მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილს უნდა, რომ მისი კონკურენტები ქცევის კოდექსს დაეთანხმონ - 20 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

დენიელ მაკლაფლინი

საქართველოს მმართველი პარტია არწმუნებს კონკურენტებს ხელი მოაწერონ „ქცევის კოდექსს“ ოქტომბრის საყოველთაო არჩევნებისთვის, რადგან დემოკრატიის მდგომარეობა და მედიის თავისუფლება სულ უფრო მზარდი საერთაშორისო დაკვირვების ობიექტი ხდება.

მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ ის ბოროტად იყენებს საქართველოს სამართლებრივ სისტემას მისი პარტიის კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით, მას შემდეგ რაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მთელი რიგ არასასურუველ გადაწყვეტილებებს, ოპოზიციონერი აქტივისტების დაპატიმრებებსა და მისი მეუღლის ტელევიზიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

შემოთავაზებული კოდექსი მოუწოდებს ყველა პარტიას დაეთანხმოს სუფთა კამპანიის წარმოებას და „აღიაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული და სანდო რეპუტაციის დამკვირვებლების მიერ კანონიერად მიჩნეული არჩევნების შედეგები“.

გაურკვეველია მოაწერს თუ არა ხელს ამ კოდექსს ივანიშვილის პარტია და შეიზღუდავს თუ არა სივრცეს შესაძლო პოსტსაარჩევნო პროტესტისთვის, იმ ფონზე, როდესაც მისი მოკავშირეები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ბოლო კვლევების თანახმად, სააკაშვილის პარტია 18%-ით უსწრებს ივანიშვილის კოალიციას, თუმცა წინა კვლევებთან შედარებით სხვაობა მათ მონაცემებს შორის სულ უფრო მცირდება.

ბ-ნი სააკაშვილი დასავლეთის მთავარი მოკავშირეა არასტაბილურ კავკასიაში, მაგრამ მისმა როლმა რუსეთთან 2008 წლის ომში და მისმა შეუწყნარებლობამ კრიტიკოსების მიმართ შეარყია ევროკავშირის და შეერთებული შტატების რწმენა მისი ხელისუფლების მიმართ.

ამ თვეში, თბილისში ვიზიტის დროს, ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გადამწვეტი ინდიკატორები იქნება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გზაზე“.

ამ კვირაში, მედიის თავისუფლების საკითხის ხელმძღვანელმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), რომლის თავმჯდომარეც წელს ირლანდიაა, საქართველოს ჟურნალისტების დაცვისაკენ მოუწოდა, იმ რეპორტიორებზე თავდასხმებისა და მათი დევნის დამადასტურებელი მთელი რიგი ფაქტების შემდეგ, რომლებიც სადავო ისტორიებზე მუშაობენ.

„მე შეშფოთებული ვარ ამ ინციდენტებით და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეძლებისდაგვარად იღონებს ყველაფერს იმისთვის, რომ სრულად შეცვალოს მსგავსი ტენდენცია“, განაცხადა დუნია მიჟატოვიჩმა.

„ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ შეუფერხებლად მუშაობა, დამოუკიდებლად იმ მედიაორგანიზაციების პოლიტიკური კუთვნილებისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“.

ამ კვირაში ივანიშვილის პარტიის სამი აქტივისტი დააპატიმრეს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ბრალდებით, რასაც მაგნატმა „პოლიტიკური დევნის მორიგი შემთხვევა“ უწოდა.

პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, დააჯარიმეს დაახლოებით €70 მილიონით თითქოსდა დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით. როდესაც მან ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, სამთავრობო სააგენტოებმა მას ზოგიერთი მისი მთავარი საბანკო აქტივები ჩამოართვეს.

ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ არცერთი ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის და აღნიშნავენ, რომ ახალი კანონები ნებას რთავს საქართველოს არამოქალაქეს კენჭი იყაროს არჩევნებში, და რომ საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი არიან გაავრცელონ ყველა არხის მაუწყებლობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მათ შორის იმ არხისაც, რომელიც ივანიშვილის გუნდს ეკუთვნის.

მილიარდერის ოპონენტები ეჭვით უყურებენ მის სიმდიდრეს და კავშირებს რუსეთთან, რომელსაც არმია ჰყავს განთავსებული საქართველოს ორ აჯანყებულ რეგიონში და მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია