მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პატიმრის დედა შვილის ჯანმრთელობის გამოკვლევას ითხოვს - 05 დეკემბერი 2022

პატიმარ ნიაზ ჩხვიმიანის დედა სვეტა ჩხეტიანი აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რის გამოც სრულფასოვანი კვლევის ჩატარებას ითხოვს. ამ მიზნით ის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს.

ჩემს შვილს ნიაზს გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება და უკვე 6 თვეა სათანადო კვლევას ითხოვს. დღემდე მარტო შარდის ანალიზი აქვთ აღებული, მეტი არაფერი. ხოლო ზედაპირული გასინჯვით დანიშნულმა წამლებმა ტკივილი გაუორმაგა.

ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ციხის სამედიცინო ნაწილს აკისრია, რომელმაც ასეთ შემთხვევაში პატიმარი დროულად საექიმო გამოკვლევაზე უნდა გადაგზავნოს; ხოლო ციხის ადმინისტრაციამ პატიმრის გადაყვანა უზრუნველყოს.

ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ - სასწრაფოდ და საგულდაგულოდ იქნეს პატიმრის ჯანმრთელობა გამოკვლეული და სერიოზული მკურნალობა დაენიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის არასასიამოვნო რეაქციას მიიღებენ“, - ამბობს სვეტა ჩხეტიანი.  

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია