მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვანო მერაბიშვილი - კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს " - 02 მაისი 2023

 

,,არავითარი თანამდებობა არ მინდა და არც კულისებიდან ვმართავ ნაციონალურ მოძრაობას”

ქეთი ხომერიკი

ცხოვრებაში ყველაზე მეტად პოლიტიკაში მოსვლას ნანობს - ვისაც ვენდე იმათ მიღალატესო; დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს შეცვლიდა... ინტერვიუებს არ იძლევა, თუმცა დაუშვა გამონაკლისი და ბლიც-ინტერვიუზე დაგვთანხმდა. „ufleba ge“ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო ვანო, როდის დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და თქვენი პროგნოზით, მას რა შედეგი მოჰყვება ?

- რა თქმა უნდა, დღეს მთავარი უკრაინის წარმატებაა. ალბათ საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი ამ აზრზეა. რაც შეეხება დანარჩენს, მოდით ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ერთს გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს როდის დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა რუსების წინააღმდეგ, ნამდვილად არ ვიცი. პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ, რადგან ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება მკითხაობაა. თუმცა მსოფლიოსთვის, მთელი კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. 

- საქართველოს მთავრობის მეგობარი უკრაინისადმი მხარდაჭერა რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- თქვენ იცით, რომ მე ძირითადად უკრაინასა და ევროპაში ვიმყოფები, საქართველოში იშვიათად. და ქართულ პოლიტიკაზე განცხადებებს არ ვაკეთებ.

- ქართველი მებრძოლების წვლილს უკრაინაში როგორ აფასებთ?

- ისინი საქართველოს პატრიოტები არიან...

- ,,აირაის” ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე (მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლებზე) რას იტყვით ?

- არ ვიცნობ ამ კვლევას და საერთოდაც, ქართულ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული. მეტიც, მინდა დავკარგო ცნობადობა... გიმეორებთ, პოლიტიკა აღარ მაინტერესებს, ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა. 

- და მაინც, თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ მიმდინარე შიდა დაპირისპირებამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვიოს?

- ვიმეორებ, არ ვარ ჩართული ქართულ პოლიტიკაში და არ მაინტერესებს ეს თემა. ზოგადად ცხოვრებაში და პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. იმედია, პარტიის გაყოფას ( თუ ეს მოხდა ) მე არ დამაბრალებენ...

- და ბოლოს, რა გეგმები აქვს პოლიტიკიდან წასულ ვანო მერაბიშვილს?

- როგორც გითხარით, არ ვარ საქართველოში და არც ქართულ პოლიტიკაში ვაპირებ დაბრუნებას. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ყველა მაღალი თანამდებობა მეკავა, ეს წარსულია... დღეს არავითარი თანამდებობა არ მინდა და არც კულისებიდან ვმართავ „,ნაციონალურ მოძრაობას“. დამიჯერეთ, არ ვარ ქართულ პოლიტიკაში, მინდა მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრო... თუმცა თუ სამშობლო დამიძახებს, მზად ვარ ვემსახურო სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია