მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა? - 18 მაისი 2022

გადაიყვანთ სააკაშვილი, თუ გინდათ რომ ამ პატარა ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ“

კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე  მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და გულისტკივილს გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, ვახუშტი . (სრულ გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ)  ვაკის პარკში მორიგი სეირნობისას შემხვდა და საუბარიც დაიწყო.

- ძალიან დაუნდობლები გავხდით ქართველები ერთმანეთის მიმართ. ბოლო დროს მეზობელ-მეგობრებშიც კი ამგვარი უარყოფითი იმიჯი გვაქვს შექმნილი. არადა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ ნიშნის დასადასტურებლად. ერთმანეთთანშინ მამალი, გარეთ დედალი-პრინციპით ვმოქმედებთ და არც კი გვრცხვენია!

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც ათწლეულობით მიმდინარე დაუნდობელ ანგარიშსწორებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ღრმად ჰუმანური ლოზუნგებით ჩაიგდებს ვინმე ხელისუფლებას და ცოტა გაუჭირდება თუ არა, დაერევა ოპოზიციას; თითქოს საკუთარ მოქალაქესთან კი არა, მოსისხლე მტერთან ჰქონდეს საქმე; ამ სამარცხვინო გზით, ხალხში მტრის ხატის შექმნას და არამი მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს. არადა, ამავე ხალხს გულის სიღრმეში ვერდიქტი გამოტანილი აქვს და ასეთი ხელისუფლებისგან სასიკეთოს აღარაფერს ელოდება.

- იქნებ კიდევ დააკონკრეტოთ?

- რაღა კიდევ, თქვენ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აბსოლუტურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აქვს ადგილი? ჯერ ჩახედეთ, რა მუხლებით აქვს პატიმრობა მისჯილი და დასკვნები თვითონვე გააკეთეთ. უცოდველი არავინაა ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ სამართალი ასე მეწველ ძროხად აქციო, გაუგონარი ამბავია. ან საპრეზიდენტო ფონდიდან რომელგადამეტებულ დანახარჯებსედავები, როცა თვითონ კორუმპირებულობისა და თაღლითობის ასტრალში ხარ გადასული? პარლამენტში თუ საკრებულოებში ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყველა მილიონერები არიან და სხვას რაღას ერჩიან? ეს დაახლოებით იგივე ამბავია, პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ ერთი პერიოდი მთავარი ოპოზიციური ბრალდება რომ იყო - „ამ გაჭირვებაში მერსედესი შეიძინაო“. თქვე კაი დედმამიშვილებო, დოლარიანი მილიონერები ხართ ოფიციალურად, ხელისუფლების სადავეებს მხოლოდ თქვენი ქონების შენარჩუნება-გადიდებისთვის ებღაუჭებით (მეტი არაა ჩემი მტერი, ამ დაქცეული ქვეყნის ბედ-იღბალი გადარდებდეთ) და გაღატაკებული ხალხი გინდათ დააჯეროთ, რომ ექსპრეზიდენტთან მიმართებაში მხოლოდსახელმწიფოებრივი აზროვნება და მიზნებიგამოძრავებთ?

- აბა, რა ამოძრავებთ?

- მეტისმეტად გამტკბარი ხელისუფლების დაკარგვის შიში, მეტი არაფერი! აბა, ბოლო საარჩევნო კენჭისყრებზე მოსახლეობის მესამედზე მეტის (ისიც ძირითადად ადმინისტრაციული რესურსია) მხარდაჭერას რომ ვერ მიიღებ, რა რეალური ლეგიტიმაცია გაქვს და, საერთოდ, რანაირი ხელისუფალი ხარ? ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ (ვინც ხმა მივეცით ამათ და ვინც არა), ნუთუ გეგულებათ ათწლიანი მმართველობის თავზე პატიოსანი ადამიანი, ვისაც სჯერა ამ ხელისუფლებისგან რამე სიკეთე გამოცხვება? არა და არა! შეუძლებელია უბრალო სალამურისგან დუდუკი გამოიჩორკნოს. ბურჟუაზია ლენინს რომ უყურებდა, ისე არიან სააკაშვილთან მიმართებაშიც. თუ ასეთი მაგარი ხარ, რატომ გეშინია? იმიტომ, რომ საზოგადოებას მასზე უკეთესს ვერაფერს სთავაზობ და ქვეყანა დღითი-დღე უფრო მეტი რეგრესისკენ, ჭაობისკენ მიგყავს. თქვენ იცით ბოლო სტატისტიკა უცხოეთში გადინების?

- არ ვიცი და მითხარით...

- 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველო ასი ათასმა ადამიანმა დატოვა და თავქუდმოგლეჯილი საზღვარგარეთ გაიქცა. არ დაგავიწყდეთ, ეს ხალხი ერის ყველაზე ქმედითი, შრომისუნარიანი ნაწილია. ისიც არ დაივიწყოთ, რომ ამ მონაცემებს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს. ახლა წარმოიდგინეთ, მიმდინარე წელს რამდენი დატოვებს, თუნდაც კოვიდპანდემიის მარწუხების მოხსნის გათვალისწინებით. ახლა მე თქვენ გეკითხებით - საით მივექანებით მეგობარო? „ ჩორტოვოი მატერი“! თვითონვე გიპასუხებთ - საით და დაგვრჩებიან მარადიულ ხელისუფლებაში ეს გაზულუქებული მილიონერები და ქვეყანაში ხმის ამომღები, არჩევნებზე პატიოსნად ხმის მიმცემი მოქალაქე აღარ დაგვრჩება... მერე რას ვშვრებით? იმედია ბოლოს გამოსული სინათლეს მაინც ჩააქრობს.

- თქვენ დაუნდობლობიდან და სააკაშვილის პატიმრობიდან დაიწყეთ საუბარი...

- დიახ ბატონო, მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი, მისი ნათელი მხარე, თუ გინდა შენი ახლობელ-მეზობელ-მოკავშირე რომ პირში გეუბნება, სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად გყავს და წესიერად მაინც უმკურნალე, ციხიდან გაათავისუფლეო, ბოლოს და ბოლოს ყურად უნდა იღო და გაუშვა, ციხეში სიკვდილისთვის არ გაწირო. სხვა თუ არაფერი, ბოროტების იმპერიასთან ომში ჩაფლული უკრაინა, მისი ხელისუფლება-ოპონენტებიანად გეხვეწება გადმომეცი ჩემი მოქალაქე, ვუმკურნალებ როგორც საჭიროა და პუტინის დამპალ იმპერიასთან ბრძოლისთვის მჭირდებაო; ხომ უნდა შეისმინო, თუ მართლა პროდასავლელი მეგობარი ხარ და არაგაზპრომისსამარცხვინოდ ყურმოჭრილი მონა? ადრე მონებსაც რაღაც თავმოყვარეობა ჰქონდათ, ესენი ვინ ხართ არც მეგობრის და მოკეთის არაფერი გესმით? ან რა დადგენა სჭირდება იმას, რომ ეს ადამიანი ციხეში მართლა ცუდადაა, ბუნებრივი ფერი აღარ აქვს შერჩენილი და ლამის ზღვარზე იმყოფება. ასე რამ დაგბოღმათ ან ასე საზარლად რამ შეგაშინათ, რომ მის დროულ მკურნალობას, აქეთ მობრუნებასაც ვერ ბედავთ? თქვენ რომელ კაცთმოყვარეობაზე და ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ?

- იმას ამბობენ, რომ სასჯელი უნდა მოიხადოსო...

- მესმის, მაგრამ ეს სასჯელიც ხომ ადეკვატური უნდა იყოს? მიიღო ამ ადამიანმა თავისი სასჯელი, საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ასევე, ციხეშივე მიიღო ის არასწორი დამოკიდებულება, იატაკზე თრევა, პირდაპირ რომ ვთქვათ, რასაც არათუ ყოფილი პრეზიდენტი, არცერთი პატიმარი არ იმსახურებს და ეს თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ღირსების საქმეა! თან სხვანაირად არ გამიგოთ, მე ვერავინ მასწავლის ჰუმანურ დამოკიდებულებას. წინა ხელისუფლების მმართველობის დროსაც ყოველ ასეთ შემთხვევაზე ხმას ვიმაღლებდი და მაშინაც ხელისუფლების სხვადასხვა საცეცებში მყოფი ნაცნობ-მეგობრები გატრუნულები იყვნენ (ახლა იგივე ადამიანები უკვე ოცნების მთავარ საცეცებად გვევლინებიან). კარგად მახსოვს, ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს რომ დევნიდნენ (მაშინ ქვეყნიდან გაიქცა), ერთ-ერთა პირველმა გავაზიარე მისი თავისუფლების მოთხოვნა. ასევე ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რომ დაიჭირეს, ერთეულებთან ერთად ვითხოვდი მის სასწრაფოდ გათავისუფლებას. ხმას არ იღებდნენ და სეირს უყურებდნენ, დემეტრაძისკანონიერი ქურდობის დადასტურებასელოდებოდნენ, ეტყობა. ჰოდა, აი სულ ფეხებზე მკიდია რას იფიქრებენ დღევანდელი სამარცხვინო საცეცები - დღეს სააკაშვილიც პოლიტიკური პატიმარია და რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს, სათანადო მკურნალობით უზრუნველყოფილი იყოს, რათა ეს საცოდავი ქვეყანა მორიგი უბედურების წინაშე არ დადგეს!

- რას გულისხმობთ?

- მესამე პრეზიდენტის ციხის კედლებში დაღუპვას. თქვენ ეს წარმოუდგენელ ამბად მიგაჩნიათ? წამია წუთისოფელი და ბეწვზე ჰკიდია ადამიანის სიცოცხლე. ვისაც ამ ცხოვრებაში არაფერი გამოუცდია თქვლეფა-ღორობის გარდა, იმას ვერაფერს გააგებინებ და სჯობს შევეშვათ კიდეც. მაგრამ ვინც პატიოსანი მოქალაქეა, უნდა შეიგნოს, რომ ამ ადამიანმა კაცისგან თუ ღვთისგან სასჯელი უკვე მიიღო და თითოეული დღე მისი ამგვარად ციხეში ყოფნა, საზარელი ანგარიშსწორებაა, მეტი არაფერი! პროფესიონალი ექიმები გეუბნებიან ცხადად, რომ ვერ ჭამს ვერაფერს, რასაც ფსიქო-ნევროლოგიური სირთულეები ემატება და აქედან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

თან არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთ მომენტი - ვისაც წინა ხელისუფლებისგან რეალური შეურაცხყოფა და წყენა ჰქონდა, ძირითადად სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობიან. ასეთია მაგალითად ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელსაც გახსოვთ როგორ პირდაპირ მოხვდა მაშინ. ეს იმიტომ, რომ უპირველესად სახელმწიფოებრივი მოსაზრებებიდან, ინტერესებიდან გამოდის და არა პირადი დამოკიდებულებებიდან. და ვინ არის ყველაზე გააფთრებული ამ დროს? ისევ ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლებისას დროსაც სრულ კომფორტში იმყოფებოდა. ასეთი ადამიანები ხომ ყოველთვის წელზემოთ ტივტივებენ, არანაირად არ იძირებიან.

ნუთუ ისიც არაფერს გეუბნებათ, რომ თავის დროზე ოცნების მიერ გაპრეზიდენტებული გიორგი მარგველაშვილი დღეს სააკაშვილს პუტინის პირად ტყვეს უწოდებს და სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ეს იმიტომ, რომ ამ ფილოსოფოსმა კაცმა ჯერ კიდევ დასაწყისში უარი თქვა სამარცხვინო მონობაზე. სამაგიეროდ, აფთრებივით არიან ახლად გამოჩეკილიექსპერტები“, რომლებზეც ყველამ იცის კონვერტებითხელფასებსრომელი ყულაბიდან იღებენ.

ან მეგობარი უკრაინის მაგალითი არაფერს გეუბნებათ, როცა ბოლო ოთხი პრეზიდენტი ერთად დგას ხოლმე ხელიხელჩაკიდებული საზეიმო ღონისძიებებზე? ერთადერთი იანუკოვიჩი გაუყენეს როსტოვისკენ რუსული ხომალდის გზას, გასაგებია რატომაც. 

 - გამოსავალი?

- სააკაშვილის სასწრაფოდ ციხიდან გაშვება და აქვე იქნება თუ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა. ერთ-ერთმა ექიმმა ისიც კი თქვა, რაღა დროის მისი უცხოეთში გადაყვანაა, მდგომარეობა იმდენად გართულებული არისო. ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნებაა მთავარი, თორემ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ასევე, ხომ შეიძლება პირველ ეტაპზე შინა პატიმრობა მიუსაჯო და წესიერი მკურნალობა ამ გზით მაინც უზრუნველყო, ამ გზით ადამიანი სააქაოს დაუბრუნო, თუ ისევ და ისევ სხვა მიზნები არ გამოძრავებს.

- რაზე მიანიშნებთ?

- კიდევ ერთ საზარელ უბედურებაზე, რაც ამ ქვეყანას შეიძლება დაემართოს და არცერთ ჭკუათმყოფელს არ შეიძლება უნდოდეს.  ამ ქვეყნის ბოლო ოცდაათწლიანმა ისტორიამ ჩემ თვალწინ ჩაიარა. თქვენ გგონიათ, ზვიად გამსახურდიას ყველა ტაშითა და ვარდებით ეგებებოდა? ერთ მერსედესი კი არა, ფაშისტს, დიქტატორს, სისხლისმსმელს, კიდევ რაღას არ უწოდებდნენ მაშინდელი სალაფავს მოცილებულიწითელი დირექტორები“. იქამდე უძახეს და სდიეს სამეგრელოს ტყე-ღრეებში, სანამ არ მოკლეს. დღეს კი ეროვნული გმირია ბატონი ზვიადი, მაგრამ რაღა დროსია? .. დეჟავიუს შთაბეჭდილება დღესაც არ გექმნებათ? ლამის 95%-ით ვირჩევდით სააკაშვილს და ახლა ციხეში ვკლავთ დაუნდობლად? ასეთი ბრიყვები როგორ ვართ, ისტორიიდან თანაც უახლესიდან ელემენტარული დასკვნები რომ ვერ გამოგვაქვს?

ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ - უცდომელი ამ ქვეყანაში არავინაა, მაგრამ სააკაშვილი უახლოეს ქართულ ისტორიაში რეალური სახელმწიფოებრიობის შემქმნელად დარჩება და მოვა დრო ეროვნული გმირების სიას დაემატება. მანამდე იქნებ ცოტა ტვინი გავანძრიოთ და ბოლომდე არ გავანადგუროთ ციხეში. ეს ტრაგიკული რეალობა კი უპირველესად დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს კატეგორიულად მიუღებელი; რადგან ბუმერანგს ერთი ყველაზე დაუნდობელი და საზარელი პრინციო ამოძრავებს.. არ იმსახურებს ეს ულამაზესი ქვეყანა ასეთ დაუნდობელ წრეზე სიარულს.

ამიტომ დროზე გაათავისუფლეთ, სამკურნალოდ გადაიყვანთ სააკაშვილი, თუ გინდათ ამ პატარა ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივა შეუნარჩუნოთ. გადაიყვანეთ სააკაშვილი... თქვე უბედურებო.

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია