მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიშასთან ერთად, 12-დან 18 თვემდე ყველა პროექტს დავასრულებთ, საოკუპაციო ზოლთან „მერსედესის“ ქარხანაც რომ ავაშენოთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ - გიორგი ვაშაძე - 14 თებერვალი 2024

პირობას გაძლევთ, მიშასთან ერთად, 12-დან 18 თვემდე დაგვჭირდება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი დავამთავროთ, რათა დავიწყოთ ახალი პროექტები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სწრაფი სამგზავრო მატარებლები, ანაკლიისა და ლაზიკის პორტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, წითელ ზღავში არსებობს ტვირთების ბრუნვის პრობლემა, რუსეთი არის სანქციების ქვეშ და საქართველოს ძალიან ბევრი ტვირთის წამოღება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა შეეძლო.

„ჩვენ თუ რამეზე გვაკრიტიკებდნენ, სწრაფად რატომ აშენებთო. მახსოვს, ბათუმის იუსტიციის სახლი იყო პირველი, მიშა რომ მოვიდა იუსტიციის სახლის მშენებლობის გახსნაზე, პირველი ბარი როცა დავარტყით, გვერდით ვიდექი და გვკითხა, რამდენ ხანში ააშენებთო? ვუთხარი, რომ 24 თვეში ავაშენებდით. არ გამოვაო, 12 თვეში უნდა გავხსნაო. ვუთხარი, რომ 12 თვეში 17 სართულია ასაშენებელი. გავხსენით 12 თვეში. პირობას გაძლევთ, მიშასთან ერთად, ჩვენ 12-დან 18 თვემდე დაგვჭირდება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი დავამთავროთ, რათა დავიწყოთ ახალი პროექტები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სწრაფი სამგზავრო მატარებლები, ანაკლიისა და ლაზიკის პორტი. რაც უფრო გვიანდება არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრება, მით უფრო გვიანდება ახალი პროექტების დაწყება. 23 ინფრასტრუქტურულად სტრატეგიულ პროექტად რაც შერაცხეს, 21 არის დაუმთავრებელი, ოღონდ ფული გახარჯულია. სად წავიდა? 18 თვეში რკინიგზის ხაზსაც გავიყვანთ, გზებსაც დავამთავრებთ და პარალელურად დავიწყებთ ახალ პროექტებს საპორტო და სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მასშტაბით უამრავი სახლია ცარიელი.

„ჩვენი თანამემამულეები ელემენტარული შემოსავლის არქონის გამო ტოვებენ ქვეყანას, 800 000 ჩვენი თანამემამულე ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში წავიდა საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის სანახავად. დატოვეს ის, რაც ასე ძალიან უყვართ, დატოვეს თავიანთი ოჯახები“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა: „საოკუპაციო ზოლთან ერთი კარგი „მერსედესის“ ქარხანა რომ ავაშენოთ, მერწმუნეთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ და მაგასაც ვიზამთ აუცილებლად“.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია