მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კაფკას გმირებივით ჩავლილი ცხოვრება-მეტამორფოზა - 22 სექტემბერი 2022

ანუ, „ხომ გეხვეწებოდით ლამის ყოველ დილის თათბირზე - ბიჭებო, რევოლუცია მოხდა, ქვეყანა შეიცვალა და არც გაბედოთ, რამე არ მიქაროთ, მეც კი ვერ დაგიცავთო“

ყველა ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია. რასაკვირველია, ეს მათაც შეეხება, ვინც გერმანული დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია (ასეთი კი 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა) გაიარა და საოცნებო ზარს დღემდეიობის მოთმინებითელოდება. კიაზომ (გვარს არ ვასახელებთ) ორი წელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმსახურა, საბჭოთა არმიის რიგებში. გეგმურად გაიწვიეს, როგორც ზედმეტად შავგვრემანი, - შენ ადგილობრივიდუშმანებისგანბევრი არაფრით განსხვავებით (საბჭოეთში ასე ხშირად ხდებოდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება). კიაზო ყანდაჰარელიბასმაჩებისგარდა, ფრანკ ერიკ კანტონასაც ჩამოჰგავს, თავის დროზე მას გულშემატკივრობდა კიდეცსტად დე ფრანსზე“.

ახლა ერთ-ერთ დაცვის სამსახურში მუშაობს. თავის ავღანურ თავგადასავალზე ბევრს არაფერს ჰყვება. ერთადერთხელ უფროსს მორიგი კამათისას უთხრა თურმე, - იორამ იცი, მე ცოტა მომერიდე, მაინცავღანელივარ, ესე იგი სიკვდილს თქვენგან ცოტა განსხვავებული თვალით ვუყურებო.

- და ასეთი რა თვალია ეგ? - ვერ მოითმინა თურმე უფროსმა.

- აბა რა გითხრა, იქ ბრძოლის ველზე მტრის პოზიციები ჰაერიდან რომ დაიბომბებოდა და ბოლომდე გასწორდებოდა, მერე დამატებით ქვეითები გავივლიდით და ვინც კი სულ მცირედით ინძრეოდა, თავშიკანტროლკასვახლიდით ისე, რომ დუშმანის გადარჩენის ბუნდღაც არ დარჩენილიყო, - უფროსმა შეგონება კარგად დაიმახსოვრა და ხშირად იმეორებდა, კიაზოს ცოტა მოერიდეთ ბიჭებო, მაინც, ყოველი შემთხვევისთვისო.

თავად კიაზოს მოვუსმინოთ:

- ავღანეთიდან დაბრუნებულმა, 90-იანების დასაწყისში ეროვნულ მილიციას მივაშურე უბნის ინსპექტორად. მაშინდელი ფორმა ისეთი მეცვა, ქვას გახვრეტდა. აი, ცოტა ადრინდელ თაობას ეხსომება - ლურჯ-მოცისფრო კოსტიუმებში დავდიოდით, გამოკვეთილიპაგონებით“. როგორ არასტანდარტულსაც უნდა ჩაგეცვა, ამ კოსტიუმში მაინც ასე თუ ისე კაცად გამოიყურებოდი.

ნაძალადევის განყოფილებიდან გადასავლელ ხიდზე გამაწესეს გარე მოვაჭრეთაგანხარკისამკრეფად. მეც შევუდექი და რას შევუდექი. მთელი დღე დავძრწოდი წინ და უკან, თითოეულისგან ლარ-ლარს ვიღებდი. აბა ვინმე კაი ბიჭი თუ გოგო იყო, დაკისრებული ბეგარა არ გადაეხადა. თანხა მეც მრჩებოდა, კუთვნილი წილი უფროსთანაც მიმქონდა. მოვაჭრეებშიგეგმური პურისჭამაცარ გვაკლდა.

მერე ცოდვა გამხელილი სჯობს, ავდექი და ცოტა არ იყოს ვიღორე, როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს. ახალ მოვაჭრეს გამოყოფილ ადგილში ასი დოლარი გამოვართვი, რაც მაშინ საკმაოდ დიდ ფულად ითვლებოდა. ეს გამორთმევა კიდევ რა, საქმე იმაშია, ეს უკვე უფროსს მოვუტეხე და აქედან კაპიკიც არ მივუტანე; ყოველდღიური წილი მიმაქვს, უსაქმურს ესეც ეყოფაო, ჩემთვის ავად გავიფიქრე.

მაგრამ მე ხუთ გახუნებულ ოც-ოცდოლარიანს კოსტიუმის გულის ჯიბეში ვეფერებოდი, ამ დროს რაიონული პოლიციის უფროსი თურმე ბრაზისგან კაბინეტს ლეწავდა. დღემდე ვერ დავადგინე, ვინ მიაწვდინა ხმა იმ ღორამდე. ასეა თუ ისე, დილის თათბირის შემდეგ გამძვინვარებულმა უფროსმა კაბინეტში ეულად დამიტოვა.

- რაო, რა მინდაო?

- ბიჭო, მოხვედი ქუჩის ძაღლივით მშიერმა სამუშაო მთხოვე, დაგასაქმე, ბოლომდე გვერდშიც გიდგავარ, ასე მოტეხა და ღორობა როდისღა დაიწყე შე უნამუსო, შენა, ჰა? - ჯერ წყნარად მეკითხება.

- რა უპასუხეთ?

- რა მოვტეხე უფროსო, ასეთს რას მეუბნებით?! - ვცდილობდი დიდ გულზე კი გამოვჩენილიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ეს გული ფეხის თითებიდან მძვრებოდა.

- თქვენმა დიალოგმა რა გაგრძელება პოვა?

- იმდენადიბიო...“, თუ შენ მართალს მეუბნები, ხომ კარგად შეითხარე მოვაჭრისგან აღებული ასი დოლარი, ახლა აქედან დაახვიე და თვალით აღარ დამენახვო ცხოვრებაში, თორემ ხელიც არ ამიკანკალდება ისე დაგიჭერ-ჩაგაყუდებ, მართლაცდა მე შენი... - უფროსის დუჟმორეულ გინება-მუქარას კიდევ კაი ხანს კოშმარულ სიზმრებში ვათვალიერებდი ოფლით გათანგული, სანამ ცოლი მუჯლუგუნებით არ გამომაფხიზლებდა.

მით უფრო მაშინ, როცა ეს პოლიციის უფროსი ზღვარგადასული სიგიჟეებით იყო ცნობილი მთელსემვედესსისტემაში. არყისგან გამოთვრებოდა თუ არა, ეგრევე კაბინეტში სროლაში ვარჯიშს იწყებდა. აბა ვინმეს გაებედა და მის დასაშოშმინებლად შესულიყო, პოლიციის შენობაში სულის გაფრთხობა ვის მოუნდებოდა. მერე გმირად კი გამოაცხადებდნენ, ვის რაში სჭირდებოდა?

მოკლედ, თავქუდმოგლეჯილი გამოვასწარი ამ უფროსს და მისგანყოფილებას“.

- ცხოვრება როგორ გააგრძელე?

- ურთულესი აღმოჩნდა პოლიციელის კოსტიუმის გარეშე 90-იანებში ცხოვრება, მით უმეტეს ოჯახით. „ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, თუ ძმა გყავს პოლიციელი“, - მაშინდელი ეს სიტყვები ჩემთვის ცარიელად დარჩა. ბევრი ვიხეტიალე თუ ცოტა, ათასი მანქანებით ავსტრიაში ჩავაღწიე და იქაურ უცხოელ თავშესაფარში ლტოლვილად ჩავბარდი. იქნებ ამ გზით მაინც რამე სტატუსს მივაღწიო, სამსახური ვნახო და ოჯახს დავეხმარო-მეთქი.

ერთხელაც ავსტრიელი პოლიციელების დაძახებისას (ხომ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი) ჩემი აქაური ვინაობა დამავიწყდა.

- ასეთი რა მოხდა?

- „ცვაიბა გამოძახებაზე“, - დაიყვირეს და თავშესაფარში ყველამ ერთმანეთს გადახედა, მათ მეც. მთლადკავკაზსკაია პლენიცასმშიშარასავითჩეი რუბლია“ (მანეთი ვისია) არ მომსვლია, წამიერად გამოვერკვიე და ისევ ქართველებისგან ჩაგრული ვინმე აფხაზი ცვეიბას როლი მოვირგე, მაგრამ უშედეგოდ. თავშესაფარში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ სხვაჩაგრულებთანერთად ჩამსვეს თვითმფრინავში და უფასოდ სახლში გამომიშვეს.

იმგანყოფილებისუფროსთან, იგივეიბიო... -თანმისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მისი გაბმული გინება ისევ ყურებში მიწიოდა. ზედვარდების რევოლუციამმომისწრო და როგორც უკვე ძველი ხელისუფლებისგან ჩაგრული, თანაც ავღანელი, ახალ პოლიციაში მიმიღეს, როგორცსაჭირო კაცი“. მოგეხსენებათ, „ინსპალნიწელთა“ (შემსრულებელთა) ასეთი კატეგორია ნებისმიერ სისტემაში სჭირდებათ, გამონაკლისი არც ვარდების პოლიცია ყოფილა.

- სად წახვედით?

- მორიგიმეტამორფოზაერთი-ერთი განყოფილებიდან დავიწყე და გავაგრძელე. მართლა არ ველოდი, სამყარო ასე თუ გადაბრუნდებოდა, აწი ხელფასით უნდა მეცხოვრა - ამისთვის მზადაც ვიყავი; ან სხვა რა გზა მქონდა. ავღანეთიც დროზე უნდა დამევიწყა. სხვა საქმე იყო აუცილებლობისას მორიგი უფროსისთვისრაღაცებისშეხსენება, ისევ საერთო საქმისთვის.

- რამდენ ხანს იმუშავეთ?

- რამდენიმეწლიანი პატიოსნად მუშაობის შემდეგ ისევ ძველმა სულმა წამძლია დაკლიენტსროგორღაც დაწყევლილი ასი დოლარი გამოვართვი. ამბავი ისევ გახმაურდა და უფროსთან დამიბარეს.

- ამან რაღა გითხრათ?

- აი ხომ გეხვეწებოდით ლამის ყოველ დილის თათბირზე, - ბიჭებო, რევოლუცია მოხდა, ქვეყანა შეიცვალა და არც გაბედოთ, რამე არ მიქაროთ, მეც კი ვერ დაგიცავთო; ახლა შენივე ნებით დაწერე განცხადება და წადიო. მოკლედ, ყველაფერი იმგვარად გამიფორმეს, რომ თითქოს წასვლაზე განცხადება საკუთარი ნებით მქონდა დაწერილი და ხატოვნად ხელმოწერილი. ეს მაშინ, როცა საპენსიო ასაკამდე სადღაც ორ წელზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი.

- მერე რატომ დათანხმდით ასე გამოშვებას?

- არ დავემორჩილებოდი და ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული იმდენ ცოდვას ამომიყრიდნენ, იქით შევეხვეწებოდი, დროზე ფურცელ-კალამი მომიტანეთო; ხელით ვერ გამაგდებინებდნენ. რა, გაუჭირდებოდათ თუ? ან როგორ უნდა გეცხოვრა ეს ბოლო 30 წელი ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში და უმწიკვლო დარჩენილიყავი, თანაც სამამულო ჯერ მილიცია, მერე პოლიციაში? თან მე დამატებით, ყოველთვისისპალნიწელი ავღანელისკიდევ უფრო ბნელ კატეგორიაში გავდიოდი, აქ ხომ გამოგდების ღირსება-უღირსობაზე საუბარი ზედმეტია.

- კიდევ კარგი, მთლად ქუჩაში არ დარჩი და სამსახური იშოვე...

- ჰო, დაცვაში კი ვარ, მაგრამ ვაი ამ სამსახურს! აქ ხომ ყველას იღებენ; ოფისში რომ მიხვალ, კინაღამ ყვავილების თაიგულით დაგხვდნენ, იმდენად მწირი ხელფასი და არანორმირებული სამუშაო რეჟიმია. ოჯახს რჩენა ხომ უნდა, თან არ შემიძლია მთელი დღე ტელევიზორის წინ უსაქმურად გორაობა. მგონი ამ გერმანიაში დასაქმებამ სულზე მომისწრო. ღმერთს შევთხოვ, იქნებ დამირეკონ და ცოტა მაინც ამოვისუნთქო. მეც ვალები დამიგროვდა ბოლო წლები, მრცხვენია უკვე უბანში გავლა. კი არაფერს მეტყვიან, მე ხომ ჩემი ანგარიში მაქვს, თან იმ სხვებსაც ნაღდად არ ულხინთ. სამი თვე ვირივით პატიოსნად ვიმუშავებდი გეფიცებით, ისეთ შედეგებს ვაჩვენებდი მასპინძელ ფერმერსაც, მერე შეიძლება თვითონვე დავეპატიჟებინე სამუშაოზე, იქაური წესების დაცვით, რა თქმა უნდა! თორემ ავსტრიულ თავშესაფარში პოლიციელისცვაიბადაძახება ახლაც კი ყურში მიწუის და თან კიდევ ჩემი დაბნეულობა, ჩემივე ცრუ, მოპარული გვარი რომ გადამავიწყდა. თურმე ნამდვილი ბედნიერება ვალების გარეშე ცხოვრება ყოფილა, ბოლო დროს სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. ჰოდა, ღვთის წყალობით ბიჭებს დავუბრუნებ თავიანთ სიმწრის თანხებს და მერე ქვეყანაშიც იმედია კიდევ რამე შეიცვლება; როგორმე დავბრუნდები ისევ გასამხედროებულ  სისტემაში და იმ ორ საპენსიო წელსაც შევასრულებ, მერე ოჯახისთვის საარსებო ფულიც მექნება ჯიბეში. ცოტაა საკმარისი ჩვენნაირი ადამიანებისთვის.

- მახსოვს ხელოვნების, ლიტერატურის ტრფიალი იყავით ერთ დროს, გერმანულენოვანიდან რა გახსენდებათ, ბარემ ესეც მითხარით...

- მაგას როგორღა დაგზარდებით. კაფკა, სულ სხვა პლანეტაა, მისი შემოქმედება ჩემ ბედკრულ ცხოვრებას რომ ესადაგება. „პროცესი“, „გარდასახვა“, იგივემეტამორფოზადა .. მგონია, იოზეფ - უფრო იცოდა რა დააშავა, ვიდრე მე (ყველა ხომ ჩემნაირი იყო). რაღაც უხილავი ძალა, ავღანეთიდან  მოყოლებული ცხოვრების ყველაზე ბნელ კუნჭულებში მაგდებდა, „მასამართლებდაისე, მე დიდად არაფერს მეკითხებოდა. მერე პოლიციიდან ორჯერ ისე გამომაგდეს... სხვებისგან განსხვავებით პატრონი არ მყავდა. მაგრად დამღალა ამ აბსურდმა, როცა ყველა ქვას მესროდა, ვისაც კი არ დაეზარებოდა.  ასე მეცპროცესისგმირივით ძაღლივით მკლავდნენ და ვერ დამკლეს; ეტყობა ავღანეთმა კისერი მეტისმეტად გამისქელა ამისთვის. და ოღონდმეტამორფოზისსაზარელი ფინალი შემეცვალა, მეტი ცხოვრებაში აღარაფერი მინდოდა.

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია