მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი - საქართველოსა და გერმანიას პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე - 10 ივლისი 2023

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. 

როგორც ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში და პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. 

,,ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ,,ჯიაზეტთან" ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროეტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას",- განაცხადა ბერბელ ბასმა. 

,,გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპელად მიიჩნევს თავს, მაგრამ ,,პრაიდის ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღნიშნულ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე",- აღნიშნა ბასმა. 

წყარო : ,,პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია