მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება - მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში წარადგენს - 20 ნოემბერი 2023

იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სასამართლო განხილვები, რომლებიც ბინიდან დამქირავებლის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია.

მინისტრის თქმით, აქვთ ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს და მას განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ

ხშირია შემთხვევა როდესაც გააქირავა პირმა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის, რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას.

დიახ, იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ მოხარული ვიქნებით გაცნობოთ იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც გვაქვს შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები.

ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული. ეს ინიციატივა გვაქვს და ის ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა .. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობით, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც მეპატრონეებს ქირას არ უხდიან. სასამართლო დავები ხშირად დროშია გაწელილი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ირღვევა ბინის მესაკუთრეების უფლებები.

როგორც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებიდან ირკვევა, აღსრულების დაჩქარებული წესით მიღების აღდგენა ამჟამად მხოლოდ იჯარა/ქირავნობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის განიხილება.

ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია როდის წარუდგენენ ინიციატივას პარლამენტს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია