მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას - ირაკლი ღარიბაშვილი - 13 მარტი 2023

კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

„ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, კანონპროექტის კენჭისყრის დღეს მეც გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ისმენს ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, ნაწილი ასეთი ადამიანებისა – პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც, უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამია, უბრალოდ, დაიბნენ ამ ვითარებაში. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ ჩვენ ალბათ 3-4 თვე გვექნებოდა, რათა უფრო გაგვეგრძელებინა ეს განხილვები. გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე, ხელისუფლების და, ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა, ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე. ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას, და არა ომს, არა ომის პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: "პირველი არხი" 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია