მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე - გიორგი მუმლაძე - 16 დეკემბერი 2022

 

საფრანგეთის საელჩოს მიმართავენ, ემანუელ მაკრონმა გამოიყენოს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე, რათა სააკაშვილი გათავისუფლდეს

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და მხარდამჭერები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავენ, გამოიყენოს დიპლომატიური ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

ამ მოთხოვნით ისინი თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ. როგორცნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, როგორც ნაწილობრივ ფრანგზე, მოახდინოს პოზიტიური ზეგავლენა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე.

მისივე განმარტებით, ანალოგიური მოთხოვნით მაკრონს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმაც მიმართა, თუმცა საჯაროდ რეაგირების შესახებ ჯერ არაფერი სმენია. ამ ნაბიჯს აქციის მონაწილეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობისდეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მიზეზად დებუტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.

დღეს ამ ქვეყანაშიქართული ოცნებადემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას. მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოშიქართული ოცნებისწევრებთან ჯდომა ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ევროპული მომავლისთვის ერთადერთი გზა გადის თავისუფლებასა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას დაქართულ ოცნებასთანყოფნას, რადგან ისინი კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ“,- განაცხადა საკრებულოს წევრმანაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა.

მმართველ გუნდში კინაციონალური მოძრაობისგადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად და დესტაბილიზაციის შემოტანის მორიგ წარუმატებელ მცდელობად შეაფასეს.

„ეს არის უპასუხისმგებლო, მავნებლური დამოკიდებულება ქალაქისადმი, რომელიც ელოდება მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას – უპრეცედენტო 285-მილიონიან ბიუჯეტს. ამის მიზეზი ის არის, რომ ვერც ერთ პროგრამაში შენიშვნა ვერ დაასახელეს. მათი დესტრუქციული ქმედება გრძელდება, უკვე მერამდენედ დგამენ ასეთ შოუებს. საზოგადოება დაიღალა და არც აქცევს ყურადღებას“, – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან, თენგიზ აფხაზავამ.

ცნობისთვის, მანამდენაციონალური მოძრაობიდანაჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

წყარო: „პირველი არხი“

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია