს შობელძაღლი. როცა პოზიციაზე ყველანიაკოპებშიღრმად მივძვრებოდით, ეს ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკივით სულ ზემოთ იდგა, ყელმოღერებული მტრისსანახებსგაჰყურებდა. მეთაურმა ერთი-ორჯერ მოკრძალებულად სთხოვა, ბატონო, იქნებ სანგარში ჩაჯდე, მოწინააღმდეგეს ასე ღიად არ დაენახვოთ, ბოლოს და ბოლოს სნაიპერები მთელი დღე მუშაობენო. არაფრით შეისმინა და ბოლოს, როცა სროლა ატყდა, მეთაურმა ვეღარ მოითმინა, - „დაწექი შენი დედა კი ........!“

- დაწვა?

- აბა რას იზამდა? პირველი კულტურული შოკი წინა ხაზზე მაშინდელი გინებისგან მიიღო. გულუბრყვილო ქცევების მიუხედავად, მაინც პატივს ვცემდით მამისტოლა კაცს, ერთადერთი იყო პოლიტიკოსებიდან (შევარდნაძე-იოსელიანი არ ითვლება), ვინც იქ უშუალოდ გვერდით გვედგა და არ გვშორდებოდა. რაღა დაგიმალო, ნოდარ ნათაძე იყო და არის ეს კაცი, ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს ბატონი ნოდარი!

- კიდევ მომიყევი აფხაზეთის ომზე, შენ მაინც მითხარი იქ ასეთი რა ჭირი გვჭირდა?

- აბა რა გითხრა, აქ ორი ომი მიმდინარეობდა, მათ შორის, გამსახურდიას მომხრეებთან. ვერ გაიგებდი, ვინ რას წარმოადგენდა, ძარცვავდნენ, კლავდნენ, გარშემო ბევრი ბანდიტი ტრიალებდა. ასე რომ, ბრძოლა ნაკლებად იყო და ძირითადად ძარცვა-გლეჯით იყვნენ დაკავებული. ხოლო ვინც იბრძოდა, ის მართლა იბრძოდა, ასეთებს მაშინვე შეამჩნევდით.

საბავშვო ბაღის მსგავსი რაღაცები ხდებოდა. არ იყო სამხედრო დისციპლინა, არც წესდება მოქმედებდა. ვინ მოწია, ვინ დალია, ეს ხომბარდაგიადა არა ომი. ომში ყველაზე მთავარი დისციპლინაა, რაც ეს აფხაზეთში არ ყოფილა. იქ ჯარისკაცი ყველაფრით უზრუნველყოფილი უნდა იყოს - სიგარეტით, პროდუქტებით, ტანსაცმლით, საბრძოლო მასალებით.

სამხედრო წესდება არ მოქმედებდა, არმია სუსტი იყო. ეს ხომ საქართველოა, აბა რა გითხრათ. გენერლებს არ უსმენდნენ, პოლკოვნიკებსშორს აგზავნიდნენ“, ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ომში თუ წესდება არ მოქმედებს, ეს სამსახური აღარაა. მას ყველა ჯარისკაცი პირნათლად უნდა ასრულებდეს. წესდებას რომ ემოქმედა, მსხვერპლიც ნაკლებად იქნებოდა და შეიძლება პროცესები სხვაგვარად განვითარებულიყო.

ბევრი იყო თვითმარქვია, - მე მეთაური ვარ და ასე შემდეგ. ვერ გაიგებდი, იქ ვინ დააყენა, არც სამხედრო განათლება, არც არაფერი. ასეთი წვრილმანები შეიკრიბა და შედეგიც უარყოფითი იყო.

- ადგილობრივ მოსახლეობას რა დამოკიდებულება ჰქონდა?

- ხალხი თვითონ ღარიბი იყო, რის საშუალებაც ჰქონდათ გვეხმარებოდნენ. ასეთ სიტუაციაში ყველა პურს ვერ მოგცემს და სუფრას ვერ გაგიშლის, რადგან მათაც ეშინოდათ. ხოლო ვისაც საშუალება ჰქონდა, ბოლო ლუკმას მაგიდაზე დებდნენ, რომ ჯარისკაცები მშიერი არ ყოფილიყვნენ.

- ბოლოს და ბოლოს, ომი რატომ წავაგეთ?

- ომი ჩვენ, ჯარისკაცებს არ წაგვიგია; უბრალოდ, ადამიანები დაიღალნენ. ასეთ დროს უკეთესია გაჩერდე, ბუფერული ზონა გააკეთო, ვიდრე ასე გადაჩეხამდე მიხვიდე. მჯერა, ახლაც საჭიროა აფხაზეთისგან და სამხრეთ ოსეთისგან დროებითზურგის ქცევა“, დანარჩენ ქვეყანაში წესრიგის დამყარება, კორუფციის ბოლომდე აღმოფხვრა, ნორმალური რეფორმების გატარება და ..

- ომის შემდეგ ცხოვრება როგორ გააგრძელე?

- დაბრუნებული ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. დილიდან საღამომდე ქუჩაში, უბანში ვიდექი, შანსს ხელიდან არ ვუშვებდი, რომ არ დამელია. აბა ასე სადამდე გავქაჩავდი. ცოტაც და ვაგზლის მოედანზე, მაშინდელიდეზერტირებისბაზრის ქვედა ჩაბინძურებულ სართულზესაბომჟეთშიამოვჩნდებოდი.

ბედად, ამერიკელების დახმარებითწვრთნა და აღჭურვისპროგრამა ამოქმედდა და მაშინდელ პირველკომანდოელებშიგავწევრიანდი. დალევა-მოწევას ეგრევე თავი დავანებე, ვირივით ვვარჯიშობდი, რომ ისევ საკუთარ თავს, ქვეყანას გამოვდგომოდი. ძველმაზაკალკამთავისი ქნა, მგონი კარგკომანდოსადდავდექი.

2004 წელს ცხინვალის რეგიონში ცნობილ ბრძოლებსაც გვერდით არ ამიარა. მაშინ ქართულ მხარეს 16 ბრწყინვალედ მომზადებული მებრძოლი დაეღუპა. ამ დროს, დღემდე წვერიახოს სისხლისმღვრელ ბრძოლებსსამხედრო სწავლებისსტატუსი აქვს მინიჭებული. ამ უსამართლობის დადასტურება თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.

შემდეგ  ცოლი მოვიყვანე. მერე, როგორც ერთ-ერთი პირველი კომანდოელი ერაყის სამშვიდობო მისიაში გამიშვეს; შენი ისეთი გამოცდილი კაცი ხარ, ტყვია იქაც ვერ მოგეკარებაო, არც მიმეკარა. იქ მიღებული ფულით ბინა შევიძინე და ჩემი ოჯახით ცალკე გადავედი. 

2008 წლის ომშიც ტყვია ვერ მიმეკარა, მაგრამ აფეთქებაში მოვყევი ერთ-ერთ პოზიციაზე. ამ აფეთქების შემდეგ მარტო მიწიდან მოწყვეტა და ჰაერში გაფრენა მახსოვს. მანამდე მთელი ცხოვრება გაფრენას მხოლოდ სიზმრებში ვახერხებდი, ახლა კი ომში მომეცა ამის რეალური საშუალება. უბედურება ისაა, რომ ეს ბოლო გაფრენა მშვიდობიანი ნარნარით არ დასრულებულა. მიწას გათიშული დავუბრუნდი, თანამებრძოლებსაც მკვდარი ვეგონე, მაგრამ მე რა მომკლავდა? 

- რა მოგივიდა?

- საშინელი კონტუზია მივიღე, მაგრამ გადავრჩი. აფეთქების შედეგად ყურთასმენა ბოლომდე ვერაფრით აღვიდგინე. დიდხანს მკურნალობდნენ და სიმართლე გითხრა ჯიბეშიგიჟისსაბუთიც მიდევს. მასში ცოტა სხვა, უფრო ზრდილობიანი სამედიცინო ტერმინებია გამოყენებული, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. აღარ ვარ ძმაო ძველი ომარი, ცოდვა კი გამხელილი სჯობს.

ამ აფეთქების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე ჯარისკაცობისთვის თავი დამენებებინა, ასეც გავაკეთე. ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე - ფეხით ბევრს ვივლი, ამ გზით ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდები-მეთქი. დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დავდივარ,  ჯარიმებს ნაკლებად ვწერ, უფრო გაფრთხილებას ვაძლევ, რომ წესები არ დაარღვიონ.

- ომარ, ამხელა გამოცდილების შემდეგ გვარდიის რეზერვში რაღამ მიგიყვანა? 

- უკვე აღარ შემიძლია სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება. აი, ასეთ დროს სულ მგონია რაღაც მაკლია, რაღაც ჩემი სულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი. იმდენი უბედურება ვნახე, იქ იმდენი მეგობარი დავკარგე, ასე მგონია ფორმაში ყოფნით მათ სულებს პატივს მივაგებ და ვეუბნები კიდევ ერთხელ, რომ მეც ისევ მათ გვერდით ვდგავარ და ნებისმიერ წუთს შემიძლია მოვკვდე; მათივე გვერდით აღმოვჩნდე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

იმ დღეს რეზერვის მორიგი შეკრებიდან გამოსამშვიდობებელ ბოლო მოწყობაზე, ტანკისტის უნიფორმასთან ერთად, გვარდიელის კეპიც დავიხურე და მწყობრში ისე დავდექი. ასმეთაური მეკითხება, ბატონო სერჟანტო, აბა გამოიცანით ფორმის რა დარღვევა გაქვთო. რამდენიმე წამი ვფიქრობდი, მთელ სხეულს ვათვალიერებდი გამოწვილვით, ბოლოს თავზე ხელი მოვისვი და ააა, დავიძახე. სწრაფად მოვიხადე კეპი, ტანკისტის გაცვეთილი, გალიფე შარვლის ჯიბეში სიფრთხილით ჩავიდე.      

- „მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე“, - ჰაინრიხ ჰაინეს ეს სიტყვები ჩემი თანმდევია.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია