მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ალექსანდრე დარახველიძე - პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის - 08 ივლისი 2023

,,კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა დღეს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული",- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ,,ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა. 

,,მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კოროდნები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე",- განაცხადა დარახველიძემ.

,,ufleba.ge" 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია