მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსი ოკუპანტების თარეში ლომისაზე - 22 სექტემბერი 2022

თან მამაოსთვის ბოდიშიც მოუხდიათ - ლომისობას ვერ ამოვედით, საქმე გვქონდა ახალგორში დაკავებულ ადგილობრივ ქართველებს ვამუშავებდით იდეოლოგიურადო“

რუსი ოკუპანტების პერმანენტული თარეში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არახალი ამბავია. უკრაინაშიმიჩექმილებისთავხედობა ჩვენ ქვეყანაში ყოველგვარ ზღვარს სცდება. მორიგი შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა დააფიქსირეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მოლაშქრეთა კლუბმარონინიგაავრცელა. მათი განცხადებით, ლომისას ეკლესიის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შენიშნეს, რომლებიც ადგილზე ფოტოებს იღებდნენ. წმინდა გიორგის ეკლესია საოკუპაციო ხაზთან ახლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ამიტომ მოვუსმინოთ გამოხმაურებას ჩვენივე მოქალაქეებისგან:

ლოცვა მოუნდა და ამოვიდა - დიდი საქმე. სამაგიეროდ: გარეჟი ეტო ღრუზია“;

ტურისტები არიან ეგენი, თანაც ერთმორწმუნე. აბა თურქეთი მტერი არაა?! ან იქნებ უკრაინელია?“

და რა მოხდა მერე? ერთმორწმუნე რუსჯარისკაცებსლოცვა მოუნდათ და ავიდნენ რა. სვეტიცხოველში თუ შეიძლება რუსულად წირვა-ლოცვა, ლომისა რატომაა გამონაკლისი? ნაცების დროს უარესი იყო და ასე რომ, ქვეყანას არ აგარევინებთ“;

გაგებით მოეკიდეთ ხალხო. მთავარია ხრუშოვკას ხომ აქირავებთ 500 დოლარად რუს ტურისტზე? ჰოდა, ჩაიკმინდეთ ხმა.

.. ისე დოლარებს რომ ითხოვთ მაგ ხრუშოვკებში, წმინდა რუსულ რუბლთან რატომ ხართ მწყრალად? რუბლებში აიღეთ ბარემ“;

ბატინკის ძირები გაწმინდა და ავიდა, რა მოხდა მერე? აბა, გეი ევროპელი ტურისტები გინდათ თქვენ ლომისაზე? ვერ ეღირსებით“;

ეგაა ძმაო, სუსტი რომ ხარ, სუსტი, ყველა შენზე ფეხს იწმენდს“;

რის რუსები, ტაო კლარჯეთი საქართველოა! აივსო თბილისი ირანელებით!“

მაინც გარბიხართ და მათ შორის ლომისას ვინმემ ხომ უნდა მიხედოს? თანაც ერთმორწმუნეებია - მეტი მოწიწებით ქართველნო, მოწიწებით. აბა, ომი გინდათ?!“

უპატრონო ეკლესიასო ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის. მადლობა ვის?“

თან ავტომატით რომ ადგანან ზედ, ეს ერთმ...ნულები“;

 

ორი რუსეთია საქართველოში - გადაგვარებული ოკუპანტები და ცივილიზებული ტურისტი რუსები“;

სალოცავად ამოვიდა რა. ომს ხომ არ დაუწყებ სალოცავად მოსულ კაცს?! ეს გასწავლათ ვაჟა-ფშაველამ? თურქები რომ ჩვენ მიწაზე, ჩვენ მდედრებთან საროსკიპოებში არ გვიშვებენ, მაგაზე იტირეთ. ლომისას და რუს ჯარისკაცებს ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და მეუფე იაკობი მიხედავენ“;

ერთი ვიწრო ბილიკი გადმოდის და ის ვერ დაგვიცავს. ჩვენ რა, შსს- ვერ დაუცავს. ბოლომდე მიუშვეს რუსები ქოცებმა“;

საქართველოს 20 კი არა, 80% ოკუპირებულია რუსის მიერ. ის 20% კი უფრო თავისუფალია, ვიდრე ჩვენ“;

მოსალოცად იყო ალბათ, რუსები ხომ ძალიან მორწმუნე ხალხია“;

მთავრობაში რომ ხარ რაღაც რგოლში, ამ ყველაფერზე რეაქცია არ გაქვს და წარმატებული გგონია თავი, ფუი რა სირცხვილია. გარედჟი საკარტველოა, ბიჩო“;

მანდ ლომისაზე დიდი ხანია ეგრე დადიან. 2018 წელს პერიმეტრზე 2 ადამიანიც დაუჭერიათ“;

ესებუა ვერ დაიჭირესო. რას დაიჭერენ, „სკვაზნიაკიგვაქვს საზღვრებზე. მთავარია ბიძინას ფულები იყოს უსაფრთხოდ“;

წარმოიდგინეთ ახლა რამდენი მაღალმთიანი სოფელია დაცარიელებული და რამხელა პოტენციალია მათთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ღობეები დაგვახვედრონ. მერე ვიშვიში აღარ უშველის. აირჩიეთ ისევ ქოცობა, საზღვარი სულ არ ჰკიდიათ?“

ტიპი (რუსი) სალოცავის სახურავზეა ასული? რატომ მაგას არ ურისხდებიან? და რაღაცნაირი პირქუშები რომ ჰყავთ ადგილზე და იმათი შიშით ბუჩქთან ვერ გაივლი და ქალის გავლაცაგძალულირომაა ალაგ-ალაგ...“

კელი დეგნანის და ნაცების მორიგი პროვოკაციაა უეჭველად“;

არ არის გამორიცხული, რომ თავად ნაცებმა გადაიცვეს რუსულად და წაბილწეს სალოცავი. მთავარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი იცით, რომ ხშირად ფალსიფიკაცია აღმოჩნდება ხოლმე“;

ხალხო, ჩვენ ხომ ერთმორწმუნეები ვართ. რა მოხდა, ამისთანა ბიჭებს სანთლის დანთება მოუნდათ, მაინც მაქეთ იყვნენ და შეირბინეს. თან მამაოსთვის ბოდიშიც მოუხდიათ - ლომისობას ვერ ამოვედით, საქმე გვქონდა ახალგორში დაკავებულ ადგილობრივ ქართველებს ვამუშავებდით იდეოლოგიურადო“;

ჩვენ ძალოვნებს ჩამოეძინათ ეტყობა მძიმე ღამის მერე - ძნელია პატრიარქის განსხვავებულის მერე ეგრევე ბატონი ბიძინას სადღეგრძელოს რომ გაჯახებენ“;

კი, ეგენი გადაცმული ნაცები ავლებენ საოკუპაციო მავთულხლართებს ჩვენს მამულში, ქოცები ხმას მაგიტომ არ იღებენ ეტყობა“;

რუსულენოვანი მომლოცველების უფლებებს იცავს; პუტინის ახალი უსაფრთხოების დოქტრინაა, გაგებით ვეკიდებით - მოვიდნენ, დაგვხედეს, წავიდნენ. აბა, ამხელა ქვეყანას ომს ხომ არ დაუწყებ უკრაინასავით“;

ის ხალხი რატომ აღარ ხმაურობს, აღმოსავლელების თავებს რომ ითვლიდნენ ხოლმე თბილისში? არც სხვები აკლებდნენ, ჩვენი გადაჯიშება გინდაო. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ხუთი ერაყელი, სამი ეგვიპტელი და არცერთი ავღანელი დადის თბილისში. აი, რუსები კი ოოო, რუსების ფითქინა ფეხებით გადაიჯეგა გურჯისტანი. ჰო, მიშამ ხომ ბათუმი თურქებს მიყიდა და დღეს თუ ხვალ გავმუსულმანდებით, ეგ აღარ მახსოვდა“.

 

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია