მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი 2012 - კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება - 22 ივლისი 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოში მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლების მონიტორინგი
კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება
პროექტი მხარდაჭერილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის მიერ
ავტორი: ბაქარ ჯიქია
რედაქტორები:
ომერ ფიშერი
ნილ იარმენი
უჩა ნანუაშვილი
გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით:
თამთა მიქელაძეს
ირინა ფუტკარაძეს
მურმან პატარაიას
თბილისი, 2012 წელი
- 2 -
ანგარიში მომზადდა OSCE/ODIHR-ის პროექტის „საქართველოში უფლებადამცველების უნარების
განვითარება შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შესახებ“ ფარგლებში.
ანგარიში მოიცავს მონიტორინგის პერიოდს 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე. ის წარმოადგენს
შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ემპირიული საკითხების ანალიზს;
ასევე ქვეყანაში ბოლო დროინდელი ტენდენციის მიმოხილვას.
პროექტი განახორციელა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRIDC). „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების
დაცვა და ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში.
ანგარიში ეფუძნება საქართველოს 5 ქალაქიდან და რეგიონული ცენტრიდან 25 მონიტორის მიერ
მოწოდებულ ემპირიულ მონაცემებს. მონიტორებმა გაიარეს OSCE/ODIHR-ისა და ევროსაბჭოს
ექსპერტების მიერ შეკრების თავისუფლების შესახებ ჩატარებული ტრენინგები.
მონაცემები ეფუძნება 131 მონიტორინგის ანგარიშს, რომლებიც შედგება მონიტორინგის ანკეტისა და
თხრობითი ნაწილისაგან. საანგარშიო პერიოდში განხორციელდა 75 აქციის მონიტორინგი.
***
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მადლობას უხდის ბ-ნ ომერ ფიშერს, ბ-ნ ნილ იარმენს და ბ-ნ ჯეიმს
სვინის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის, მონიტორინგის, ანგარიშის მომზადებისა და
გამოქვეყნების დროს გაწეული დახმარებისათვის.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა მონიტორს. მათი
გულმოდგინების, მონდომებისა და მძიმე შრომის შედეგად მომზადდა ამ ანგარიშისთვის საჭირო
ემპირიული მონაცემების ასობით გვერდი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს გაწეული
დახმარებისათვის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, „საზოგადოებრივ დამცველს“,
სამოქალაქო მოძრაობას - მრავალენოვან საქართველოს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ პროექტის
სხვადასხვა ეტაპზე გაწეული დახმარებისათვის.
- 3 -
შინაარსი
პროექტის მიმოხილვა …………………………………………………………………………………………..... 5
მეთოდოლოგია ………………………………………………………………………………………................….. 6
მონიტორინგი ……………………………………………………………………………………………..................6
მონაცემები …………………………………………………………………………………..……............... …....…7
ანალიზი …………………………………….………………………………..……………………………………..7
სტრუქტურა……………………………..………………………………..……………….………………………….8
1. შეკრების როლი პოსტ-საბჭოთა საქართველოში…………………………………………......…………………8
2. საქართველოში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ……...12
3. წინასწარი შეტყობინების პროცედურა ………………………………………………................…….……….13
კანონის პრაქტიკაში გამოყენება ……………………………………………………………………………… 14
4. შეზღუდვები საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენებაზე …………………………………………..16
შეზღუდვები პრაქტიკაში ……………………………………………………………………………………….. 18
4.1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან
და ბათუმში საქართველოს პარტიის საპროტესტო აქციების დროს დაწესებული
შეზღუდვები……………………………………………………………………....………………………….......19
4.2. მნიშვნელოვანი შეზღუდვები გმირთა მოედანზე და
თბილისიის მერიის მხრიდან უმოქმედობა……………………………...……………................................. 22
5. ორგანიზატორების პასუხისმგებლობა……….......……………………………………………………………..24
პრაქტიკული გამოყენება …………………………………………………………………………………………26
5.1 აქციის მონაწილეთა დაკავება 7 მაისს რუსთავში …………………...……………………………...26
6. შეკრების დროს წესრიგის დაცვა ………………………………………………………………………………..27
პრაქტიკული გამოყენება ……………………………………………………………………………………....29
6.1 „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერა: აღკვეთილი დემონსტრაცია …………………………………33
6.2 დემონსტრანტთათვის საკუთრების ჩამორთმევა და მიდგომათა
არათანმიმდევრულობა……………………………………………....................................................…..35
6.3 პოლიციის უმოქმედობისა და მოთმინების გამოვლენის შემთხვევები …………………………..36
6.4 ვეტერანთა შიმშმილობის აქციის ჩახშობა გმირთა მოედანზე ..............…………………………. 37
7 „სახალხო კრების“ 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციები ………………………………………...……... 38
7.1 სახალხო კრება ……………………………………………………………………………………....…….38
7.2 21 მაისი ……………………………………………………………………………………………………..39
7.3 21 მაისი ბათუმში და დაპირისპირება პოლიციასთან ……………………………………….……….41
7.4 22 მაისი ………………………………………………………………………………………………...…… 44
7.5 23 მაისი ………………………………………………………………………………………………...…….46
7.6 24 და 25 მაისი …………………………………………………………………………………….…...…….47
8 26 მაისის აქციის დაშლა ………………………………………………………………………………………… 48
8.1 აქციის ლეგიტიმურობის საკითხი …………………………………………………………….....…..….. 48
8.2 პოლიციის ძალები ………………………………………………………………………………....……..... 50
8.3 სახალხო კრება ………………………………………………………………………………….....……...…51
8.4 დარბევის ოპერაცია ……………………………………………………………………..…............…...…...51
8.5 დემონსტრანტთა გარდაცვალების შემთხვევები აქციის დაშლისას ………………….......................54
- 4 -
9. მონიტორინგის განმავლობაში მონაწილე მხარეებთან ინტერაქცია…………………....………......……….55
10. დასკვნები …………………………………………………………………………………………..................….56
10.1 კანონმდებლობა ………………………………………………………………………………..…….......….56
10.2 პრაქტიკული გამოყენება …………………………………………....………………………….………........57
რეკომენდაციები ……………………………………………………………………………………………….…..59
- 5 -
პროექტის მიმოხილვა
ანგარიშში აღწერილია საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორცილების
მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი ჩაატარა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პროექტის
„საქართველოში უფლებადამცველების უნარების განვითარება შეკრების თავისუფლების
მონიტორინგის შესახებ“ ფარგლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის
(ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა OSCE/ODIHR და
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა უფლებადამცველებს განევითარებინათ საქართველოში
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის უნარებ-ჩვევები. პროექტის განხოციელებაში
მონაწილეობას იღებდნენ უჩა ნანუაშვილი და ბაქარ ჯიქია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“
თანამშრომლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
წარმომადგენელი ომერ ფიშერი.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ღია კონკურსით შეირჩა შეკრების 25 მონიტორი. პროექტის
მონაწილეთა გუნდმა ჩაატარა შესარჩევი პროცედურები გენდერული თანასწორობის პრინციპის
დაცვით. მონიტორების 25კაციან გუნდში 20 ქალბატონი შეირჩა.
მონიტორების ტრენინგი ეუთოს, ევროსაბჭოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის ექსპერტებმა
ჩაატარეს: ბ-ნ ნილ იარმენი (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის შეკრების თავისუფლების ექსპერტთა პანელის წევრი), ბ-ნი ჯეიმს სვინი, და ბ-ნი უჩა
ნანუაშვილი. ტრენინგ კურსის თეორიული ნაწილი მოიცავდა შეკრების თავისუფლების შესახებ
საერთაშორისო ინსტრუმენტების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული
სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვას. ტრენინგის კურსში ასევე შედიოდა
მონიტორინგის ტექნიკური და პრაქტიკული ასპექტები. ტრენინგის დროს შეიმუშავეს ქცევის კოდექსი
და ყველა მონიტორს დაურიგდა საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნები, სადაც მითითებული იყო მათი
სახელი და სტატუსი.
პროექტის აქტივობებში ასევე შედიოდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სახელმძღვანელო პრინციპების
ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც განხორციელდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისის დახმარებით და დაურიგდათ მონიტორებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მადლობას უხდის ბ-ნ ომერ ფიშერს, ბ-ნ ნილ იარმენს, ბ-ნ ჯეიმს სვინს
გაწეული დახმარებისათვის, რჩევებისათვის და ტრენინგის, მონიტორინგისა და ანგარიშის
მოსამზადებელი ეტაპების მეთვალყურეობისათვის. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მადლობას
უხდის ქ-ნ ირინა ფუტკარაძეს, ქ-ნ თამთა მიქელაძეს, ბ-ნ მურმან პატარაიას, ექსპერტთა ჯგუფის
წევრებს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობდნენ
რეკომენდაციებზე და გვეხმარებოდნენ ანგარიშის მომზადების პროცესში და გვიგზავნიდნენ
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მადლობას უხდის თბილისის მერიას სტატისტიკური
მონაცემების მოწოდებისათვის.
- 6 -
მეთოდოლოგია
ანგარიშის მეთოდოლოგია შეირჩა მისი მიზნების მიხედვით - შექმნას ზოგადი წარმოდგენა
საქართველოში შეკრების თავისუფლების მდგომარეობის იურიდიული და პრაქტიკული ასპექტების
შესახებ და წარმოადგენს იმ მიმართულებების ანალიზს და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც
ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში აღნიშნული უფლების დაცვაზე. ვინაიდან ანგარიში თავისუფალია
აკადემიური მიზნებისაგან, იგი არ ახდენს ვარაუდების ან თეორიების შემოწმებას, შესაბამისად ის
საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას და შეფასებას.
მონიტორინგი
ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის პროექტის მონაწილეთა
გუნდმა გამოიყენა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონალური ოფისები გორში (შიდა ქართლი),
ზუგდიდში (სამეგრელო), ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და გურჯაანში (კახეთი).
რეგიონალური ფილიალების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაგეგმილი შეკრების
შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ადგილობრივი მონიტორების შესარჩევად და ადგილზე
მონიტორინგის ორგანიზებისათვის.
მონიტორინგის პროცესი გაგრძელდა 6 თვე 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე. მომზადდა 131
ინდივიდუალური ანგარიში და ჩატარდა 75 შეკრების მონიტორინგი. ამ 75 აქციიდან 11 ჩატარდა
თბილისის გარეთ. მონიტორების მიმართ იყო მოთხოვნა მოემზადებინათ ინდივიდუალური
ანგარიშები შეკრების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ყველა ანგარიში დროულად იქნა
მოწოდებული.
მონიტორინგის განხორციელება დაგეგმილი იყო შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი.
გურჯაანი, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის მონიტორები მუშაობდნენ კახეთის,
აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
უკეთესი კოორდინაციისათვის და კომუნიკაციისათვის დახურული ჯგუფი შეიქმნა სოციალურ ქსელ
ფეისბუკზე. მონიტორები და პროექტის მმართველი გუნდი სოციალური ქსელის საშუალებით
ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას დაგეგმილი შეკრებების შესახებ; ასევე მონიტორინგისა და
ანგარიშის მომზადების საუკეთესო გამოცდილებას.
ინდივიდუალური ანგარიშები თავს იყრიდნენ ერთიან მონაცემთა ბაზაში ექსელის პროგრამის
საშუალებით, რათა მოპოვებული მონაცემები, ასევე ძირითადი ინფორმაცია თითოეული მისიისა და
მონიტორის შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
- 7 -
მონაცემები
მონაცემთა წყაროები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: მონაცემთა წყაროები საკანონმდებლო
ანალიზისათვის და მონაცემთა წყაროები საქმის შესწავლისა და სხვა მოვლენების შეფასებისათვის.
პრაქტიკული პარადიგმების ანალიზისათვის შემდეგი წყაროები გამოვიყენეთ:
ინდივიდუალური ანგარიშები წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს. ისინი პროექტის
მონიტორების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციაა და შესაბამისად ის უფრო ზუსტი და
სანდოა. ორივე ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემები ამოვიღეთ ინდივიდუალური
ანგარიშებიდან. 6 თვის განმავლობაში მონიტორებმა 131 ინდივიდუალური ანგარიში წარმოადგინეს.
ინფორმაცია გამოვითხოვეთ საჯარო ინსტიტუტებიდან. კერძოდ, თბილისის მერიიდან, შინაგან
საქმეთა სამინისტროდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან.
ინტერნეტ მედია გამოვიყენეთ როგორც ინდივიდუალური ანგარიშებთან ერთად ინფორმაციის
ალტერნატიული წყარო. ამისათვის შევარჩიეთ სანდო ქართული ინტერნეტ მედია გამოცემები
როგორებიც არიან არიან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი,“ სივილ.გე, მედია.გე და
Humanrights.ge, საჯარო უწყებების ოფიციალური ვებგვერდები და ასევე სახალხო დამცველის ოფისის
ვებგვერდი.
ანალიზი
ანგარიშის მიზნებისა და პროექტისათვის ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით, ანალიზის
დროს გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდოლოგია:
სტატისტიკური ანალიზი იყენებს სახელმწიფო უწყებებიდან მოწოდებულ მონაცემებს და
ინდივიდუალური ანგარიშებიდან გარკვეულ ნაწყვეტებს საანგარიშო პერიოდის დროს ზოგადი
მდგომარეობის ხარისხობრივი მიმოხილვის გასაკეთებლად. აღწერილობითი სტატისტიკა მოცემულია
ცხრილების სახით.
შედარებითი ანალიზი გამოიყენება ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან
შედარების დროს. ის ასევე გამოიყენება შეკრების თავისუფლების შესახებ მიღებული იურიდიული
დადგენილებების პრაქტიკულად განხორციელების ტენდენციასთან დაკავშირებული სპეციფიკური
არგუმენტების გასამყარებლად.
ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებისთვის, გამოვიყენეთ
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ,
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, მშვიდობიანი
შეკრების თავისუფლების შესახებ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის-ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
შესახებ საერთაშორისო პაქტი.
- 8 -
კონკრეტული საქმეები შევისწავლეთ ამ სფეროში ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენების დეტალური
ანალიზისთვის. კონკრეტულად კი 26 მაისის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევა და 2011
წლის იანვარში გმირთა მოედანზე მშვიდობიანი აქციის დროს ომის ვეტერანების დაპატიმრება.
სტრუქტურა
სპეციფიკური სტრუქტურა შეირჩა ანგარიშისთვის შეკრების თავისუფლების სფეროში სამთავრობო
უწყებების ქმედების უკეთესი მიმოხილვისათვის. საქართველოში ჩატარებული ფართომასშტაბიანი
დემონსტრაციების ისტორიას თუ გადავხედავთ, ანგარიშში არის სპეციფიკურ საკითხთა ნაწილი. ის
მოიცავს წინასწარი შეტყობინებების ადმინისტრირებას, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის
შეზღუდვას, ორგანიზატორების პასუხისმგებლობას, შეკრების ადგილებზე წესრიგის დაცვას,
მონიტორის შუამავლობას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის და 26 მაისის დარბევისა და
შემდგომი მოვლენების აღწერას.
1. შეკრების როლი პოსტ-საბჭოთა საქართველოში
დემონსტრაციები საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს შეკრებები
ძირითადად პოლიტიკურია და ის გამოიყენება არსებული ხელისუფლების მეთოდების, კონკრეტული
პოლიტიკის გასაპროტესტებლად ან ზოგადად ხელისუფლების წინააღმდეგ. იშვიათად იმართება
ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები კერძო სოციალური მოთხოვნებით. ამის საპირისპიროდ,
პროტესტის მუხტი იზრდება კონკრეტული სოციალური ან პოლიტიკური უკმაყოფილების ფონზე და
როგორც წესი რამოდენიმე წელიწადში ერთხელ იმართება ფართომასშტაბიანი გამოსვლები.
საპროტესტო აქციებმა ბიძგი მისცა ან გამოყენებული იყო როგორც რეჟიმის ცვლილების მექანიზმი
პოსტ-საბჭოთა პერიოდის ორივე ათწლეულში. ასიათასიანი მძლავრი საპროტესტო აქციის ხილვა
სულაც არაა გასაკვირი თბილისში. 20 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ქვეყანას უკვე მესამე
პრეზიდენტი ყავს, მაგრამ არცერთი მათგანი რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გზით მოსულა
ხელისუფლებაში.
1991 წელს არჩეულ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას მასობრივი უკმაყოფილება და აფხაზეთსა
და სამხრეთ ოსეთში სეპარატიზმის გამწვავება მოჰყვა. დაძაბულობა 1991 წლის სექტემბერში დაიწყო,
როდესაც პოლიციამ თბილისში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაარბია, და ოპოზიციური
პარტიების რამოდენიმე წარმომადგენელი დააკავა. 22 სექტემბერს შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა და
24 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეიარაღებული ძალებისა და არაფორმალურ
შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირების შედეგად თბილისის ცენტრში სერიოზული
შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. გამსახურდიას მთავრობამ ქვეყანა 1992 წლის 6 იანვარს დატოვა.
საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი და სსრკ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა და პარლამენტს ჩაუდგა სათავეში.
პირველად 1995 წელს და შემდეგ 2000 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს, ისე რომ მისთვის
მნიშნველოვანი წინააღმდეგობა არავის გაუწევია არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში
გარკვეული სტაბილურობა დამყარდა, შევარდნაძის საბჭოთა სტილის მმართველობის
- 9 -
დამახასიათებელი ნიშანი აბსოლუტურად უკონტროლო კორუფცია იყო; ქვეყანა ცხოვრობდა
ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დაკარგულ
ტერიტორიებთან დაკავშირებით სრული უპერსპექტიობა გახდა იმის მიზეზი რომ შევარდნაძის
ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა ხალხის მხარდაჭერა.
ახალგაზრდა ლიდერების ჯგუფი, რომლის სათავეშიც შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები
მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე იდგნენ, კრიტიკულად განეწყო რეჟიმის
წინააღმდეგ; ხელისუფლება ფართომასშტაბიან კორუფციასა და უუნარობაში დაადანაშაულეს. ახალმა
ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომელიც ორ პარტიად გაერთიანდა, 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო
არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა. ბევრი ადგილობრივი მეწარმისა და საერთაშორისო საზოგადოების
მხარდაჭერით მათ შეძლეს მოეპოვებინათ მხარდაჭერა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ
ბრძოლაში. სერბეთის მშვიდობიანი რევოლუციის მსგავსი მეთოდები გამოიყენეს და 23 ნოემბერს
დემონსტრანტებმა აიღეს პარლამენტის შენობა, ჩაშალეს ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს
პირველი სესია, რომელიც ამტკიცებდა რომ კანონიერად იყო არჩეული. პრეზიდენტი შევარდნაძე
იძულებული გახდა დაცვის დახმარებით გაქცეულიყო დარბაზიდან. მან გამოაცხადა საგანგებო
მდგომარეობა, მაგრამ მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერებთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
იგორ ივანოვთან კონსულტაციების შედეგად თანამდებობიდან გადადგა.
მას შემდეგ იცვლება ქართული პოლიტიკური გარემო. მიუხედავად ქვეყნის მოდერნიზების მრავალი
წარმატებული მცდელობისა, მმართველი პარტია პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო ავტორიტარულს
ხდიდა და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური ცხოვრებიდან სწრაფად ქრებოდნენ. განსხვავებული
აზრის შეზღუდვას თან სდევს მწვავე სოციალური პრობლემები, რის გამოც პოლიტიკურმა ცხოვრებამ
მისი ტრადიციული სივრციდან (პარლამენტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები) ქუჩაში
გადაინაცვლა.
2007 წელს ოპოზიციამ კვლავ მოახერხა გაერთიანება. სახალხო პროტესტი გამოიწვია გადაუჭრელმა
სოციალურმა პრობლემებმა და ელიტური კორუფციის ბრალდებებმა. პროტესტი განსაკუთრებით
გაძლიერდა 2007 წლის სექტემბერში, როდესაც მანამდე გათავისუფლებულმა თავდაცვის მინისტრმა
ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და სააკაშვილი ბიუჯეტის არამიზნობრივ
ხარჯვასა და პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მონაწილეობაში დაადანაშაულა.
მასობრივი დემონსტაციები დაიწყო 2007 წლის 2 ნოემბერს. რამოდენიმე დღის განმავლობაში
პარლამენტის წინ დემონსტრანტების რიცხვი 100 000-ს აღწევდა. იმის შიშით რომ სიტუაცია
შევარდნაძის დროინდელი სცენარით არ განვითარებულიყო, რასაც მაშინდელი პრეზიდენტის
გადადგომა მოჰყვა, ხელისუფლებამ 7 ნოემბერს ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია დაარბია.
დარბევის პროვოცირება ადრე დილით აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფსა და პოლიციას შორის
მომხდარმა უმნიშვნელო ინციდენტმა გამოიწვია. სპეცსამსახურების რაზმებმა გამოიყენეს რეზინის
ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, და სხვა საშუალებები. მათ გარდა დარბევაში მონაწილეობას
იღებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ნიღბიანი დაუდგენელი პირები. ოპოზიციური
პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველიც ამ თავდასხმის მსხვერპლი
გახდნენ.1
1 http://www.hrw.org/news/2007/11/07/georgia-riot-police-violently-disperse-peaceful-protesters
- 10 -
მოგვიანებით, დემონსტრანტები პარლამენტის შენობიდან დაახლოებით ორი კილომეტრის
მოშორებით რიყეზე შეიკრიბნენ. პოლიცია ისევ დაესხა თავს მათ ორივე მხრიდან. გავრცელდა
ვარაუდები რომ ამ დროს გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. 2
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი იმით ახსნეს, რომ დემონსტრაციის
ორგანიზატორების მხრიდან იყო კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რუსეთი
დაადანაშაულეს ამ შეთქმულების ფინანსურ და იდეოლოგიურ მხარდაჭერაში.
შემდგომი პოლიტიკური კრიზისი ასევე მასობრივი საპროტესტო აქციებით გამოიხატა. თავდასხმის
ათეულობით ფაქტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტები
2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციების დროსაც იყო - თავიდან ხელისუფლება წარმატებით
მართავდა სიტუაციას. პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი პრეზიდენტ
სააკაშვილს ადანაშაულებდა ავტორიტარიზმში და ერთი წლის წინ საქართველოს რუსეთთან ომში
ჩათრევაში. ქვეყანაში არსებული შეზღუდული თავისუფლების გამოსახატად ზოგიერთი
დემონსტრანტი თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე კარვებში შევიდნენ, რის გამოც მთელი ზაფხულის
განმავლობაში თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა.
მასობრივი დემონსტრაციების დაწყების წინასწარ გამოცხადებულ თარიღამდე - 9 აპრილამდე
რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები დააპატიმრეს პოლიციისათვის
წინაამდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბუნდოვანი ბრალდებით და პატიმრობა
მიუსაჯეს. 9 აპრილს საქართველოს რეგიონების ცენტრალური მაგისტრალები გადაიკეტა, რათა აქციის
მონაწილეები დედაქალაქში ვერ წასულიყვნენ. უკანონოდ ჩამოართვეს მართვის მოწმობები
თბილისისკენ მიმავალი სამარშუტო ტაქსების მძღოლებს. 3
2009 წლის აპრილიდან ივლისამდე დაუდგენელი პირები დროდადრო თავს ესხმოდნენ და ფიზიკურ
შეურაცხყოფას აყენებდნენ ათეულობით აქციის მონაწილეს. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველდღე
ხდებოდა. ყველა ამ ფაქტს საერთო მახასიათებელი ჰქონდა - ღამით, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი
თავს ესხმოდა აქციის მონაწილეებს, არა იმ ტერიტორიაზე სადაც დემონსტრაცია მიმდინარეობდა,
არამედ ახლო მდებარე ქუჩებზე.
ყველა თავდასხმა ერთი ნიშნით ხასიათდებოდა - თავდამსხმელების სამიზნე ხდებოდნენ
ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წარმომადგნელები და აქტივისტები. ჩვენებებში ნათქვამია
რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა მსგავს ფაქტებზე, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციელებს
ადანაშაულებდნენ ძალადობის ფაქტებზე თვალის დახუჭვაში.
მოხდა განსხვავებული ძალადობის ფაქტებიც 9 მაისს და 15 ივნისს. ორივე ინციდენტი
სპეცსამსახურების მხრიდან უფრო სპონტანური პასუხი იყო, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი დარბევა.
2009 წლის 6 მაისს, საზოგადოებრივ წესრიგის დამყარების მიზნით პოლიციამ გამოიყენა პლასტიკური
და რეზინის ტყვიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლის გამოყენებაც იმ დროს აკრძალული იყო
2 ვახტანგ ინასარიძის ჩვენება ნოემბერის მოვლენების შეფასება საქართველოში, 2007 (ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2007, გვ. 5)
3 Humanrights.ge 2009 წლის 16 აპრილი, http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7607&lang=geo
- 11 -
საქართველოს კანონმდებლობით. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ასევე გამოიყენა ქვები,
აგურის ნამტვრევები და ხელკეტები. ოფიციალური ინფორმაციით დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის
ერთი ჟურნალისტი და 6 პოლიციელი; ისინი საავამდყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის იყო
რამოდენიმე პოლიტიკური ლიდერი და ოპოზიციის მხარდამჭერი: გია მაისაშვილი, დავით
გამყრელიძე, შალვა ოგბაიძე, ლევან გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძე („უცნობი“). ასევე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ტელეკომპანია „კავკასიის“
ოპერატორი ზაზა შუკვანი, რუსთავი 2-ს ოპერატორი ლევან კალანდია; გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი
ნინო კომახიძე და ფოტორეპორტიორი ანა ხავთასი. შინგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა გამოძიება
პოლიციელების მიერ გადამატებული ძალის გამოყენების ფაქტებზე და დაადგინა რომ პოლიცია
მოქმედებდა კანონის ფარგლებში. არავინ დასჯილა აკრძალული იარაღის გამოყენების გამო.4
2009 წლის 15 ივნისს რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები, რომელთა ნაწილს
სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და ნიღბები ეკეთათ, თავს დაესხნენ აქციის მონაწილე ოპოზიციური
ჯგუფების ახალგაზრდული ფრთის ათეულობით წარმომადგენელს, რომლებიც მშვიდობიან
საპროტესტო აქციას აწყობდნენ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
სამართალდამცველები ათეულობით მშვიდობიან მომიტინგეს სასტიკად გაუსწორდნენ, მიუხედავად
იმისა, რომ მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევით და არც აგრესიულად იქცეოდნენ.
უფრო მეტიც, ზოგიერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა; ჟურნალისტებს ასევე წაართვეს
აპარატურა (მოგვიანებით დაუბრუნეს). შედეგად დააკავეს 39 ადამიანი, ოპოზიციური პარტიების
ახალგაზრდული ფრთის ხუთ აქტივისტს ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვები კი ჯარიმის
გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ვახტანგ მენაბდე
პოლიციამ სცემა, მიუხედავად იმისა რომ მას სპეციალური ფორმა ეცვა „სახალხო დამცველის“
წარმომადგენლის ნიშნით. 5
მოხდა რამოდენიმე მცირემასშტაბიანი ინციდენტი 2010 წელსაც. კერძოდ, 14 აგვისტოს თბილისში
ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული მშვიდობიანი ფლეშ მობის მონაწილეები პოლიციამ დააკავა. აქციის
ორგანიზატორი იყო ყოფილი უფლებადამცველი და ორი ახალგაზრდა პოეტი. მონაწილეების
მოთხოვნა იყო სახელი შეეცვალათ ქუჩისთვის და დაერქვათ ცნობილი ამერიკელი პოეტისა და
ჰუმანისტის ვოლტ ვაიტმენის სახელი; ისინი აქციის დროს ამ პოეტის ლექსებს კითხულობდნენ.
ქართველი პოეტები დააკავეს და ბრალი დასდეს „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობაში“. თუმცა, ვიდეო მასალა და მოწმეების ჩვენებები ამტკიცებს, რომ ყველა
მათგანი მშვიდობიანად დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნებს.6 დაკავებულები
ადმინისტრაციული ჯარიმის შედეგად გათავისუფლდნენ.
4 ადამიანის უფლებათა ცენტრის წლიური ანგარიში 2009. Vanishing Rights
http://caucasusnetwork.org/admin/editor/uploads/files/reports/bolo_%20vanishing%20right-kdits.pdf
5 ადამიანის უფლებათა ცენტრის წლიური ანგარიში 2009. Vanishing Rights
http://caucasusnetwork.org/admin/editor/uploads/files/reports/bolo_%20vanishing%20right-kdits.pdf
6 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის 2010 წლის ანგარიში „შეზღუდული უფლებები“
http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/files/RESTRICTED%20RIGHTS%20-%20HRIDC%202011.pdf
- 12 -
2. შეკრების თავისუფლების შესახებ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი
მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით და
დამატებით რეგულირდება 1997 წელს მიღებული საქართველოს კანონით შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ (ქვემოთ „კანონი“).
საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მიიღეს 1997 წელს და მასში
ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა; ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კი 2009 წელს
განხორციელდა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო ტალღისა და პოლიტიკური კრიზისის პასუხად.
პარლამენტმა ისე დაუჭირა ცვლილებებს მხარი, რომ ვენეციის კომისიის აზრი არ გაითვალისწინა,
თუმცა აიღო ვალდებულება რომ კომისიის რეკომენდაციების მიხედვით კანონში მომავალში შეეტანა
ცვლილებები.
2009 წლის ოქტომბერში ვენეციის კომისიამ კანონპროექტის ძირეული ანალიზი ჩაატარა
ცვლილებებთან ერთად.7 კომისია საკმაოდ კრიტიკული იყო იმ დროისათვის უკვე მიღებული
კანონპროექტის მიმართ; აკრიტიკებდა შეკრების დროს გზის სავალი ნაწილის გამოყენების შესახებ
დაწესებულ არასავალდებულო შეზღუდვებს.
განახლებული კანონპროექტი კომისიას 2010 წლის მარტში გადაეგზავნა, რომელშიც ვენეციის
კომისიის 2009 წლის ოქტომბრის რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული. მასში შეტანილი იყო
ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი; ყველაზე აღსანიშნავი ის იყო, რომ შეკრების ორგანიზატორებს
უფრო ნათელი და სამართლიანი ვალდებულებები დაეკისრათ. ვენეციის კომისიამ ხელმეორედ
შეაფასა კანონპროექტი და დასკვნა 2010 წლის მარტში გამოაქვეყნა8. ახალ დასკვნაში უფრო ცოტა
შენიშვნა იყო, თუმცა კვლავ კრიტიკული დარჩა დემონსტრაციების დროს ქუჩების გადაკეტვის გამო
დაწესებული შეზღუდვების გამო. საქართველოს პარლამენტმა მაშინვე არ მიიღო კანონპროექტი, და
ის 2011 წელს დამატებითი ცვლილებების გარეშე მიიღო.
2011 წლის აპრილში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,
საქართველოს კონსერვატიული პარტიისა და ახალგაზრდა უფლებადამცველების - ჯაბა
ჯიშკარიანისა და დაჩი ცაგურიას ერთობლივ სარჩელზე. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
მათი სარჩელი და ჩათვალა, რომ კანონის რამოდენიმე დებულება არაკონსტიტუციური იყო; კერძოდ,
საჯარო დაწესებულების შენობიდან 20 მეტრის რადიუსში აქციის გამართვის აკრძალვა.9
დამატებითი ცვლილებები 2011 წლის ივნისში მაისის დემონსტრაციებისა და 26 მაისის დარბევის
შემდეგ შევიდა, როცა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მონიტორინგი დაასრულა. აღნიშნული
ცვლილების მიხედვით დამატებით განისაზღვრა აქციის ორგანიზატორების ვალდებულებები და
სახელმწიფოს მიეცა უფლება ჩაერიოს დემონსტრაციების პროცესში. ზოგიერთი ცვლილება ვენეციის
7 ვენეციის კომისია CDL(2009)152, 2009 წელი, 1 ოქტომბერი
8 ვენეციის კომისია CDL-AD(2010)009, 2010 წლის 1 მარტი
9 სასამართლოს გადაწყვეტილება http://www.constcourt.ge/act_files/382.383,387,502.doc
- 13 -
კომისიის წინა რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა, მაგრამ ახალ ინიციატივაში ასევე შევიდა
ის ნორმები, რომლებიც მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
3. წინასწარი შეტყობინების პროცედურა
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს რომ
პირებს შეუძლიათ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აუცილებელია წინასწარი შეტყობინების და არა ნებართვის
მიღების პროცედურის გავლა. ეუთოს სახემძღვანელო პრინციპები შეესაბამება ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „ბალჩიკი თურქეთის წინააღმდეგ“ რომელშიც
ნათქვამია რომ „ნებისმიერი საკანონმდებლო დებულება, რაც ეხება წინასწარ შეტყობინებას,
ავალდებულებს ორგანიზატორებს შეიტანონ შეტყობინება დაგეგმილი შეკრებების შესახებ, მაგრამ არ
უნდა ითხოვონ ნებართვა.“
ამ მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა იზიარებს საერთაშორისო სტანდარტების ლიბერალურ
მიდგომას, როდესაც აწესებს წინასწარი შეტყობინების პროცედურას. კანონი შეესაბამება
ზემოთჩამოთვლილ ნორმებს, როდესაც მცირე შეკრბებს წინასწარი შეტყობინების ვალდებულებისაგან
ათავისუფლებას.
სპონტანური ან ორგანიზებული შეკრებები არ ითხოვს დამატებითი შეტყობინების გაგზავნას თუ
ისინი არ იყენებენ ტრანსპორტის სავალ ნაწილს. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-
5 მუხლის მიხედვით, წინასწარი შეტყობინება აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აქცია
ტარდება „ტრანსპორტის ან მოქალაქეების სავალ ნაწილზე“10. შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ შეტყობინება უნდა ჩაბარდეს შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დაგეგმილ დღემდე არა უგვიანეს 5 დღისა.11 შეტანილ
შეტყობინებაზე არანაირი ნებართვა არ არის საჭირო, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ის
არ დააკმაყოფილოს თუ პროცედურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.12 ადმინისტრაციული ორგანო
არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ შეკრება ემთხვევა სხვა აქტივობას, რომლის შესახებ შეტყობინება
უფრო ადრე იყო შეტანილი; ან დაგეგმილი შეკრება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას, წესრიგს ან არღვევს სხვა ადამიანების უფლებებს და თავისუფლებებს.13
აღსანიშნავია, რომ კანონში განმარტებულია „შეკრების ალტერნატიული ადგილის განხილვა“
შეტყობინების არ მიღების თითქმის იდენტური მოტივაციით. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია შეტყობინების შეტანიდან 3 დღის ვადაში შეკრების ორგანიზატორებთან ერთად
განიხილოს ალტერნატიული ადგილის საკითხი. ალტერნატიული ადგილი შეიძლება განიხილონ, თუ
ეს აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისათვის, საწარმოებისა და სხვადასხვა
10 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 5, პარაგრაფი 1
11 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 8, პარაგრაფი 1, წინასწარი შეტყობინების შეტანასთან
დაკავშირებული მოთხოვნების სიის გასაცნობად იხილეთ დანართი 1 (საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ) მუხლი 8, პარაგრაფი 2
12 წინასწარი შეტყობინების პროცედურული მოთხოვნების გასაცნობად იხილეთ დანართი 1 - მუხლი 8
13 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ - მუხლი 8, პარაგრაფი 5
- 14 -
უწყებების, ორგანიზაციებისა და ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ის შეიძლება
ასევე განიხილონ თუ იმავე დროსა და ადგილას სხვა შეკრებაც არის დანიშნული.14
კანონის პრაქტიკაში გამოყენება
გამოცდილება აჩვენებს რომ წინასწარი შეტყობინების შეტანის პროცედურა ერთ-ერთი ყველაზე
ნაკლებ პრობლემური საკითხია, როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში. ანგარიშის პირველ თავში
განხილული კანონის შედარებით ლიბერალური მიდგომა ხშირად საშუალებას აძლევს აქციის
მონაწილეებს შეიკრიბონ წინასწარი შეტყობინების გარეშეც.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თბილისიის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ
რამდენი წინასწარი შეტყობინება იყო შეტანილი მერიაში და მათთან დაკავშირებული შემდგომი
პროცედურები. მიღებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ჩვენი წინასწარი მოლოდინი ამ კონკრეტულ
ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან ლიბერალური მიდგომის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში თბილისის მერიაში შეტანილი წინასწარი შეტყობინების რაოდენობა
2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის ივნისამდე 37 წინასწარი შეტყობინება გაიგზავნა
ადმინისტრაციულ ორგანოში. არცერთი მათგანი არ ყოფილა უარყოფილი და არც ალტერნატიული
ადგილი შეუთავაზებია ხელისუფლებას ორგანიზატორებისათვის.15 პრაქტიკაში იყო ერთი შემთხვევა,
როდესაც 26 მაისის დარბევამდე თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი შესთავაზა სახალხო
კრების მხარდამჭერებს. ეს ფაქტი მაინც ვერ ჩაითვლება თბილისის მერიის მხრიდან არასწორი
ინფორმაციის წინასწარგანზრახულად გავრცელებად, ვინაიდან 25 მაისის შემთხვევა არ
14 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ - მუხლი 10
15 თბილისის მერიის წერილი 11/120680-7, თარიღი 17/10/2011
- 15 -
უკავშირდებოდა წინასწარი შეტყობინების შეტანის პროცედურებს. წინასწარი შეტყობინება მერიამ
სათანადოდ განიხილა და აქციის მონაწილეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა მხოლოდ მას
შემდეგ, რაც მანამდე შეტანილი შეტყობინების ვადა სრულდებოდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ასევე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა
ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში აქციის ორგანიზატორების თბილისის მერიის წინააღმდეგ
წინასწარი შეტყობინების განხილვის პროცედურების დარღვევის გამო შეტანილი საჩივრების შესახებ.
სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მაგრამ ვინაიდან მერიამ მიიღო
შეტყობინებები და არც ალტერნატიული ადგილი შეუთავაზებია ორგანიზატორებისათვის,
ანგარიშისთვის მსგავსი ინფორმაცია ნაკლებად მნიშნველოვანი გახდა.
შეუძლებელია ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სტატისტიკურად
დათვალო შეკრების შესახებ გაგზავნილი წინასწარი შეტყობინების წილი. საქართველოს
კანონმდებლობის მიხედვით ორგანიზატორები არ არიან ვალდებულები ხელისუფლების შესაბამის
ორგანოს აცნობონ დაგეგმილი შეკრების შესახებ თუ მისი ფორმატი არ შეესაბამება წინასწარი
შეტყობინების შეტანის მოთხოვნებს (ტრანსპორტის სავალი ნაწილის გამოყენება). შესაბამისად,
თბილისის მერიას გააჩნდა ინფორმაცია მხოლოდ იმ შეკრებებზე, რომლებზეც წინასწარი შეტყობინება
იყო შეტანილი. პროექტის ფარგლებში, მონიტორებს დაევალათ მოეპოვებინათ ინფორმაცია პირდაპირ
აქციის ორგანიზატორებისაგან. მონიტორინგის კითხვარების ციფრებში გადაყვანით და მონიტორების
ანგარიშების მიხედვით შესაძლებელი გახდა წინასწარ შეტყობინებული შეკრებების წილის
მიახლოებითი განსაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს 5 ქალაქში წინასწარ შეტყობინებული შეკრებების წილი
- 16 -
საანგარიშო პერიოდში ჩვენ 75 აქციას დავაკვირდით. მიღებული ინფორმაციის მიხედვით,
ორგანიზატორებმა წინასწარი შეტყობინება 18 მათგანზე შეიტანეს. დანარჩენი 57 შეკრება შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დარღვევით გაიმართა. 16
პრობლემები დაიწყო იმ შეკრებებთან დაკავშირებით, რომლებზეც წინასწარი შეტყობინებები შეიტანეს
მონაწილეებმა. ზოგიერთ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებმა არასწორად გაიგეს წინასწარი
შეტყობინებით მინიჭებული უფლებები.
ამ უფლების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა 25 მარტს, როდესაც აქციის მონაწილეთა ჯგუფი
მიტინგს აწყობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან.17
აქციის დროს ორგანიზატორებმა განაცხადეს რომ ქუჩის გადაკეტვის უფლება ჰქონდათ, ვინაიდან მათ
გაგზავნილი ჰქონდათ წინასწარი შეტყობინება. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,
წინასწარი შეტყობინება არ იძლევა ქუჩის გადაკვეტის უფლებას.18 იმისდამიუხედავად, შეტანილია
თუ არა წინასწარი შეტყობინება, აქციის დროს შეუძლებელია სავალი ნაწილის გამოყენება, თუ ამას
აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა არ მოითხოვს.
4. შეზღუდვები საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენებაზე
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით,
შეკრების დროს კანონით დაშვებულია საზოგადოებრივი ტერიტორიის გამოყენება, ისევე როგორც
კომერციული საქმიანობის დროს ან ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები ავალდებულებს კანონმდებლებს ეს მიდგომა გამოიყენონ
ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული შეზღუდვების დაწესების დროს.19
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნათქვამია რომ
„საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ტერიტორიაზე გამართულმა ნებისმიერმა შეკრებამ
შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა, მათ შორის
ტრანსპორტის შეფერხება და, იქ სადაც აქციის მონაწილეები არ მიმართავენ ძალადობას,
მნიშნველოვანია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიჩინონ შემწყნარებლობა მშვიდობიანი
აქციის მიმართ თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული შეკრების
თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელი არ გამხდარა.“20
შეკრებების დროს საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენების რეგულირებისას, საქართველოს
კანონი ძირითადად ეხება „ტრანსპორტისა და ადამიანების სავალ ნაწილს“ 21 თავიდან შეკრების დროს
ქუჩების გამოყენება ნება დართული იყო თუ წინასწარი შეტყობინების პროცედურები ჩატარდებოდა.
შესაბამისად, აღნიშნული დებულება თავდაპირველ კანონში გულისხმობდა რომ თუ წინასწარი
შეტყობინების შემთხვევაში (რომელიც არ ითხოვდა ნებართვას) აქცია შეიძლებოდა გამართულიყო
16 ამავე ანგარიშის თავი 2, პარაგრაფი 2
17 საქმის მთლიანად გასაცნობად იხილეთ მე-6 თავი
18 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 5
19 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების შესახებ, პარაგრაფი 18.3.2
20 ბალჩიკი თურქეთის წინააღმდეგ (2007) პარაგრაფი 52 და აშუღიანი სომხეთის წინააღმდეგ (2008) პარაგრაფი 90
21 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ -მუხლი 5, პარაგრაფი 1
- 17 -
ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ძველი კანონის მე-11 მუხლში არსებული ერთადერთი შეზღუდვის მიხედვით „საზოგადოებრივი
ტრანსპორტის წინასწარგაუფრთხილებლად შეფერხება“ ნებადართული არ იყო.
2009 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ თვეობით გადაკეტა ქუჩები, ცენტრალურ
გამზირზე კარვები დადგა და მონაწილეები იქ ცხოვრობდნენ, ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა,
რომლის მიზანი იყო მსგავსი სცენარის გამეორების პრევენცია და კანონიერი საფუძველი მისცა მსგავს
შემთხვევებში აქციის დარბევას. 22
2009 წელს მიღებული ნორმებმა მანამდე არსებული მდგომარეობა შეცვალა. შესაძლებელი გახდა
საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციის
მონაწილეთა დიდი რაოდენობა ამას მოითხოვდა და ქუჩა უნდა გათავისუფლებულიყო როგორც კი
აქციის მონაწილეთა რიცხვი შემცირდებოდა.23
ანგარიშის მეორე პარაგრაფში ნახსენები კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილის მოთხოვნებს ვერ
აკმაყოფილებდა და 11.1 მუხლი დატოვა შეუცვლელი.
ვენეციის კომისიამ აღნიშნული მუხლი გააკრიტიკა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის/ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებისადმი გაგზავნილ
მიმართვაში და განაცხადა რომ „საზოგადოებრივი შეკრებების მონაწილეებს იგივე უფლება აქვთ
გამოიყენონ აღნიშნული ადგილები გარკვეული ვადით როგორც სხვა მოქალაქეებს.“ 24
კანონში შეტანილი ახალი ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიაში 2010 წლის 1 მარტს გაიგზავნა
და 2011 წლის ივლისში მიიღეს, შეიცავს ახლად ფორმულირებულ მე-11 მუხლს, რომელიც
საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი სავალი ნაწილი გამოიყენონ შეკრებების დროს, მაგრამ
ხელისუფლებას უტოვებს უფლებას „აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა თუ შეკრება შეიძლება
სხვაგვარად გაიმართოს აქციაში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გამო.“ ამგვარად, კანონპროექტის
მიხედვით, გადაწყვეტილება ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ მიღებული იქნება
დეტალური განხილვის საფუძველზე, და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა
რაოდენობა იმდენად მცირეა რომ საჭირო ხდება ტერიტორიის გათავისუფლება.25 აღნიშნული ნორმის
ბოლო ვერსია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს
წინგადადგმულ ნაბიჯად იმავე მუხლის 2009 წლის ვერსიას თუ შევადარებთ (რომელიც თავისთავად
უკანგადადგმული ნაბიჯი იყო), ვინაიდან ამ დებულებიდან ამოიღეს აკრძალვების მთელი პაკეტი და
შესაძლებელი გახდა ამ საკითხის უფრო ეფექტური გამოყენება.
აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: პროკურატურის, პოლიციის შენობების,
დროებითი მოთავსებისა და დაკავების იზოლატორების ან სამართალდამცველი ორგანოების, ასევე
22 2009 წლის კრიზისის გასაცნობად იხილეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის წლიური ანგარიში
http://caucasusnetwork.org/admin/editor/uploads/files/reports/bolo_%20vanishing%20right-kdits.pdf
23 აღნიშნული რედაქცია ძალაში იყო მონიტორინგის მთლიანი პერიოდის განმავლობში. ბოლო ცვლილებათა პაკეტი მიიღეს
2011 წლის 1 ივლისს, მონიტორინგის დამთავრებიდან მეორე დღეს
24 ვენეციის კომისია CDL(2009)152, პარაგრაფი 28
25 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ - მუხლი 11’, პარაგრაფი 1 და 2
- 18 -
აეროპორტების, საზღვაო პორტების და რკინიგზის სადგურების შიგნით ან 20 მეტრის რადიუსში.
ასევე აკრძალულია შეკრებების დროს შენობების შესასვლელების, ცენტრალური მაგისტრალების და
რკინიგზის ლიანდაგების გადაკეტვა. უფრო დიდი, ასმეტრიანი რადიუსის შეზღუდვაა დაწესებული
სამხედრო დანიშნულების ობიექტების შესასვლელებთან აქციის გამართვის დროს. 26
ადრე არსებობდა ამ აკრძალვების სხვანაირი ფორმულირება. 20-მეტრიანი შეზღუდვა დაწესდა ბევრი
სამთავრობო შენობის წინ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების და დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმდებარე ტერიტორიაზე.27 2011
წლის 18 აპრილის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 20 მეტრიანი
შეზღუდვის ძირითადი ნაწილი ,რომელიც მე-9 მუხლში იყო ჩამოთვლილი. ამ მუხლის ამჟამინდელი
ვერსია 2011 წლის ივლისის ცვლილებების შედეგად მიიღეს.
ამას გარდა, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის წინ იმართება აქცია, უფლებამოსილია
დამოუკიდებლად დააწესოს შეზღუდვები. კერძოდ, ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება აკრძალოს მისი
შენობიდან 20 მეტრის რადიუსში აქციის მოწყობა. გადაწყვეტილება შეიძლება მოტივირებული იყოს
უწყების ბლოკირების პრევენციისათვის და მისი სრულყოფილი მუშაობის შეფერხების თავიდან
ასაცილებლად. მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ თუ მის მიმდებარე
ტერიტორიაზე ტარდება აქცია რომელიც „საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და
მიუკერძოებლობას.“ 28
მე-11 მუხლი, რომელიც 2011 წლის ივლისის ცვლილელების დროს მიიღეს, ავალდებულებს
შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შეინარჩუნოს ბალანსი შეკრების თავისუფლებასა
და იმ ადამიანების უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ მიმდინარე შეკრების ან
მანიფესტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მუხლში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეებს არ უნდა
შეეზღუდოთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების უფლება. შესაბამისად,მე-2 მუხლის მე-3
პარაგრაფი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია ზღუდავს ზემოთ
ჩამოთვლილი პირების უფლებებს „დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში.“29 თუმცა, კანონი არ
აკონკრეტებს რას გულისხმობს დროის მოკლე პერიოდი და როგორ შეიძლება მისი ინტერპრეტირება.
შეზღუდვები პრაქტიკაში
ამ სფეროში გამოცდილება განსხვავდება. ზოგადად, შეზღუდვის ბევრი ფაქტი არ დაფიქსირებულა,
თუმცა პოლიცია ყოველთვის თანამიმდევრული არ იყო მათი გამოყენებისას. სხვა სახელმწიფო
მოხელეებს შეკრების მონაწილეთა მიმართ რამე შეზღუდვები არ დაუწესებიათ. მხოლოდ
სახელმწიფოს საგანგებო დაცვის სამსახური იცავდა შენობების შესასვლელებს, რაც მათი
პროფესიული მოვალეობაც იყო.
26 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ - მუხლი 9, პარაგრაფი 1, 2 და 3
27 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, 17/07/2009 ცვლილებები - მუხლი 9, პარაგრაფი 1
28 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 9, პარაგრაფი 4 და 5
29 მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფი ითვალისწინებს შეკრების ჩატარებისათვის ალტერნატიული ადგილის შეთავაზებას
- 19 -
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი შედგენილია მონიტორინგის მონაცემების მიხედვით და ასახავს
პოლიციის მხრიდან შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტებს. ამ ცხრილში არ არის შესული დარბევის
და დაშლის ფაქტები ან მანიფესტაციების დროს მომხდარი დაპატიმრებები. ის მხოლოდ წარმოადგენს
დემონსტრაციის დროს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვას.
პოლიციის ყოფნა და დაწესებული შეზღუდვების წილი ჩატარებული აქციების მიხედვით
როგორც ეს ცხრილი გვიჩვენებს, სხვადასხვა პოლიციური შენაერთები იმყოფებოდნენ 75-დან 50
აქციაზე. აქედან 6 შემთხვევაში შეუზღუდეს მომიტინგეებს ტერიტორიის გამოყენების უფლება. ამ
მხრივ შეზღუდვის განმარტება გულისხმობს სიტყვიერ ან ფიზიკურ მცდელობას (წარმატებულს ან
წარუმატებელს) შეზღუდონ აქცია ნებისმიერი ფორმით, ან შეზღუდონ გარკვეულ ტერიტორიებზე
შესვლა.
ზოგიერთ შემთხვევებში აქციის მონაწილეებს თავისუფლად შეეძლოთ საზოგადოებრივი სავალი
ნაწილის გამოყენება და პოლიციელები მხოლოდ კანონიერად ერეოდნენ სიტუაციაში, რათა აქცია
კანონის შესაბამისად გამართულიყო. სხვა შემთხვევებში კი სამართალდამცველები უკანონოდ
ზღუდავდნენ აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და არ აძლევდნენ მათ
გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიცია
არანაირ ზომას არ იღებდა, თუმცა ამას მათ კანონი ავალდებულებდა.
4.1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან და
ბათუმში საქართველოს პარტიის საპროტესტო აქციების დროს დაწესებული შეზღუდვები
2011 წლის 25 მარტს წინააღმდეგობის ჯგუფმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების სამინისტროს წინ მოაწყო აქცია. შეკრება ორგანიზებული იყო პარლამენტის ყოფილი
თავჯდომარისა და სახალხო კრების ამჟამინდელი ხელმძღვანელის ნინო ბურჯანაძის
- 20 -
ფართომასშტაბიანი საპროტესტო კამპანიის ფარგლებში.30 აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ
ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებს და მინისტრს სთხოვდნენ პატიმართა მშობლებთან
შეხვედრას.
აქციის წინასწარი შეტყობინება დროულად იყო შეტანილი - გამოცხადებულ თარიღამდე 5 დღით
ადრე. ამ გარემოებას აქციის ორგანიზატორებმა შეკრების დასაწყისშივე ხაზი გაუსვეს; კერძოდ, ირმა
ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა აქციის მონაწილეებს განცხადებით მიმართეს და აცნობეს რომ
წინასწარი შეტყობინება იყო შეტანილი შესაბამის ორგანოში.
საღამოს 4 საათისთვის დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა სამინისტროს წინ.31 ორგანიზატორებმა
მოუწოდეს მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გადაეკეტათ ქუჩა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობა
შეაფერხა. პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. ჩვენი დამკვირვებლის განცხადებით,
პოლიციის ფორმაში ჩაცმული დაახლოებით 50 პოლიციელი მივიდა ადგილზე შესაბამისი
აღჭურვილობით. მათ ძალის გამოყენებით დაიწყეს მომიტინგეების ტროტუარზე გადაყვანა.
შედეგად, პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის მოხდა შეტაკება, ინციდენტის დროს დაზიანდა
აქციის მონაწილეთა ნივთები, და შვიდი დემონსტრანტი დააპატიმრეს. დაკავებულებს შორის იყო
მსახიობი გია ბურჯანაძე, სახალხო კრების მმართველი ორგანოს წევრი.32 შექმნილი ქაოსიდან
გამომდინარე მონიტორებისათვის ძნელი იყო დაკავების ზუსტი ფაქტების დადგენა; განსაკუთრებით
ძნელი იყო იმის გარჩევა ვინ გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა ან რა დანაშაული ჩაიდინეს
მომიტინგეებმა. როდესაც პოლიციამ მოახერხა მომიტინგეების ტროტუარზე გადაყვანა,
სამართალდამცველებმა გააკეთეს ცოცხალი კედელი, რათა აღეკვეთათ ქუჩის ხელმეორედ გადაკეტვა.
მონიტორის ინდივიდუალური ანგარიშის მიხედვით აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ
„ჰქონდათ აქციის ჩატარების ნებართვა.“ მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების მიხედვით
მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ნებართვით მინიჭებული უფლების არასწორი ინტერპრეტაცია
მოახდინეს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით,
საზოგადოებრივი სავალი ნაწილის აქციის დროს ბლოკირება ნებადართულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო სხვაგვარად შეუძლებელია აქციის
გამართვა.“
ამასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო გუნდმა კონსულტაციები გამართა მონიტორთან, რათა
მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია აქციის მონაწილეთა რაოდენობისა და აქციის დროს
გამოსაყენებელი ტერიტორიის შესახებ. ჩვენი მონიტორის განცხადებით, აქციის მონაწილეთა
რაოდენობა უფლებას აძლევდა ორგანიზატორებს დემონსტრაცია ტროტუარზე გაემართათ და მათი
მცდელობა გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი წინასწარგანზრახული ქმედება უფრო იყო. შესაბამისად,
30 სახალხო კრება შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით რომლის
მიზანი იყო საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. სახალხო კრების მიზანი იყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების
მოწყობა ვინაიდან 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს სწორედ ამ გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა. დამატებითი
ინფორმაცია იხილეთ პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.kreba.info/?lang=ka-GE
31 მონიტორის ანგარიში - ქეთევან მაკარაძე, 25/03/11
32 http://civil.ge/geo/article.php?id=23822&search=
- 21 -
უფრო სწორია ვივარაუდოთ, რომ ორგანიზატორებმა არასწორად გაიგეს წინასწარი შეტყობინების
შეტანით მინიჭებული უფლება.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის ძველი რედაქცია (რომელიც მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში
ძალაში იყო), რომლითაც ნებადართული იყო გზის სავალი ნაწილის აქციების დროს გამოყენება,
წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო სტანდარტებთნ, როგორ ეს განხილულია ამ თავის
პირველ ნაწილში. ამიტომ, დაწესებული შეზღუდვების კანონიერება ეუთოს სახელმძღვანელო
პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალის
მიხედვით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, მიუხედავად იმისა რომ ის სრულად შეესაბამება
საქართველოს კანონმდებლობას.33
რაც შეეხება სამართალდამცველების მიერ დაშვებულ შეცდომებს, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს რომ
მომიტინგეების გაფრთხილება აქციის არაკანონიერების შესახებ კანონის მოთხოვნებს არ
აკმაყოფილებდა. მართალია, სამართალდამცველებმა გააკეთეს პირველადი გაფრთხილება, აქციის
მონაწილეებს არ მიეცათ მინიმალური დროც კი რომ შეცდომები გამოესწორებინათ, რადგან
პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს მათი შეზღუდვა. ჩვენი მონიტორი იმასაც აცხადებდა, რომ ერთი
დაუდგენელი პირი ცდილობდა აღნიშნული შეტაკება ვიდეო-კამერით ჩაეწერა, რის გამოც ის
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.34
ამასთან დაკავშირებით, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები ცალსახად აცხადებენ, რომ პოლიცია
უნდა მოქმედებდეს პრინციპის - „სიურპრიზების გარეშე“ მიხედვით. 150-ე პარაგრაფში ნათქვამია რომ
„სამართალმდცველებმა დრო უნდა მისცენ შეკრებილ ხალხს, რომ თითოეულმა მათგანმა რეაგირება
მოახდინოს შექმნილ სიტუაციაზე, მათ შორის პოლიციელების ნებისმიერ გაფრთხილებაზე ან
მითითებაზე.“ მონიტორთან დამატებითი კონსულტაციების მერე გაირკვა რომ გაფრთხილების
შემდეგ პოლიციელებმა თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყეს აქციის მსვლელობაში ჩარევა, რაც ზემოთ
აღნიშნულ გაიდლაინებს ეწინააღმდეგება.
14 მაისს, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ბათუმშიც, მაგრამ ინციდენტი სხვა შედეგით დასრულდა.
ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქუჩის გადაკეტვა. პოლიტიკური შინაარსის მქონე საპროტესტო აქცია
„ქართულმა პარტიამ“ მოაწყო.35 დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა ბათუმის დრამატული
თეატრის წინ, ზოგიერთი მათგანი თბილისიდან ავტობუსებით ჩაიყვანეს. ორგანიზატორებმა სცადეს
მანქანებისა და ავტობუსების თეატრთან ისე გაჩერება, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შეეფერხებინათ.
პოლიციელები მიუახლოვდნენ ორგანიზატორებს და აუხსნეს, რომ ამით ქუჩას უკანონოდ
გადაკეტავდნენ თუ აქციაში მონაწილეთა რიცხვი დემონსტრაციის სხვაგვარად ჩატარების საშუალებას
33 იხილეთ იმავე მუხლის პირველი და მეორე პარაგრაფები
34 მონიტორებთან დამატებითი კონსულტაციები ჩატარდა ანგარიშის სამუშაო ვარიანტის მომზადებს დროს რათა უკეთ
გავრკვეულიყავით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებში.
35 „ქართული პარტია“ ერთ-ერთი ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რომლის ლიდერია ყოფილი სახალხო დამცველი
სოზარ სუბარი, რუსთავი 2-ს ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი და რამოდენიმე სხვა პოლიტიკურად აქტიური
ფიგურა. პარტიის მთავარი მიზანი იყო რეჟიმის შეცვლა ფართომასშტაბიანი გამოსვლების გზით. ისინი ბურჯანაძის სახალხო
კრებას ეცილებდნენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერობაში, რომლის მოწოდებაც იყო მასობრივი დემონსტრაციების მოწყობა,
მაგრამ 26 მაისის მოვლენების შემდეგ ორივე მათგანის აქტიურობა პასიური გახდა.
- 22 -
აძლევდა მათ.36 ორგანიზატორები დაემორჩილნენ პოლიციელების მითითებებს, ქუჩა თავიდანვე
გათავისუფლდა და შესაძლო ძალადობრივი ჩარევა თავიდან აირიდეს.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ აქციის ორგანიზატორებთან პოლიციელების მხრიდან
მოლაპარაკების წარმოება მისასალმებელია და სრულად შეესაბამება ეუთოს სახელმძღვანელო
პრინციპების სექცია ბ-ს 155-ე პარაგრაფს, რომელშიც ნათქვამია „აქციებში ჩარევის უფლების
გამოყენება ყოველთვის არ არის სასურველი“. 157-ე პარაგრაფი დამატებით განმარტავს, რომ, თუ
„აქციის დროს უთანხომება ან კამათი იწყება, მოლაპარაკება ან შუამავლის დიალოგი შესაძლოა
ყველაზე სწორი საშუალება იყოს სასურველი შედეგის მისაღწევად.“37 როგორც 142-ე პარაგრაფშია
ნათქვამი, მსგავსმა ჩარევამ შესაძლოა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყოს ძალადობის ფაქტის თავიდან
აცილებას.
ამის საპირისპიროდ, 2011 წლის იანვარში უკანონოდ და თვითნებურად მოხდა შეკრების
თავისუფლების შეზღუდვა, როდესაც გმირთა მოედანზე დაგეგმილი აქციის ჩატარების უფლება არ
მისცეს ორგანიზატორებს.
4.2 მნიშვნელოვანი შეზღუდვები გმირთა მოედანზე და თბილისიის მერიის მხრიდან უმოქმედობა
2011 წლის 4 იანვარს, გმირთა მემორიალთან დაგეგმილი იყო საპროტესტო აქცია. ეს იყო წინა დღეს,
იმავე ადგილას, მოშიმშილე ომის ვეტერანების დარბევის გასაპროტესტებლად სპონტანურად
დაგეგმილი საპასუხო აქცია. აღნიშნული აქცია ატქივისტებმა ღამის განმავლობაში დაგეგმეს
სოციალური ქსელების საშუალებით. მასზე წინასწარი შეტყობინება არ შეუტანიათ ვინაიდან
სპონტანურად დაიგეგმა და ვერ დაიცვეს 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულება, რაც
ასევე საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
შეკრება თავიდანვე დარღვევებით დაიწყო - პოლიცია მონაწილებს არ აძლევდნენ გმირთა მოედანთან
მიახლოების უფლებას.
აქცია დაგეგმილი იყო დღის სამ საათზე; რამოდენიმე წუთით ადრე პოლიციელებმა ძალის
გამოყენებით გაიყვანეს რამდენიმე ადამიანი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომლებიც
აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ. სამართალმდაცველები ისე განლაგდნენ
პერიმეტრზე რომ აქციის მონაწილეებისათვის მოედანზე მისვლის საშუალება არ მიეცათ.38 ადამიანის
უფლებათა ცენტრმა ადგილზე ორი მონიტორი გაგზავნა. მათ პოლიცელთა მხრიდან არანაირი
გასამართლებელი ან ახსნა-განმარტებითი განცხადებები არ მოუსმენიათ. აქციის მონაწილეები
წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს და ნაცვლად
გმირთა მოედანისა ვარაზის ხევში შეიკრიბნენ.
36 მონიტორის ანგარიში - მაკა მალაყმაძე, 14/05/2011
37 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ: გვ. 78 პარაგრაფი 157
38 მონიტორების ანგარიში - სალომე აჩბა, 03/01/2011
- 23 -
გმირთა მემორიალი გმირთა მოედანზე
აქციისათვის შერჩეული ადგილი არ მოიცავდა ტრანსპორტის სავალ ნაწილს ან ტროტუარს.
მემორიალის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ადამიანი თავისუფლად დაეტეოდა გზის სავალი
ნაწილის გადაკეტვის გარეშე. ვინაიდან აქციის ადგილი, მისი მასშტაბები და არაძალადობრივი
ხასიათი (მოგვიანებით ეს დადასტურდა აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი რეაქციით) არანაირ
საფუძველს არ აძლევდა სამართალდამცველებს შეეზღუდათ მომიტინგეების შეკრების თავისუფლება,
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მათ აქციის მონაწილეებისათვის არ შეუთავაზებიათ
გონივრული ალტერნატივა და არ წამოუყენებიათ საკუთარი ქმედების გასამართლებელი მყარი
არგუმენტი.
საქართველოს კანონმდებლობა არ ამართლებს მიღებულ ზომებს, ვინაიდან კანონი უფლებას აძლევს
ადამიანებს სპონტანურად ჩაატარონ აქცია, თუ ისინი არ გადაკეტავენ ტრანსპორტის სავალ ნაწილს,
თუ დაცულია უსაფრთხოების ზომები ან სხვა ადამიანების უფლებები არ იზღუდება.
დაწესებული შეზღუდვა ასევე არ შეესაბამება ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში
გათვალისწინებულ გარემოებებს, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის დაცვა, მორალის დაცვა, სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა,
ეროვნული უსაფრთოხების, ტერორიზმისა და საომარი ვითარების წინააღმდეგ მისაღები
საკანონმდებლო ზომები, რაც აქციის მსვლელობის შეზღუდვის კანონიერი საფუძველი შეიძლება
- 24 -
გახდეს.39 გაიდლაინის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება 4 იანვრის აქციის დროს არ
დაფიქსირებულა.
იყო შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პოლიცია თვალს ხუჭავდა, როცა
უცნობი ადამიანები უკანონოდ ხელს უშლიდნენ მათ დემონსტრაციის ჩატარებაში.“ადამიანის
უფლებათა ცენტრის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს მსგავსი შემთხვევა არ
დაფიქსირებულა და ეს განცხადება ეყრდნობა სხვა წყაროების ინფორმაციას.
25 ივლისს, აქცია გაიმართა თბილისის მერიის წინ, სადაც მონაწილეები აპროტესტებდნენ
დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის გადასახადის გაზრდას. აქციის ორგანიზატორები
თავისუფლად შევიდნენ მერიის ფოიეში და მოითხოვეს შეხვედრა ქალაქის მერთან, ბატონ გიგი
უგულავასთან. ჟურნალისტების ჯგუფმა სცადა აქციის მონაწილეებთან ერთად მერიის ფოიეში
შესვლა, სადაც მოქალაქეების შესვლა ნებადართულია. შესასვლელთან მდგარმა დაცვის
თანამშრომლებმა შერჩევით შეუშვეს ჟურნალისტები შენობაში, ხოლო ნაწილს კი შენობაში შესვლა
აუკრძალეს.40 ჟურნალისტებმა დარეკეს საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე, გამოიძახეს პატრულის
ეკიპაჟი მათი უფლებების დასაცავად, მაგრამ ცხელი ხაზის ოპერატორმა მოგვიანებით გადმოურეკა
მათ და უთხრა რომ პოლიციელები ადგილზე ვერ მივიდოდნენ, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიის
დაცვას სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებდა.41
5. ორგანიზატორების პასუხისმგებლობა
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით
აქციის ორგანიზატორები არ უნდა დაისაჯონ მათი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ
მათ მის შესასრულებლად სათანადო ზომები მიიღეს. ორგანიზატორები არ უნდა დაისაჯონ აქციის
მონაწილე ცალკეული პირების ან გარეშე პირების ან აგენტ-პროვოკატორების ქმედებების გამო.
სანაცვლოდ, უნდა დადგეს ნებისმიერი კერძო პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი,
რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.42
საქართველოს კანონი განმარტავს შეკრების ორგანიზატორობაში მონაწილე პირების სტატუსებს;
ესენია: „მარწმუნებელი,“ „რწმუნებული“, „ორგანიზატორი“ და „პასუხისმგებელი პირები.“43 ყველა
პასუხისმგებელი ადამიანის იდენტიფიკაცია ასოცირდება მხოლოდ იმ შეკრებებთან, რომლებიც
იმართება მე-5 მუხლის I პარაგრაფის მოთხოვენების შესაბამისად, რაც გულისხმობს წინასწარი
შეტყობინების შეტანის ვალდებულებას.
მე-5 მუხლის III პარაგრაფში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან 18 წლამდე ასაკის
საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება „იყვნენ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების
39 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ, სექცია ბ, პარაგრაფები 69-93
40 ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფალი დამოუკიდებელი მედია-საშუალებების ყველა რეპორტიორს უარი ეთქვათ
შესვლაზე. ეს მედია საშუალებები იყვნენ: ინტერპრესნიუსი, რადიო პალიტრა, პალიტრა-ტვ, მაესტრო, კავკასია, თრიალეთი,
რადიო „თავისუფლება“, ალია
41 http://www.ambebi.ge/masmedia/39269-zhurnalistebis-mier-gamodzakhebuli-sapatrulo-policia-thbilisis-meriasthan-ar-mivida.html
42 მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები პარაგრაფი 5.7
43 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 3, პარაგრაფი 3
- 25 -
პასუხისმგებელი პირები.“ აღნიშნული შეზღუდვა ეხება იმ შეკრებებს, რომლებზეც საჭიროა წინასწარი
შეტყობინების შეტანა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გამოყენების გამო და არ ვრცელდება
საქართველოში მუდმივად მაცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებზე.44 შესაბამისად,
საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან 18 წლამდე ასაკის პირებს
უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეკრების ორგანიზებაში და კანონდარღვევის შემთხვევაში
ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ვერავითარ ზომებს ვერ გამოიყენებს.
აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანამდე, იმავე მუხლით უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა
პასუხისმგებელი პირის სტატუსი. წინა ვერსიით, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირს ასევე არ
ჰქონდა შეკრების ორგანიზების უფლება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა
„საქართველოს მოქალაქეობის არქმონე პირის“ ფორმულირება.
ორგანიზატორების პასუხისმგებლობა რეგულირდება კანონის მე-13 მუხლის I პარაგრაფით. ამ
კანონის მიხედვით, სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე აქცია
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ შეკრებით ირღვევა კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ,
თუ შეკრების დროს კეთდება ძალადობრივი მოწოდებები, მუქარა კონსტიტუციური წყობილების
წინააღმდეგ ან სხვა მუქარის შემცველი განცხადებები, რომლებიც ჩამოთვლილია კანონის მე-13
მუხლის I პარაგრაფში ან თუ აქციის მონაწილეებს აქვთ იარაღი, ფეთქებადი, ქიმიური ან სხვა
საფრთხის შემცველი ნივთიერებანი, რომლებიც ჩამოთვლილია „ა“ და „გ“ ქვეპუნტებში და ამავე
მუხლის მეორე პარაგრაფში.
თუ ზემოთხსენებული მუხლების დარღვევა ფართო მასშტაბებს არ იღებს, მაგრამ აქციის მონაწილეებს
აქვთ ალკოჰოლური სასმელები (მე-11 მუხლი ქვეპუნქტი“დ“) ან ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ
ძეგლთან (მუხლი 11, პარაგრაფი 3) მისასვლელი გადაკეტილია ან ძეგლი ზიანდება, სახელმწიფოს
წარმომადგენელი შეტყობინებას უგზავნის აქციის ორგანიზატორს, რომელიც ვალდებულია მიმართოს
მომიტინგეებს და 15 წუთის განმავლობაში მიიღოს ყველა გონივრული ზომა აღნიშნული
კანონდარღვევის აღსაკვეთად. იგივე პროცედურა გამოიყენება ტრანსპორტის მოძრაობის
თვითნებური გადაკეტვის ან ქუჩის ბლოკირების დროს, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა
საშუალებას იძლევა შეკრება მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართოს.
კანონი ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას კანონდამრღვევი ორგანიზატორების მიმართ.
ორგანიზატორები კანონის მიხედვით დაისჯებიან, თუ ისინი არ შეასრულებენ სახელმწიფოს
წარმომადგენლის მოთხოვნას და არ მიიღებენ ზომებს დარღვევის აღსაკვეთად.
ცვლილებების შეტანამდე, იგივე მუხლი ავალდებულებდა ორგანიზატორებს არა მარტო დაეშალათ
აქცია, არამედ „მიეღოთ ზომები აქციის მონაწილეთა დასაშლელად“.45 თუმცა კანონი არ შეიცავდა
დამატებით განმარტებებს, კონკრეტულად რა ზომების მიღება ევალებოდა ორგანიზატორს. გაუგებარი
იყო რას გულისხმობდა აღნიშნული მოთხოვნა - აქციის მონაწილეთა მიმართ დაშლისკენ მოწოდებას
თუ რამე დამატებითი ზომების მიღებასაც. აღნიშნული დებულება კანონის გარკვეული
44 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილის ინტერპრეტაცია
კომიტეტში ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვის დროს.
45 საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 13, პარაგრაფი 2, 2009 ვერსია
- 26 -
ინტერპრეტირების უფლებას იძლეოდა, რაც შესაძლებელს ხდიდა ორგანიზატორების დასჯას
უკანონო მანიფესტაციის ჩატარების ბრალდებით. კანონის 2009 წლის რედაქცია გახდა
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მოტივი. სასამართლოს გადაწყვეტილებით,
კანონი იყო არაპროპორციული, ვინაიდან ის მოითხოვდა შეკრების დაუყოვნებლივ დაშლას აქციის
კანონიერ ფარგლებში მოქცევის ყოველგვარი შესაძლებლობის მიცემის გარეშე.
პრაქტიკული გამოყენება
საანგარიშო პერიოდში ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა რამდენიმე
შემთხვევაში. სხვა დროს პოლიციელების მიდგომა სავარაუდოდ არათანამიმდევრული იყო.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ ზოგჯერ სამართალდამცველები ადეკვატურად იქცეოდნენ დამნაშვეების
ნეიტრალიზაციის მიზნით და თავს იკავებდნენ შეკრების სრული ჩაშლისგან, როდესაც ამის
საჭიროება არ არსებობდა. გარკვეულ დონეზე დადებითად შეიძლება ჩაითვალოს
სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ 25 მარტის შეკრება, როდესაც სამართალდამცველები
ეფექტურად ეცადნენ აქცია კანონიერ ჩარჩოებში მოექციათ დარბევის გარეშე. თუმცა, საანგარიშო
პერიოდში დაფიქსირდა სამართალდამცველთა მხრიდან უკანონო ქმედების შემთხვევები და აქციის
მონაწილეთა გაუმართლებელი დაპატიმრებები. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია რუსთავში,
ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფის წევრების დაპატიმრება საანგარიშო პერიოდში.
5.1. აქციის მონაწილეთა დაკავება 7 მაისს რუსთავში
7 მაისს, ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფმა „არა,“ რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება სახალხო
კრებასთან ასოცირდება, შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან ჩაატარა საპროტესტო აქცია,
რომელიც მონაწილეობას იღებდა 2007 წლის ნოემბრის დარბევაში. ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი
აქცია, რაშიც მონაწილეობას იღებდა 50-100 ადამიანი. აქციის დასასრულისკენ, პოლიციელებმა ალყა
შემოარტყეს მომიტინგეებს. მოულოდნელად, უცნობმა ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
პოლიციელებს და გაიქცა. მაშინვე, სამართალდამცველებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება,
მაგრამ რეალურ დამნაშავეს გაქცევის საშუალება მისცეს. მოგვიანებით, იმავე დღეს 12 დაკავებულს
ხულიგნობისა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალი წაუყენეს. 8 მათგანს
პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამ აქტივისტს
ორგანიზატორების ჩათვლით, ლევან ჩიტაძეს და ვასილ ბალახაძეს 30 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეეფარდათ; ორ დაკავებულს 15-დღიანი და სამს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თავდაპირველი სამართალდამრღვევის პიროვნების დადგენა დღემდე არ მომხდარა. აქტივისტები
აცხადებენ რომ აღნიშნული პირი მათი გუნდის წევრი არ იყო და ის პროვოკატორი იყო.46 აქციის
ორგანიზატორები ცდილობდნენ ეს გარემოება პოლიციელებისათვის აეხსნათ და აქციის მონაწილეებს
მოუწოდეს ამ ინციდენტის მერე აქცია დაესრულებინათ.47 შეკრების ვიდეო ჩანაწერიც ადასტურებს,
რომ შეკრება იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეთა მხრიდან არანაირი ძალადობრივი ქმედება არ
დაფიქსირებულა.48
46 http://civil.ge/geo/article.php?id=23968&search=
47 ტელეკომპანია „მაესტროს“ ვიდეო სიუჟეტი ინციდენტის შესახებ
http://www.youtube.com/watch?v=YtetDBA0gtE&feature=player_embedded
48ტელეკომპანია „მაესტროს“ ვიდეო-სიუჟეტი აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების დაკავების შესახებ:
http://www.youtube.com/watch?v=eZWmpyP6kQ0&feature=player_embedded
- 27 -
მშვიდობიანი შეკრების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში ნათქვამია, რომ
სამართალდამცველებმა ერთმანეთისაგან უნდა განასხვავონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი
მომიტინგეები. 159-ე პარაგრაფის მიხედვით: „აქციის მსვლელობის დროს არც ცალკეული
შემთხვევითი ძალადობის ფაქტები და არც რამდენიმე მომიტინგის ძალადობრივი ქმედება არ
შეიძლება გახდეს შეკრების დროს მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯის საფუძველი. შესაბამისად,
აქციის მონაწილეთა დაკავებისას სამართალდამცველები შეკრებილ ხალხს არ უნდა მოეპყრან როგორც
ერთიან სხეულს და არც ძალის გამოყენებით უნდა დაარბიონ აქცია.“
უფრო მეტიც, ის ფაქტი რომ თავდაპირველი დამნაშავე არ დასჯილა და პოლიცია მას არც
დასდევნებია, ეჭვს ბადებს რომ აღნიშნული ინციდენტი ორგანიზატორებისა და აქტივისტების
დასასჯელად გამიზნული პროვოკაცია იყო. ამას გარდა, დარბევის დროს ორგანიზატორების -
ჩიტაძისა და ბალახაძის წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელების კანონიერება ბადებს დამატებით
ეჭვებს. ორივე აქტივისტი მონაწილეობას იღებდა 21 მაისს სახალხო კრების საპროტესტო აქციების
დაგეგმვაში, რომლის მიზანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა.
30-დღიანმა პატიმრობამ ახალგაზრდა ლიდერებს ხელი შეუშალა მონაწილეობა მიეღოთ დაგეგმილ
შეკრებებში და შესაბამისად საყოველთაო პროტესტის დღეს სახალხო კრების მიერ ახალგაზრდა
მხარდამჭერების მობილიზებას საფრთხე შეექმნა.
6. შეკრების დროს წესრიგის დაცვა
საერთაშორისო ნორმები წარმოადგენენ შეკრებების/აქციების საკანონმდებლო რეგულაციებს, მათ
შორის შეკრებაზე წარმოდგენილ საპოლიციო ძალის მასშტაბთან, ძალის გამოყენების საფუძვლებთან,
დაკავებებთან და აქციის დაშლასთან დაკავშირებით. თუმცა, პოლიციის მთავარი მიზანი შეკრებებთან
დაკავშირებით უნდა იყოს ამ უფლების მშვიდობიანი გამოყენება.49
საერთაშორისო ნორმების თანახმად, შეკრებაზე წარმოდგენილი საპოლიციო ძალა არ უნდა
აღემატებოდეს იმ მინიმალურ რაოდენობას, რაც კონკრეტული მიზნების მისაღწევად არის
აუცილებელი. რაოდენობა უნდა განისაზღვროს იმ დავალებებისა და რისკების შესაბამისად, რაც
მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ
წარმოდგენილი საპოლიციო ძალის მასშტაბი არ ზღუდავდეს მშიდობიანი შეკრების უფლებას.
შეკრებებში ჩართულ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ საჭირო უნარ-ჩვევები, ტრეინინგი და
ცოდნა მსგავს შემთხვევებში ადეკვატური რეაქციისათვის.50 ეუთოს მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები მოუწოდებენ სამართალდამცავებს გამოიყენონ
მედიაციისა და მოლაპარაკების საშუალებები როცა შეკრების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით
დავა წარმოიშობა.
ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმძღვანელო პრინციპები აცხადებს, რომ
სამართალდამცავებმა უნდა განასხვავონ ძალადობრივი და არაძალადობრივი დემონსტრანტები;
გამოიყენონ ძალა ადეკვატურად და არ აღკვეთონ მთელი შეკრება.51 ადამიანის უფლებათა ევროპული
49 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ; 29-ე პუნქტი
50 დემოკრატიული პოლიციის სახელმძღვანელო - 72-ე მუხლი
51 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან დაკავშირებით, 159-ე მუხლი
- 28 -
სასამართლოს სტანდარტის თანახმად შეკრების დაშლასთან დაკავშირებით, ოპერაცია უნდა
დაიგეგმოს და წარიმართოს ისეთი გზით, რომ მინიმალური ჯანმრთელობის რისკები წარმოშვას.52
მთავარი საკანონმდებლო დებულება, რომელიც სამართლებრივ საფუძველს ქმნის შეკრებაში
ჩასარევად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-13 მუხლის
პირველი პუნქტი. მე-6 პუნქტი დამატებით აცხადებს, რომ თუ ორგანიზატორი მე-13 მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტებით53 აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს ანდა შეასრულებს, მაგრამ ვერ
აღმოფხვრის დარღვევებს გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები გამოიყენებენ
საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საშუალებებს. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არ განსაზღვრავენ შეზღუდვებს, მაგრამ
მიუთითებენ იმ აკრძალვებსა და შეზღუდვებზე, რომლებიც განსაზღვრულია წინა მუხლებში.
შეკრების უფლებაზე შეიძლება ასევე ზეგავლენა მოახდინოს სხვა კანონებმა, რომლებიც ირიბად არიან
დაკავშირებულები ამ უფლების განხორციელებასთან. ასეთ კანონებს წარმოადგენენ „პოლიციის
შესახებ კანონი“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონი.“ ზოგადად,
აღნიშნული კანონები არ არიან პირდაპირ კავშირში შეკრებებთან, თუმცა პრაქტიკაში ადგილი ჰქონია
მათ გამოყენებას მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან მიმართებით.
2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში „პოლიციის შესახებ კანონით“ განსაზღვრა იმ
სპეციალური საშუალებების სია, რომელთა გამოყენება შეიძლება საჯარო წესრიგის შესანარჩუნებლად:
„კერძოდ, ეს არის არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), რეზინის ხელკეტი,
ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების
შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების
საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება,
სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა.“
შესწორებები შევიდა ასევე კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.“54
ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 30 დღიდან 90 დღემდე გაიზარდა. შედარებით
გრძელვადიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ზოგიერთ
შემთხვევაში საფრთხე შუქმნა მათი შეკრების უფლებას დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში.55
52 მურადოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, აპლიკაცია #22684/05, 2009 წლის 2 აპრილი, §113
53 მე-13 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები მოიხსენიებენ სხვადასხვა აკრძალვებს, რომლებიც განმტკიცებულია წინა მუხლებში.
იხილეთ მეხუთე თავი, ორგანიზატორების პასუხისმგებლობა დამატებითი ინფორმაციისათვის.
54 აღნიშნული ვადა არაპროპორციული ჩანს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაქსიმუმი წინასწარი დაკავების ვადა
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არის 60 დღე. უფლებადამცველების სამხრეთკავკასიურმა ქსელმა განახორციელა
ლობინგი ჟენევაში საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წარდგენამდე გაეროში. შედეგად, ავსტრიის
დელეგაციამ რეკომენდაცია წამოაყენა საქართველოს წინაშე შემცირებულიყო ადმინისტრაციული დაკავების ვადა. თუმცა,
რეკომენდაცია ქართულმა მხარემ დაიწუნა. იხილეთ სამუშაო ჯგუფის ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის
შესახებ (UN 2011 p.24). http://daccess-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G11/118/21/PDF/G1111821.pdf?OpenElement
55 „საჯარო კრების“ აქტივისტების ადმინისტრაციული დაკავების საკითხი დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციებმა ასახულია
აგნარიშის 5.1 თავში.
- 29 -
პრაქტიკული გამოყენება
პოლიცია წარმოდგენილი იყო შეკრებების უმრავლესობაზე, მათ შორის საშუალო და დიდი ზომის
შეკრებებზე. მონიტორინგის ანგარიშების განხილვის შემდეგ განისაზღვრა, რომ სამართალდამცავები
შემდეგნაირად იყვნენ წარმოდგენილნი შეკრებებზე:
ა) უსაფრთხოების პოლიცია - ძირითადად განლაგებულნი არიან მთავრობების, საჯარო შენობებისა და
სხვა შენობების წინ ხელშეკრულების საფუძველზე. მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელია შავი
ფორმითა და შესაბამისი წარწერებით. უსაფრთხოების პოლიცია ვალდებულია დაიცვას
განსაზღვრული შენობა. ჩვენი დაკვირვების განმავლობაში ის არ ყოფილა ჩართული რაიმე ოპერაციასა
თუ საპოლიციო ქმედებებში. მათი ყოფნა შეკრებებზე მხოლოდ იმ ფაქტთან იყო დაკავშირებული, რომ
ღონისძიება იმართებოდა იმ შენობასთან, სადაც ისინი მსახურობდნენ. დაფიქსირდა
არაძალადობრივი ხასიათის ურთიერთქმედება დემონსტრანტთა და უსაფრთხოების პოლიციას
შორის, რომელიც დაკავშირებული იყო დემონსტრანტთა მცდელობებთან შეეღწიათ შენობებში.
ბ) ქვეითი და საპატრულო ავტომობილებში წარმოდგენილი საპატრულო პოლიცია წარმოადგენდა
რეგულარულ საპოლიციო ძალას ადვილად იდენტიფიცირებადი ფორმით. ისინი ხშირად იყვნენ
წარმოდგენილნი შეკრებებზე. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ საპატრულო პოლიცია მთავარ
საგანგებო ძალას წარმოადგენს დემონსტრაციებში სწრაფი ჩარევისათვის, როცა ისინი არალეგიტიმურ
სახეს იძენენ ანდა როცა სწრაფი რეაგირების სხვა ფორმაა საჭირო, მაგ: 25 მარტის საპროტესტო
აქციაზე ანდა ვეტერანების აქციაზე 2 მაისს. მათი მობილიზება შეიძლება მოხდეს წინასწარ ანდა ისინი
შეიძლება შეუერთდნენ არსებულ პოლიციის ძალებს მოგვიანებით.
გ) პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში წარმოადგენენ გადაცმულ თანამშრომლებს. ისინი
შეიძლება განლაგებულნი იყვნენ შეკრების გარშემო ან შეუერთდნენ შეკრებას. მათი იდენტიფიკაცია
შეუძლებელია სრული დარწმუნებულობით, მაგრამ ჩვენი მონიტორების თანახმად, მონიტორინგის
განსაზღვრული პრაქტიკის შედეგად ეს უფრო მარტივი ხდება. ხშირ შემთხვევებში ისინი დგანან
რეგულარულ პოლიციელებთან ერთად და მათთან აქვთ კონტაქტი. „მოქალაქეები“ ძირითადად არ
უერთდებიან შეკრებას და სავარაუდოდ წარმოდგენილნი არიან ინფორმაციის მოსაპოვებლად ან
იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციის დროს დახმარება გაუწიონ პოლიციას. თუმცა, საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში56 მათ მიერ დემონსტრანტთა დაკავების სულ მცირე ერთი შემთხვევა
გამოვლინდა. ანგარიშში წარმოდგენილ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ ეხმარებიან „მოქალაქეები“
პოლიციას დემონსტრანტი ვეტერანების დაკავებასა და ცემაში. „პოლიციის შესახებ კანონის“ 28-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. აღნიშნული ეჭვს აღძრავს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი
პირების ჩარევის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პირები შესაძლოა ასევე გამოჩდნენ არასაპატრულო ავტომობილებში და დააკვირდნენ
შეკრებებს შორიდან ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე. უმრავლეს შემთხვევებში ეს არის „შკოდა
ოქტავიას“ ტიპის ავტომობილები. აღნიშნული სამართალდამცველები ჩვეულებრივ მოიხსენიება,
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული და კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტების წარმომადგენლები, მაგრამ შესაძლოა წარმოადგინონ სხვა
დეპარტამენტები და ინსტიტუტებიც.
56 6.1 თავში განხილულია სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელების მიერ განხორციელებული დაპატიმრება
- 30 -
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აკვირდებიან შეკრებას არასაპატრულო
ავტომობილიდან
დ) სპეცრაზმი - მძიმედ აღჭურვილი და შეიარაღებული რაზმები. ისინი ატარებენ შავ ჯავშანსა და
ჩაფხუტს დამცავი წინაფრებით. შეიარაღება შეიცავს რეზინის ხელკეტებსა და დამცავ ფარებს.
სპეცრაზმის ნაწილი შეიარაღებულია რეზინისტყვიებიანი პისტოლეტებითა და გაზის ცრემლსადენი
ყუმბარებით. აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი სპეცრაზმი გულისხმობს იმ ადამიანებს,
რომლებიც დაქირავებულნი არიან სწორედ სპეცრაზმისთვის, ისევე როგორც გაწვრთნილ ოფიცრებს,
რომლებიც მოქმედებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით. სპეცრაზმი იშვიათად ჩნდება,
ძირითადად მასობრივ ხასიათის მასშტაბურ შეკრებებზე და მხოლოდ და მხოლოდ დაშლის მიზნით.
სპეცრაზმის ოპერაციებს შეიძლება მხარს უჭერდეს სპეციალური ხმოვანი მოწყობილობები
ფსიქოლოგიური ზეგავლენისათვის, სატვირთო მანქანებითა და წყლის ჭავლით.
ქვემოთ წარმოდგენილია სტატისტიკა ზემოაღნიშნული პოლიციური ძალების წარმოდგენის ხარისხზე
მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ აქციებზე.
- 31 -
აქციებზე სხვადასხვა პოლიციის ძალების წარმოდგენის ხარისხი
საპატრულო პოლიცია წარმოდგენილი იყო უმრავლეს შემთხვევებში, 39 შეკრებაზე. „მოქალაქეები“
იდენტიფიცირებულნი იყვნენ მაღალი ალბათობით 18 შემთხვევაში. სპეცრაზმი გამოჩნდა მხოლოდ
ერთხელ.
აღნიშნული ცხრილი შეეხება პოლიციის დასწრების ყველა შემთხვევას, სამართლიანი დაკვირვებიდან
პირდაპირ ჩარევამდე. სვეტები აჩვენებენ პოლიციის ძალების წარმოდგენის ხარისხს. მეორე, მესამე და
მეოთხე სვეტების ჯამი ვერ მოგვცემს პირველ სვეტის მაჩვენებელს, რადგანაც შეკრებათა
უმრავლესობაზე ერთზე მეტი პოლიციური ძალა იყო წარმოდგენილი. სპეცრაზმი ჩაერია მხოლოდ
ერთხელ მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 26 მაისის მოვლენების დროს. სამოქალაქო
ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელების რიცხვი შეიძლება არ იყოს ზუსტი, რადგანაც მათი
იდენტიფიცირება არ არის ყოველთვის ადვილი. საპატრულო პოლიცია გულისხმობს პოლიციელებს
არა მხოლოდ საპატრულო ავტომობილებში, არამედ ასევე ქვეით პატრულებს და სხვა
იდენტიფიცირებად პოლიციელებს შესაბამის ფორმაში, გარდა სპეცრაზმისა.
ასევე იყო შემთხვევები, როცა არ მომხდარა პოლიციის მობილიზება შეკრების მცირე ზომისა და
ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო. ამ შემთხვევებში, საპატრულო პოლიცია სხვადასხვა
საშუალებებით იკვლევდა ღონისძიებას.
3 მარტს, ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფმა „არა“ მცირე ზომის შეკრების ორგანიზება მოახდინა
გორში. ღონისძიება დაიგეგმა, როგორც მხარდაჭერის აქტი რეგიონალური ოპოზიციური
სატელევიზიო არხის თრიალეთი ტვ-ის მიმართ. დემონსტრაცია გაიმართა რეგიონალური
ადმინისტრაციული შენობის წინ დაახლოებით 10 ადამიანის მონაწილეობით. შემთხვევით ჩამოიარა
საპატრულო პოლიციამ საპატრულო ავტომობილით, გაჩერდა დემონსტრანტებიდან დაახლოებით 30-
40 მეტრში და დააკვირდა მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში.57
57 მონიტორინგის ანგარიში - 03/03/2011
- 32 -
პოლიციის უფრო აქტიური ინტერესი გამოიწვია „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ 26 ივნისს
ორგანიზებულმა ფლეშმობმა. ფლეშმობი გაიმართა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის მოედანზე.
პატრულის თანამშრომელი მიუახლოვდა შეკრებას და იკითხა ორგანიზატორის ვინაობა და
ღონისძიების მიზანი. ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციელმა რაღაც ჩაინიშნა და ადგილი
დატოვა.58
ასეთი გადაცმული პირები დიდი ალბათობით გამოიყენებოდა იმისათვის, რომ მომხდარიყო
ინფორმაციის მოპოვება ანდა მალულად დაკვირვება იქ, სადაც ღიად არ იყო წარმოდგენილი
პოლიციური ძალა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
ფორმიანი პოლიციელი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ პოლიციელებთან ერთად „ადამიანის
უფლებათა ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ფლეშმობზე.
დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გადაცმული პოლიციელები აკვირდებოდნენ კრიტიკულად
განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ზემოაღნიშნულმა „ადამიანის უფლებათა
სახლის“ მიერ ორგანიზებულმა ფლეშმობმა 9 აპრილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე
გადაინაცვლა, სადაც მათ სამი არაიდენტიფიცირებული პირი დაედევნა. როცა ერთ-ერთი მონაწილე
შეეცადა სურათები გადაეღო მათთვის, მათ აგრესიულად უპასუხეს.59
58 მონიტორინგის ანგარიში - 26/06/2011
59 მონიტორინგის ანგარიში - 26/06/2011
- 33 -
პოლიციის ჩარევის ხარისხი ასახულია ქვემოთ წარმოდგენილ სქემაში. ინტერვენცია ამ შემთხვევაში
გულისხმობს პოლიციის ფიზიკურ ჩარევას შეკრების პროცესში, რათა შეზღუდოს დემონსტრანტთა
ქცევა, დააკავოს დამნაშავეები ან მთლიანად დაშალოს შეკრება. ქვემოთ წარმოდგენილი სქემა ასახავს
პოლიციის ჩარევის ხარისხს იმ შეკრებებზე, რომლებზეც მონიტორინგი განხორციელდა.
პოლიციის მიერ ფიზიკურად ჩარევის ხარისხი
მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული 50 შეკრებიდან 9-ზე დაფიქსირდა ძალის
გამოყენება. მათ შორის ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მანიფესტაციის პირდაპირ დაშლას.60
ცხრილის მიხედვით, პოლიციის მიერ ჩარევა არ ყოფილა ხშირი. თუმცა, დაფიქსირებული ჩარევები
არ იყო ყოველთვის თანმიმდევრული და კანონის შესაბამისი. ამის შედეგად ერთ შემთხვევაში ერთის
მხრივ ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ შეზღუდვებს, მეორეს მხრივ კი არასაკმარის რეაქციას.
6.1 „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერა: აღკვეთილი დემონსტრაცია
როგორც მონიტორინგმა აჩვენა, „მოქალაქეები“ ასევე ახორციელებდნენ დაკავებებს დამოუკიდებლად
საგანგებო სიტუაციებში ანდა მინიმალური საჯარო ყურადღების გამომწვევ სიტუაციებში. აღნიშნული
დაფიქსირდა 5 ივნისს, ჰოლივუდის ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერის დროს რუსთაველის
კინოთეატრში.
რამდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავი, მათ შორის ენდი გარსია, შერონ სტოუნი და ფილმის რეჟისორი
რენი ჰარლინი ესწრებოდნენ ფილმის პრემიერას. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ყველაზე
ცნობილმა აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა გზავნილი გაეკეთებინა სტუმრებისათვის
თავისუფლებისა და დემოკრატიის ნაკლებობის შესახებ ქვეყანაში. შეკრება დაიგეგმა ოპოზიციონერი
ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიც იმ დროს გაუჩინარებული იყო
60 აქციის სრული დაშლის შემთხვევები მოიცავს ვეტერანთა შიმშილობის აქციას იანვარში და „საჯარო კრების დემონსტრაციას“
26 მაისს. ორივე შემთხვევა განხილულია ანგარიშში.
- 34 -
26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. დემონსტრანტები მიზნად ისახავდნენ დაეკავებინათ
პლაკატები საპროტესტო გზავნილებით წითელი ხალიჩის გარშემო შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.
აღნიშნულ შეკრებაზე გაიგზავნა სამი მონიტორი. პოლიციამ წინასწარ დაბლოკა მთელი ახლომდებარე
ტერიტორია. თითოეული მიმდებარე ქუჩა გადაიკეტა. ჩვენმა მონიტორებმა დათვალეს დაახლოებით
20-მდე საპატრულო მანქანა, 300 პოლიციელი ლურჯ ფორმაში, მთავრობის უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლებით სავსე ორი ავტობუსი და 10 მანქანა, 30 მცველი კერძო კომპანია TOR-
დან.
17:30 საათზე ჩვენმა ორმა მონიტორმა დაინახა, თუ როგორ მიათრევდა ათი სამოქალაქო ტანსაცმელში
გადაცმული პოლიციელი საპატრულო მანქანისკენ ორ ქალბატონს რუსთაველის გამზირზე, 100
მეტრზე ნაკლებ მანძილზე კინოთეატრიდან. როცა მანქანასთან მიიყვანეს, მანქანამ დატოვა ადგილი
მაღალი სიჩქარით. ინციდენტი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მონიტორებმა ვერც კი მოასწრეს
გაეცნობიერებინათ რა მოხდა. „მამაკაცების ეს ჯგუფი შემდეგ დაიძრა კინოთეატრისაკენ. ჯერ ჩვენ
ვიფიქრეთ, რომ ისინიც დემონსტრანტები იყვნენ, რადგანაც ხელში ეკავათ დაკეცილი პლაკატები,
მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერეთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, რადგანაც მიუახლოვდნენ
თბილისის პოლიციის უფროსს ბატონ გეგეჭკორს (რომელიც ასევე სამოქალაქო ტანსაცმელს
ატარებდა), ხელი ჩამოართვეს მას და გადასცეს პლაკატები.“61
მონიტორებმა ვერ მოახერხეს დაკავებული პირების იდენტიფიცირება, რადგანაც შეუძლებელი იყო
მათი სახეების დანახვა, მაგრამ მოგვიანებით იმ დღესვე გაირკვა რომ ოთხი პირი დააკავეს
ზემოაღნიშნულ მოვლენებთან კავშირში. ეს პირები იყვნენ: ლაშა ჩხარტიშვილი, თეონა ქარდავა,
ირინა ბათიაშვილი და მაია ბათიაშვილი. ჩხარტიშვილს მიუსაჯეს ათი დღით ადმინისტრაციული
დაკავება ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ქალი მონაწილეები
დააჯარიმეს 400 ლარით იგივე ბრალდებებით და გაათავისუფლეს სასამართლოს დარბაზიდან.62
მონიტორებთან დამატებითი კონსულტაციების შედეგად, განვსაზღვრეთ, რომ პირები, რომლებმაც
დაკავება განახორციელეს, არ იყვნენ იდენტიფიცირებადი, როგორც პოლიციელები და არ
მოქმედებდნენ პოლიციელებთან ერთად დაკავების საწყის ფაზაში. ამას გარდა, არ არსებობდა
არავითარი სამართლებრივი საფუძველი დემონსტრანტთა დასაკავებლად „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად. დაკავებული მოქალაქეების მხრიდან
ადგილი არ ჰქონია ძალადობას, მათ არ გადაუკეტავთ და ხელი არ შეუშლიათ ტრანსპორტის
მოძრაობისათვის, (რუსთაველის გამზირზე იმ მომენტში არ მოძრაობდა ტრანსპორტი, რადგანაც ქუჩა
გადაკეტილი იყო დაგეგმილი პრემიერის გამო). მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სხვა ნორმის
დარღვევას. ასევე რთულია, დაკავება დავუკავშიროთ შეკრებებთან დაკავშირებული რეგულაციების
დარღვევას დემონსტრანტთა სიმცირის გამო და იმ ფაქტის გამო, რომ საპროტესტო დემონსტრაციის
გამართვის გეგმა არც კი განხორციელებულა დაკავების მომენტში.
მიუხედავად წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძვლებისა, მოქალაქეთა დაკავების ფაქტი
ზემოაღნიშნულ ვითარებაში ეჭვს აღძრავს პოლიციის ქმედებების შესაბამისობასთან დაკავშირებით
რამდენიმე მთავარ პრინციპთან. კერძოდ, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების 150-ე პუნქტი
გულისხმობს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მოქმედების განხორციელებამდე უნდა გააკეთონ
61 მონიტორინგის ანგარიში - 05/06/2011
62 http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=13455&lang=eng
- 35 -
გაფრთხილება. აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნულ
ინციდენტში.
6.2. დემონსტრანტთათვის საკუთრების ჩამორთმევა და მიდგომათა არათანმიმდევრულობა
ზოგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები ინტერვენციას ახდენდნენ იმისათვის, რომ
განსაზღვრული ქონება წაერთმიათ დემონსტრანტათვის. აღნიშნულს ჰქონდა ადგილი ადვოკატების
მიერ გამართულ შიმშილობის აქციის შემთხვევაში პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის
გამზირზე. პროტესტის ორგანიზება მოახდინა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრაქტიკოსი
იურისტების მხარდაჭერით 17 მაისს. რადგანაც შიმშილობა უნდა გაგრძელებულიყო 5 დღე,
დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბალიშები, საბნები, მინერალური წყალი და სიგარეტის კოლოფები.
დაახლოებით 16:45 საათზე, შეკრების დაწყებიდან საათნახევარში, პოლიციელების დიდი ჯგუფი
მიუახლოვდა დემონსტრაციას. პოლიცია გარს შემოერტყა დემონსტრანტებს და წაიღო ყველაფერი,
მათ შორის სიგარეტები, წყალი და რეპროდუქტორები.63 დემონსტრანტების მხრიდან ადგილი არ
ჰქონია წინააღმდეგობას.64
მსგავს ინციდენტს ჰქონდა ადგილი 31 მაისს გაეროს ადამიანის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
შენობის წინ თბილისში, როცა ირანის ორმა მოქალაქემ, თავშესაფრის მაძიებელმა, ბატონმა ომიდ
ისმაილი ზადეჰმა და ლტოლვილმა ისმაილ პაშაბაიმ, რომელიც გადასახლების ქვეყნის განსაზღვრის
მოლოდინშია, მოითხოვეს პირობების გაუმჯობესება ლტოლვილებისათვის მთელს მსოფლიოში.
დემონსტრანტებმა გამართეს კარვები, რომლებშიც ძილს განიზრახავდნენ ღამის განმავლობაში,
რადგანაც გეგმავდნენ აქციის გაგრძელებას რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მონიტორების მისვლიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა ორი პატრულის თანამშრომელი.
დემონსტრანტებზე შორიდან დაკვირვების შემდეგ, ოფიცრები მიუახლოვდნენ მათ, მოსთხოვეს
აეღოთ კარავი და დაემუქრნენ კარვის განადგურებით, თუ ამას არ გააკეთებდნენ. დემონსტრანტებმა
უარი თქვეს კარვის აღებაზე.
ერთ საათში დაახლოებით 20 პოლიციელი, მათ შორის ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში მიუახლოვდა
სცენას. ისინი უხეშად მიმართავდნენ დემონსტრანტებს და უთითებდნენ მათ მოქალაქეობაზე, ასევე
აკეთებდნენ სხვა რასისტულ/ნაციონალისტურ კომენტარებს.65
კიდევ რამდენიმე გაფრთხილების გაკეთების შემდეგ, პოლიციელებმა დაიწყეს მოქმედება: მათ
დემონსტრანტები გამოათრიეს კარვიდან, დაშალეს და თან წაიღეს კარავი. როცა ომიდ ისმაილი
ზადეჰმა სხვა საბანი გაფინა მიწაზე და მასზე დაჯდა, ერთი პოლიციელი დაბრუნდა, ხელი კრა და
საბანი წაიღო.66
სხვა მსგავს შემთხვევებში, პოლიციის თანამშრომლებს თავი შეუკავებიათ ასეთი ქმედების
განხორციელებისაგან.
63 ინციდენტი ჩაიწერა პალიტრა ტვ-მ. ვიდეო ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: http://www.palitratv.ge/akhaliambebi/
politika/4594-parlamentthan-mimdinare-aqciis-monatsileebi-daarbies.html
64 მონიტორინგის ანგარიში - 17/05/2011
65 „ირანელებმა ამხელა მიწა წაგვართვეს და კიდევ რამე უნდათ?!“ - განაცხადა ერთმა პოლიციელმა
66 მონიტორინგის ანგარიში -31/05/2011
- 36 -
24 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარეობდა „სახალხო კრების“ მასშტაბური
აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა რეჟიმის ცვლილებას. ჩვენი მონიტორების ანგარიშების თანახმად,
დემონსტრანტებმა გამართეს რამდენიმე კარავი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მოპირდაპირე
მხარეს. ამას გარდა, ტერიტორია დაიკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებიც
წარმოადგენდნენ „სახალხო კრებას,“ ატარებდნენ ნიღბებს და ხელში ეჭირათ ჯოხები. პოლიციას არ
მოუხდენია ინტერვენცია, თუმცა თანამშრომლები მთელი დღე აკვირდებოდნენ მოვლენებს.67
სამართლებრივ ნორმებთან კავშირში უნდა აღინიშნოს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ საქართველოს კანონი“ არ განსაზღვრავს შეზღუდვებს კარვების, საბნებისა და სხვა
ობიექტების წარმოდგენის შესახებ თუ ისინი ხელს არ უშლიან ტრანსპორტის მოძრაობასა და საჯარო
ცხოვრებას. სახალხო დამცველი განსაკუთრებით შეეხო კარვების თემას 2010 წლის ყოველწიურ
ანგარიშში, რომელიც აცხადებს, რომ ასეთი ობიექტები არ უნდა შეიზღუდოს, რადგანაც ისინი „არ
კეტავენ გზას და ხელს არ უშლიან ტრანსპორტის მოძრაობას.“68
6.3. პოლიციის უმოქმედობისა და მოთმინების გამოვლენის შემთხვევები
ზოგ შემთხვევაში პოლიციელებმა გამოიჩინეს გონივრული მოთმინება და თავი შეიკავეს
მოქმედებისაგან. კერძოდ, 18 აპრილს, ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა
მოახდინა დემონსტრაციის ორგანიზება წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კერძო სატელევიზიო კომპანია
„სილქნეტის“ წინ რათა გაეპროტესტებინა კომპანიის გადაწყვეტილება, ოპოზიციური ტელეარხის
მაესტროს არდაშვებაზე სილქნეტის სერვის პაკეტში.
აქციიდან ნახევარ საათში შალვა რამიშვილმა გადაკვეთა ქუჩა და მიუახლოვდა პოლიციელებს,
რომლებიც აქციას შორიდან აკვირდებოდნენ. ჩვენი მონიტორის ანგარიშის თანახმად, ბატონი
რამიშვილი ცდილობდა მოეხდინა პოლიციელების პროვოცირება. „მე თქვენს შესამოწმებლად
მოვედი“ - რამიშვილი იძახდა ხმამაღლა. „თქვენს შორის რომელია ზაზა ბეგაშვილის ძმა?“69 შემდეგ ის
მიუახლოვდა ორ სხვა მამაკაცს, რომლებიც ახლოს იდგნენ და რომლებიც სავარაუდოდ ასევე
პოლიციელებს წარმოადგენდნენ, თუმცა ატარებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს. ჟურნალისტი
დაინტერესდა მათი ვინაობით. იგი ცდილობდა გაერკვია წარმოადგენდნენ თუ არა ისინი პოლიციას
და თუ ეს ასე იყო, რატომ არ ატარებდნენ ფორმას. მამაკაცებმა ადგილი სწრაფად დატოვეს, რამიშვილი
დაედევნა მათ და აგრძელებდა შეკითხვების დასმას.70
პოლიციელების რეაქცია იყო ძალიან მშვიდი. ოფიცრებს არანაირი პასუხი არ გაუციათ რამიშვილის
მოქმედებებზე. მათ არც უცდიათ შეეზღუდათ მისი ქცევა და არც აქციის მსვლელობაში ჩარეულან.
შედეგად, რამიშვილი რამდენიმე წუთში დაუბრუნდა დემონსტრანტებს და ინციდენტი თავიდან იქნა
აცილებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ რამიშვილს არ დაურღვევია კანონი. მან გამოიყენა კანონმდებლობით
დადგენილი უფლება მიახლოებოდა პოლიციის თანამშრომლებს არაძალადობრივი გზით. აქ
მნიშვნელოვანია პოლიციელების მიერ გამოვლენილი მოთმინება, რომლებიც შეეცადნენ
დაპირისპირება თავიდან აეცილებინათ, რაც მისასალმებელია. თუმცა, ამ შემთხვევაში წუხილს იწვევს
67 მონიტორინგის ანგარიში - 24/05/2011
68 სახალხო დამცველი 2011; გვერდი 175; ანგარიში ხელმისაწვდომია:
http://ombudsman.ge/files/downloads/en/rthhchgdjhxcwxayjhpx.pdf
69 ზაზა ბეგაშვილი წარმოადგენს მმართველი პარტიის წევრს და თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს
70 მონიტორინგის ანგარიში 18/04/11
- 37 -
პოლიციელების არათანმიმდევრულობა დემონსტრანტთა ქმედებების მიმართ სხვადასხვა აქციებზე.
ზემოაღნიშნული საქმე შეიძლება შევადაროთ 7 მაისს რუსთავში განხორციელებული დაკავებების
სერიის შემთხვევას, რომელიც ზემოთ იქნა განხილული და ვეტერანთა დემონსტრაციას. „ადამიანის
უფლებათა ცენტრს“ რეაგირება მოუხდენია დემონსტრანტთა დაკავებებზე გაცილებით უფრო
ნაკლებად პროვოკაციულ შემთხვევებში წარსულში.71
6.4 ვეტერანთა შიმშმილობის აქციის ჩახშობა გმირთა მოედანზე
ვეტერანთა შიმშილობის აქცია წარმოადგენდა პირველ შეკრებას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
და წლის პირველ მთავარ ინციდენტს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები არ დასწრებიან
ინციდენტის ადგილს, შესაბამისად, ანალიზი ეყრდნობა ინციდენტის შესახებ ხელმისაწვდომ ვიდეო
მასალას, მოწმეების განცხადებებსა და ხელისუფლების ორგანოებისაგან მოთხოვნილ ინფორმაციას.
აფხაზეთის პირველი ომისა და 2008 წლის რუსეთთან ომის ვეტერანებმა გამართეს საპროტესტო აქცია
გმირთა მოედანზე დეკემბრის ბოლოს. მათ მოთხოვნას წარმოადგენდა ვეტერანთა სოციალური
დაცვის გაუმჯობესება. აქცია მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში 2011 წლის 3 იანვრამდე,
როცა პოლიცია მიუახლოვდა დემონსტრანტებს და შეეცადა მოეხდინა მათი იძულება დაეტოვებინათ
ტერიტორია. უარის მიღების შემდეგ, პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება. დაკავების პროცესში კი
ეუბნებოდნენ, რომ ისინი დემონსტრაციებით ვერავის შეაშინებენ.72
აქციაზე წარმოდგენილი სამართალდამცავები შეიცავდნენ ფეხით მოსიარულე თანამშრომლებს,
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საპატრულო ავტომობილებში და დიდი რაოდენობით
სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ პოლიციელებს. დაკავებები განახორციელეს რეგულარულმა
პოლიციელებმა „მოქალაქეების“ მხარდაჭერით, რომლებიც ზღუდავდნენ სხვა პირების მიერ
ადგილზე მისვლას.
2 იანვარს განხორციელებულ სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით ორი მთავარი
პრობლემაა. პირველ რიგში, ინტერვენცია დაკავებების ფორმით არ იქნა გამართლებული
საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით; მეორე; იმ შემთხვევაშიც კი
ინტერვენცია რომ გამართლებულიყო, გამოყენებული ძალა იყო აშკარად არაპროპორციული,
რადგანაც ვიდეო მასალა აჩვენებს, როგორ სცემდნენ დაკავებულ დემონსტრანტებს არარეგულარული
პოლიციის წარმომადგენლები.73
არარეგულარულმა პოლიციის ძალებმა სცემეს ასევე ქალბატონი. აღნიშნული ფაქტი გადაიღეს
ვიდეოთი. კადრზე აღბეჭდილი პოლიციელი აღმოჩნდა ოთარ გვენეტაძე.74 იგი რამდენიმე დღეში
სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ვეტერანთა შიმშილობის აქციაზე ჯამში 10 ადამიანი დააკავეს. სასამართლო პროცესი გაიმართა 10
იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო მოსმენაზე არ დაუშვეს დაკავებულების
ნათესავები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ სხვა
71 უფლებადამცველების სამხრეთკავკასიურმა ქსელმა გააკეთა განცხადება მშვიდობიანი ფლეშმობის მონაწილეთა
დაპატიმრების შესახებ: http://caucasusnetwork.org/index.php?a=main&pid=224&lang=eng
72 ვიდეომასალა ინციდენტიდან: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/605-policiam-moshimshile-veteranebis-aqciadashala-
akhali-masala.html
73 ვიდეომასალა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ სცემენ „მოქალაქეები“ ვეტერანებს:
http://www.youtube.com/watch?v=FQnlfJ2miFI&feature=related
74 ვიდეო აჩვენებს, თუ როგორ სცემს გვენეტაძე ქალს: http://www.youtube.com/watch?v=gk7n3Qz50YY&feature=related
- 38 -
დაინტერესებული მხარეები. დაკავებულები დამნაშავედ ცნეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის
კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ განსაზღვრავს
შესაძლო შეზღუდვებს რამდენიმე ძირითადი საფუძვლით.75 ეს საფუძვლებია საჯარო სივრცესთან,
შინაარსთან, ხმაურთან, გარემოსთან, დროსთან, ადგილთან და აქციის ხასიათთან დაკავშირებული
შეზღუდვები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე არ
იყენებდა საჯარო სივრცეს, იყო მშვიდობიანი, წინასწარგამოცხადებული დასრულების ვადით, აქ
მხოლოდ დროზე, ადგილსა და ხასიათზე დაფუძნებული შეზღუდვები შეიძლება იქნას
გამოყენებული. აღნიშნული დისპოზიცია საშუალებას აძლევს ხელისუფლების ორგანოებს
განსაზღვრონ შეზღუდვები აქციის მსვლელობისას, მაგრამ ითხოვს მყარ საფუძველსა და გონივრული
ალტერნატივის შემოთავაზებას, რაც არ მომხდარა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია თბილისის მერიისაგან ვეტერანთა
აქციის შესახებ.76 წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მერიას, რომელიც პასუხისმგებელია
შეკრებების ადმინისტრირებაზე თბილისში არ წარმოუდგენია არავითარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიმართ ვეტერანთა აქციაში ინტერვენციის თხოვნით. გადაწყვეტილების მიმღები
პირისა თუ ორგანოს ვინაობა აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით უცნობია. „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი“ მიუთითებს არა მხოლოდ შესაბამის
მუნიციპალიტეტებზე, არამედ ასევე საქართველოს მთავრობაზე, როცა საკითხი დგება ინტერვენციის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. დასაბუთებას ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო
ბუნდოვანს ხდის ის ფაქტი, რომ ვეტერანების შიმშილობა უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში
ადგილისა და აქციის ხასიათის ცვლილების გარეშე მიმდინარეობდა.
7. „სახალხო კრების“ 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციები
7.1. სახალხო კრება
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩამოსცილდა „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“ (მმართველ პარტიას) და შეუერთდა ოპოზიციას 2008 წლის დასაწყისში. სახალხო კრება
მისი ლიდერობის ქვეშ ჩამოყალიბდა მთავარი მიზნით: ეთამაშა მთავარი როლი რეჟიმის
ცვლილებისათვის ქვეყანაში. მისი არსებობის მანძილზე, სახალხო კრებას შეუერთდნენ ყოფილი
მთავრობის პირები, ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფები და ქართული საზოგადოების გამორჩეული
წევრები, მათ შორის სპორტსმენები და კულტურის მოღვაწენი.
„სახალხო კრებამ“ ხანგრძლივი მომზადება გაიარა დაგეგმილი რეჟიმის ცვლილებისათვის. მცირე
მასშტაბის საპროტესტო აქციები ტარდებოდა თბილისსა და რეგიონებში. სახალხო კრების
წარმომადგენლები პროვინციებსა და ქალაქებში ემზადებოდნენ მოქალაქეთა მობილიზაციისათვის
გადამწყვეტი აქციისათვის.
75 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ: სექცია 1, მე-3 თავი
76 რეაგირება თბილისის მერიისაგან 11/120680-7; თარიღი - 17/10/2011
- 39 -
ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ გადამწყვეტი აქცია გაიმართება 21 მაისს და დასრულდება
ნაციონალური მოძრაობის გაძევებით მთავრობიდან.77 ბევრი ვარაუდობდა, რომ მაისის მოვლენები
იყო ბოლო შანსი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისათვის.78
7.2. 21 მაისი
„მთავარი ბრძოლა“ რეჟიმის ცვლილებისათვის, როგორც სახალხო კრებამ გამოაცხადა, დაიგეგმა 21
მაისს. ორგანიზატორები გეგმავდნენ მცირე ზომის აქციების ჩატარებას 5 სხვადასხვა ადგილზე,
საბოლოო დანიშნულების ადგილთან, თავისუფლების მოედანთან ახლოს და გეგმავდნენ აღნიშნული
აქციების გაერთიანებას დღის ბოლოს.79 მონიტორები გაიგზავნა ყველა დაგეგმილ აქციაზე და
დაევალათ თან გაჰყოლოდნენ დემონსტრანტებს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. აქციებზე
წარმოდგენილი იყო დემონსტრანტები მცირერიცხოვანი რაოდენობით. რაოდენობა მერყეობდა 60-დან
(გმირთა მოედანი) 1000-მდე (ავლაბრის მეტროსადგურთან).
შუადღისას დემონსტრაციებმა დაიწყო თავისუფლების მოედანზე გადანაცვლება, სადაც
მოსალოდნელი იყო დიდი რაოდენობით დემონსტრანტის გამოცხადება, რადგანაც მოქალაქეები
გეგმავდნენ იქ შეერთებოდნენ აქციას გადამწყვეტ ფაზაში. შედეგად, თავისუფლების მოედანზე
შეიკრიბა დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე ადამიანი, ჩვენი მონიტორების ანგარიშების თანახმად.80
აქტივისტთა განმასხვავებელი ნიშნები იყო დროშები სქელი პლასტმასის ტარებით, მაისურები
სლოგანებითა და ანტი-სამთავრობო პლაკატები ხის ფარებზე.
21 მაისს მრავალრიცხოვანი მტკიცებები გაცხადდა აქტივისტთა მასობრივ, პრევენციული ხასიათის
უსაფუძვლო დაკავებებზე. „სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნულ ფაქტებს თავის
განცხადებაშიც მოიხსენიებდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოიკვლია აღნიშნული „პრევენციული“
დაკავებები ანგარიშში 26 მაისისა და დაკავშირებული მოვლენების შესახებ. საიამ მოიპოვა „სახალხო
კრების“ შვიდი წევრისა და მხარდამჭერების ჩვენებები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დაგეგმილი
ღონისძიებების ორგანიზებაში სხვადასხვა დონეზე. ყველა გამოკითხული მოქალაქე დააკავეს
დემონსტრაციის გარეთ მათი ყოველდღიური საქმიანობისას აშკარად უსაფუძვლო ბრალდებებით.81
ამას გარდა, ღია საშუალებები წარმოადგენდნენ ინფორმაციას ე.წ. მარშუტკებისა და რეგიონებიდან
თბილისში მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების შესახებ.82 დემონსტრანტები
ერთმანეთს უზიარებდნენ 21 მაისიდან მოყოლებული რეპრესიებისა და დაკავებების ისტორიებს
თავისუფლების მოედანზე თავიანთ საუბრებში.
77 http://www.civil.ge/eng/article.php?id=23399
78 http://www.messenger.com.ge/issues/2361_may_23_2011/2361_edit.html
79 დანიშნულების ადგილებს წარმოადგენდა: ვარდების მოედანი, ავლაბრის მეტროსადგური, გმირთა მოედანი, თავისუფლების
მოედანი, ფილარმონიის შენობა (რუსთაველის გამზირი).
80 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
81 საია - 26 მაისი: თავი 1.3, გვერდი 14. ანგარიში ხელმისაწვდომია ლინკზე:
http://gyla.ge/attachments/1166_angarishi%2026%20maisi%20ENG.pdf
82 http://civil.ge/eng/article.php?id=23476&search=
- 40 -
კერძოდ, 16:30 საათზე, ქალბატონი მიუახლოვდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორს და
სთხოვა დახმარება გაეწიათ მისი ვაჟისთვის, რომელიც პოლიციის მანქანამ წაიყვანა და არ არსებობდა
ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ.83
პოლიციის რაოდენობა თავდაპირველ აქციაზე დაბალი იყო. არ დაფიქსირებულა რაიმე სპეციალური
მობილიზაცია. ერთადერთ საპოლიციო ძალას წარმოადგენდა საპატრულო პოლიცია, რომელიც
არეგულირებდა ტრანსპორტის მოძრაობას საჭიროების შემთხვევაში. ამას გარდა, დაახლოებით
თორმეტი პოლიციელი, მათ შორის თბილისის პოლიციის უფროსი ბატონი გეგეჭკორი დააფიქსირეს
დემონსტრაციასთან შორიახლოს, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ შენობის წინ, რომელიც
თავისუფლების მოედნიდან 200 მეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ სამოქალაქო ფორმაში
ჩაცმულ პოლიციელებს ხელში ეჭირათ პლასტმასის ჯოხები, რომლებიც დემონსტრანტების დროშებს
ეკეთა და გაურკვეველია როგორ მოიპოვეს აღნიშნული ნივთები ისე, რომ არ წაერთმიათ ისინი
დემონსტრანტებისათვის.
„სახალხო კრების“ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 21 მაისს
18:00 საათზე ორგანიზატორები დაიძრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი
სატელევიზიო არხის შენობისაკენ, რომლის სათაო ოფისები განლაგებულია აქციის ადგილიდან
რამდენიმე კილომეტრში.84 ჩვენი ერთ-ერთი მონიტორი გაემართა პირდაპირ საზოგადოებრივი
მაუწყებლის შენობისაკენ, რომ დაკვირვებოდა მომზადების პროცესს. დაახლოებით 18:00-ზე ხალხმა
დაიწყო შენობის წინ შეკრება, მაგრამ მათმა რიცხვმა მხოლოდ 200-ს მიაღწია, სანამ მათ არ
შეუერთდნენ თავისუფლების მოედნიდან მომავალი დემონსტრანტები. „ამავე დროს,
არაიდენტიფიცირებული ახალგაზრდების საეჭვო ჯგუფმა დაიწყო მათ ირგვლივ მოგროვება და
რთული იყო იმის განსაზღვრა, „სახალხო კრების“ მხარდამჭერები იყვნენ ისინი თუ პოლიციელები
83 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
საზოგაოებრივი მაუწყებელი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასე რომ, ის ოპოზიციის პირველ სამიზნეს
წარმოადგენს ყოველთვის, როცა მედიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოების შესახებ პრობლემები წარმოიქმნება.
84 http://civil.ge/eng/article.php?id=23478&search=
- 41 -
სამოქალაქო ტანსაცმელში.85 ამავე დროს, მოვიდნენ არარეგულარული საპოლიციო ძალების
ეშელონები და დაიკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, შევიდნენ რა შენობაში უკანა
კარიდან86. ამავე დროს, მოხდა მათი მომარაგება ხელკეტებითა და ფარებით.
თავისუფლების მოედნიდან წამოსული დემონსტრანტები აქციას შეუერთდნენ 18:50-ზე.
დემონსტრაციაზე იყო დაახლოებით 15-18 ათასი ადამიანი. დაახლოებით 19:45 საათზე, „სახალხო
კრების“ ლიდერმა ბურჯანაძემ მოითხოვა საეთერო დრო, რათა მიემართა საზოგადოებისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობამ დააკმაყოფილა მოთხოვნა წინა წლების მსგავსი
სიტუაციებისაგან განსხვავებით და საეთერო დრო გამოუყო ოპოზიციას.
21 მაისს მონიტორებმა ორი მნიშვნელოვანი რამ დააფიქსირეს:
პირველი, მონიტორებმა შენიშნეს რამდენიმე სნაიპერი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის თავზე.
ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავების, განსაკუთრებით სნაიპერების ყოფნის
კანონიერება შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეუთოს
სახელმძღვანელო პრინციპები ნათლად განსაზღვრავს, რომ დემონსტრანტებს უნდა ჰქონდეთ
უსაფრთხოების შეგრძნება და სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ რომ მათი ქმედებები არ
იყოს პირდაპირ მიმართული შეკრებილი ხალხის დაშინებისაკენ.
მეორე მნიშვნელოვან ცნობას წარმოადგენდა ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტის აღიარება,
რომელიც მონიტორს ესაუბრა. აქტივისტმა განაცხადა, რომ დასაწყისში ისინი გეგმავდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრას, მაგრამ ორგანიზატორებმა თავი შეიკავეს მწვანე შუქი
აენთოთ მათთვის მოსვლის მომენტში.87
7.3 21 მაისი ბათუმში და დაპირისპირება პოლიციასთან
„სახალხო კრების“ აჭარის ფილიალმა მოაწყო თანადროული აქცია ე.წ. ერას მოედნზე ბათუმში. აქცია
დაიწყო დაახლოებით 16:00-ზე, დაგეგმილზე ერთი საათით გვიან და აქციის პიკისას დაფიქსირდა
4000-მდე მონაწილე.88 ორგანიზატორმა ცოტნე ანანიძემ აქციის შეფერხება დაუკავშირა აქტივისტებზე
განხორციელებული პრევენციული ხასიათის ზეწოლის ფაქტებსა და სატრანსპორტო საშუალებების
ჩამორთმევას სამართალდამცავი ორგანოების მიერ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორებს
გაუზიარეს მტკიცებები იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელიც მონაწილეებს ექმნებოდათ აქციის
დაგეგმილ ადგილამდე მგზავრობისას.
ე.წ. მარშუტკის მძღოლი ზაზა გელაშვილი წარმოადგენდა ერთ-ერთ დაზარალებულს. როცა ჩვენს
მონიტორს ესაუბრა, გელაშვილმა განაცხადა, რომ იგი ადგილზე მიემგზავრებოდა თავისი
მარშუტკით, ნომრით LLS 298, როცა პოლიციელმა გააჩერა იგი ქობულეთში, აჭარის ავტონომური
რესპუბლიკის ერთ-ერთ რეგიონალურ ცენტრში. პოლიციამ ბრალი დასდო, რომ სიჩქარეს გადააჭარბა,
თუმცა არ აუხსნიათ ზუსტად რა მონაკვეთში ან ვინ იყო სიჩქარის გადაჭარბების მოწმე.
85 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
86 საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად მობილიზებული პოლიციელები არ წარმოადგენდნენ ჩვეულებრივ საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებს.
87 მონიტორინგის ანგარიში - 05/2011
88 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
- 42 -
პოლიციელები აჭარის მთავრობის შენობის უკან პატრულირებდნენ. ეს იყო დაახლოებით 30
პოლიციელი, სამზე მეტი საპატრულო ავტომობილით, რომლებიც განუწყვეტლივ პატრულირებდნენ
ახლომდებარე ტერიტორიებზე. ჩვენმა მონიტორმა ასევე ამოიცნო აჭარის მაღალჩინოსანი ოფიცრები,
რომლებიც დემონსტრაციას შორიდან აკვირდებოდნენ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აქცია გაგრძელებულიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის
შენობის წინ გამოცხადდა 18:20 საათზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს
თბილისშიც 18:00 საათზე, რასაც მივყავართ დამაჯერებელ ვარაუდამდე, რომ ადგილის შეცვლა იყო
კოორდინირებული გეგმის ნაწილი.
თუმცა, ამ დროისათვის დემონსტრაციაზე ხალხის რაოდენობა უკვე მცირდებოდა. ხალხის
რაოდენობა 4000-დან დაახლოებით 1000-მდე შემცირდა.
დემონსტრაცია ერას მოედნიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე იყო მშვიდობიანი და
ხანმოკლე, რადგანაც მანძილი მათ შორის მხოლოდ 200 მეტრია. დემონსტრანტთა მოთხოვნას
მაუწყებლის მიმართ წარმოადგენდა აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება. ერთ-ერთმა
ორგანიზატორმა, ბატონმა მურმან დუმბაძემ ტელევიზიის მმართველობას მისცა 15 წუთი კარის
გასაღებად და მათი მოთხოვნების წერილობითი ფორმით მისაღებად; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი
დაემუქრნენ, რომ კარს საკუთარი ძალებით გააღებდნენ. როცა ჯგუფი დროს ითვლიდა, პოლიცია
შეტევაზე გადმოვიდა.89 შეტევა განხორციელდა დაახლოებით 15 მამაკაცის90 იზოლირებული ჯგუფის
მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მისამართით ქვების სროლის პასუხად. შედეგად
ჩაიმსხვა შენობის ფანჯრები და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. შემტევ სამართალდამცავ ძალას
წარმოადგენდა პოლიცია და ე.წ. ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებული
პირები, რომელთაც ხშირად უკავშირებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს. პოლიციელები
დემონსტრანტებს ხელებითა და მათგან წართმეული დროშის ტარებით უტევდნენ, გაქცეულ
დემონსტრანტებს მისდევდნენ და ადგილზე სცემდნენ.91 პოლიციელების რაოდენობამ დაახლოებით
200-ს მიაღწია. საზოგადოებრივი მაუწყებლის უსაფრთხოების პოლიციის დაახლოებით 100 წევრი იყო
ასევე წარმოდგენილი.
იმ პირთა იდენტიფიკაცია, რომლებიც შენობას ქვებს ესროდნენ, არ მომხდარა. იყო მტკიცებები, რომ
დემონსტრანტთა შორის იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელებიც და მათ
შეეძლოთ პროვოკაციის მოწყობა, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არ დამტკიცებულა.
დაპირისპირება ხუთ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. აქციის დაშლის შემდეგ, დაახლოებით 200
ადამიანი დაუბრუნდა ერას მოედანს, სადაც გადაწყვიტეს ღამის გათენება.
გარემოებათა ანალიზის შედეგად ვლინდება ორი ძირითადი დარღვევა: პირველ რიგში, ქვების სროლა
და ფანჯრების ჩამსხვრევა არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიან ქმედებად, რადგანაც
დემონსტრანტები თავად ახდენენ ძალადობის ინიცირებას, რაც ინტერვენციის გამამართლებელი
საფუძველია. მეორე რიგში, ულტიმატუმს სატელევიზიო სადგურის მიმართ შესაძლოა ასევე
89 http://www.youtube.com/watch?v=OG_KqyC27uk ვიდეო აჩვენებს ქაოტურ სცენას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ და
შეტევის დასაწყისს.
90 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
91 http://civil.ge/eng/article.php?id=23479&search=
- 43 -
წარმოედგინა სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო ჩარევისათვის, რადგანაც ეს შეიძლებოდა
მიჩნეული ყოფილიყო „ძალადობის გარდაუვალ საფრთხედ.“
რაც შეეხება არაიდინტიფიცირებული მოქალაქეების მიერ გამოვლენილ ძალადობას (ქვების სროლას):
სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან არა მხოლოდ საჯარო
უსაფრთხოება, არამედ თავად აქციაც. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს სამართალდამცავების ორი მთავარი
ვალდებულება: პირველი; მათ უნდა განსაზღვრონ ინვიდუალური დამნაშავეები (რომლებიც
შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ შეკრებილი მოქალაქეებისათვის) და „არ მოეპყრან მთელს
ჯგუფს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ანდა იძულებით დაშალონ აქცია (როგორც ბოლო
საშუალება).“92 მეორე; როგორც სახელმძღვანელო პრინციპები განსაზღვრავს, პატარა ჯგუფის
ძალადობრივმა დაშლამ არ უნდა გამოიწვიოს მთლიანად აქციის დაშლა. სახელმძღვანელო
პრინციპები ავალდებულებენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს „განახორციელონ სათანადო
მოქმედებები, რათა აღკვეთონ აგენტი პროვოკატორები, ნაცვლად იმისა, რომ შეწყვიტონ თუ დაშალონ
აქცია ან გამოაცხადონ ის არალეგიტიმურად.“93 ამ შემთხვევაში, პატარა ჯგუფის აგრესია, მიუხედავად
იმისა, იყვნენ თუ არა ისინი პროვოკატორები, ვერ იქნებოდა საფუძველი აქციის დაშლისათვის.
რაც შეეხება ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ ულტიმატუმს: ძალადობის გარდაუვალი
საფრთხე, რასაც ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში
მოხსენიებულია, როგორც შესაძლო საფუძველი აქციის დაშლისათვის და შეუძლია გაამართლოს
სამართალდამცავთა მოქმედება განსაზღვრულ შემთხვევაში.94 თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ
იგივე თავის 155-ე მუხლი აცხადებს, რომ „ჩარევის უფლებამოსილების გამოყენება ყოველთვის არ
უნდა მოხდეს.“ ძალადობრივი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სამართალდამცავებმა უნდა
გამოიყენონ მოლაპარაკების მცდელობა.95
როგორც ზოგადი შეფასება უნდა აღინიშნოს, რომ ჩარევის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს
გამართლებული. თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, უმჯობესი იქნებოდა ადგილი ჰქონოდა
მონაწილეებთან მოლაპარაკების მცდელობას არალეგიტიმურ ულტიმატუმთან დაკავშირებით.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაკვირვებას წარმოადგენდა ის, რომ თავდამსხმელები მიზნად იღებდნენ
ჟურნალისტებსაც. მაგალითად, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს უბრძანეს
წაეშალა ყველა ფოტო. გარდა ამისა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა მოქალაქემ ნება არ მისცა
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს გადაეღო სურათები96. აღნიშნული აშკარად აღვევს
იმ პირთა უფლებებს, რომლებიც აქციას იღებენ ფოტოთი თუ ვიდეოთი: „მონაწილეთა თუ მესამე
პირთა მიერ ფოტოების ან ვიდეოს გადაღება საპოლიციო მოქმედებებზე არ უნდა აღიკვეთოს და
ნებისმიერი მოთხოვნა გადაღებული მასალის, ფირისა თუ ციფრული გზით ჩაწერილი
გამოსახულებების სამართალდამცავთათვის ჩაბარებისა უნდა დაექვემდებაროს წინასწარ
სასამართლო კონტროლს.“97
92 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 159-ე პუნქტი
93 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 167-ე პუნქტი
94 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 166-ე პუნქტი
95 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 157-ე პუნქტი
96 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
97 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 169-ე პუნქტი
- 44 -
7.4. 22 მაისი
აქტივისტთა ჯგუფმა მთელი ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაატარა. მოვლენათა
განვითარებაში მნიშვნელოვანი სიახლე არ ყოფილა. თუმცა, პროტესტის მეორე დღე თბილისში
დაიწყო ორი დამოუკიდებელი ინციდენტით დილით ადრე.
22 მაისისთვის „სახალხო კრებას“ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები: ახალგაზრდა მამაკაცები
დროშის ტარებით ხელში და ზოგჯერ ხელნაკეთი ფარებით, რომლებიც სახეს იფარავდნენ ნიღბებით,
პატრულირებდნენ ჯგუფებად აქციის გარშემო. ცხადი იყო, რომ ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს და
შეეძლოთ გამოეყენებინათ აღნიშნული საგნები, როგორც იარაღი. ჩვენი მონიტორის ანგარიშის
თანახმად: „მათი აღჭურვილობა და საქციელი არ ტოვებდა მშვიდობიანი აქციის შთაბეჭდილებას.“98
„სახალხო კრების“ აქტივისტი იფარავს სახეს ინტერვიუს დროს
პირველი ინციდენტის დროს „სახალხო კრების“ აქტივისტების ჯგუფი, რომელიც შეიარაღებული იყო
ჯოხებით, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა, როგორც დროშის ტარები, თავს დაესხნენ საპატრულო
ავტომობილს.99 ისინი გარს შემოერტყნენ მანქანას და დაუწყეს ჯოხების დარტყმა, რამაც ჩაამსხვრია
ფანჯრები და მძიმედ დააზიანა მანქანა. როცა მანქანამ მოახერხა ადგილის დატოვება, პოლიციელების
სხვა დამოუკიდებელმა ჯგუფმა დაუშინა რეზინის ტყვიები და სავარაუდოდ კვამლი ან გაზის
98 მონიტორინგის ანგარიში 22/05/2011
99 აღნიშნული ავტომობილი არ იყო საპატრულო ავტომობილი. ეს იყო პოლიციის რეგულარული მანქანა
- 45 -
ყუმბარები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად,100 დააკავეს სამი დემონსტრანტი.
თავდაპირველად, როგორც აღმოჩნდა, აქტივისტები, როგორც მათ მოგვიანებით განაცხადეს,
ცდილობდნენ გადაერჩინათ თავიანთი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც, მათი მტკიცებით, მოიტაცეს
და პოლიციის კუთვნილ არასაპატრულო ავტომობილში ჩასვეს101. პოლიციის საპარუხო რეაგირების
შედეგად, დაზიანდა ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა,
გარემოებები მის კავშირზე ინციდენტთან არ დადგენილა.
ამ დაპირისპირების შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის რეაგირება შემოიფარგლა
განსაზღვრული დამნაშავეების დაკავებით. სამართალდამცავების შეტევა დასრულდა რამდენიმე
წუთში და არ გადაზრდილა დიდმასშტაბიან დარბევაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ოპერაცია
შეიძლება კლასიფიცირებულ იქნას, როგორც ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში
მყოფი, რომელიც ნათლად განაცალკევებდა განსაზღვრული სამართალდამრღვევების
პასუხიმსმგებლობას დანარჩენი დემონსტრაციისაგან.
კიდევ ერთ დამოუკიდებელ ინციდენტში დემონსტრანტები შეეჯახნენ ახალგაზრდების სხვა ჯგუფს,
რომლებსაც ხელში ეჭირათ ისეთივე ჯოხები, რომლებსაც „სახალხო კრება“ რამდენიმე საათის შემდეგ
გამოიყენებს. სამართალდამცავები ამ შემთხვევაში არ ჩარეულან. დაშავებულები გადაიყვანეს
საავადმყოფოებში სასწრაფო მანქანებით.
ორივე ინციდენტს ადგილი ჰქონდა ძალიან ადრე დილით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ
მონიტორინგის დაწყებამდე. შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია მეორე წყაროდან ან
ღია საინფორმაციო საშუალებებიდან.
ჩვენი მონიტორების მისვლის დროისათვის 22 მაისს, ტელევიზიის შენობასთან 2000-ზე ნაკლები
დემონსტრანტი იყო. მათი რიცხვი იზრდებოდა, რადგანაც შეხვედრის დაგეგმილი დრო იწურებოდა
და 15:00 საათისათვის მათმა რიცხვმა დაახლოებით 4500 ადამიანს მიაღწია.
პოლიცია განლაგებული იყო დაახლოებით 80-100 მეტრში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და
ადგილობრივი პოლიციის შენობებს შორის და შეიარაღებული იყო, სულ მცირე, რაც შემჩნეულ იქნა,
ხელკეტებითა და ფარებით. მეორე, უფრო პატარა ჯგუფი განლაგებული იყო შენობის მარცხენა
მხარეს.
პოლიციელების დიდი რიცხვი იყო წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შიგნით
აქციის მთელი მსვლელობის განმავლობაში ყოველ დღე. შენობას აქვს დიდი ფანჯრები და ადვილად
აღქმადია გარედან. ჩვენი მონიტორების თანახმად, შენობაში იყო დიდი რაოდენობით პოლიციელი და
სხვადასხვა ფორმები და აღჭურვილობა იატაკზე ეწყო. იარაღი იშვიათად ყოფილა შემჩნეული.
რამდენიმე პოლიციელს აღნიშნულ ჯგუფში ჰქონდა ვიდეოკამერა და იღებდა დემონსტრაციას.102
დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა რაიმე ღია დაპირისპირება. დემონსტრაცია იყო
მშვიდობიანი და ქუჩები დარჩა გადაკეტილი, თუმცა ამის საჭიროებას არ იძლეოდა
დემონსტრანტების რიცხვი დროის უმეტეს ნაწილში. აღნიშნული ექვემდებარება „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მეხუთე მუხლით განსაზღვრულ ბლანკეტურ
100 http://police.ge/index.php?m=8&date=2011.5.22&newsid=2493 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ასევე შეიცავს
ინციდენტის ვიდეომასალას
101 http://civil.ge/eng/article.php?id=23483&search=
102 მონიტორინგის ანგარიში - 22/05/2011
- 46 -
აკრძალვას და ძალიან ინტენსიური რეაგირება გამოუწვევია პოლიციის მხრიდან რამდენიმე
შემთხვევაში. კერძოდ, შეზღუდვები წარმოდგენილ იქნა სწორედ ამ საფუძვლებით საპროტესტო
დემონსტრაციების დროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინ 25 მარტს.103
დემონსტრაციები გაიმართა ასევე ბათუმში 22 მაისს, ასევე ინციდენტების გარეშე. ღამის განმავლობაში
დემონსტრანტები იყენებდნენ კარვებსა და საბნებს, რათა თავი დაეცვათ ქარისა და წვიმისგან.
7.5 23 მაისი
აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც, მაგრამ მოქალაქეთა მხრიდან ნაკლები ჩარევით. საზოგადოებრივი
მაუწყებლის წინ არსებულ ტერიტორიას, მათ შორის კოსტავას ქუჩას ჯერ კიდევ „სახალხო კრების“
აქტივისტები აკონტროლებდნენ, რომლებიც ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული და სახე ჰქონდათ
დაფარული. დილით მონაწილეების მოსვლის დროისათვის გზა დაკეტილი იყო და მთელი დღე ასე
გაგრძელდა მიუხედავავდ დემონსტრანტების მცირე რიცხვისა, რომელიც დილისთვის 150-ს
წარმოადგენდა. შუადღისას დემონსტრანტების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია, მაგრამ საღამოსკენ
თანდათანობით შემცირდა. ჩვენმა მონიტორებმა ასევე განაცხადეს, რომ განუწყვეტლივ ხდებოდა
ლუდის მიწოდება და მრავალი მონაწილე იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. „სახალხო კრების“
ლიდერები გამუდმებით იხსენიებდნენ მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავების ფაქტებს,
როცა დემონსტრანტებს სცენიდან მიმართავდნენ.104
აქციის პიკი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ 23 მაისს
103 ანგარიშის მე-4 თავში განხილულია 25 მარტის ინციდენტი
104 მონიტორინგის ანგარიში - 23/05/2011
- 47 -
პოლიციის დასწრება აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო არაერთგვაროვანი. სამართალდამცავები
წარმოდგენილნი იყვნენ მცირე რაოდენობით დღის პირველ ნაწილში. 10 პოლიციელი იდგა
საპატრულო პოლიციის შენობის წინ, აქციიდან დაახლოებით 100 მეტრ მანძილზე და დანარჩენი 10
იცავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელს.105 მათი რიცხვი გაიზარდა 15:00
საათისათვის, როცა სატელევიზიო შენობის მთელი პირველი სართული გაივსო პოლიციელებით ერთ
საათზე ნაკლებ დროში. ისინი უხვად იყვნენ ასევე წარმოდგენილნი მეორე სართულზე და თითქმის
გამუდმებით იღებდნენ აქციას კამერაზე.106 ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტები
არ უკრძალავს პოლიციელებს აქციების ჩაწერას, მაგრამ გამუდმებული ჩაწერა/გადაღება შეიძლება
დარღვევად ჩაითვალოს. ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები აცხადებს: „საჯარო ადგილზე მყოფი
პირების მონიტორინგი იდენტიფიკაციის მიზნით თავისთავად არ ქმნის საფუძველს მათი პირადი
ცხოვრების უფლებაში ჩარევისათვის. ასეთი მონაცემების ჩაწერა/გადაღებამ და მუდმივი ხასიათის
სისტემატურმა დამუშავებამ შესაძლოა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა გამოიწვიოს.“107
7.6. 24 და 25 მაისი
24 მაისზე ასევე არ დაფიქსირებულა ინციდენტები. დემონსტრაციაზე შუადღისას ისევ 2000 ადამიანი
დაფიქსირდა. ახალგაზრდა აქტივისტები, ზოგიერთი სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
აკონტროლებდა პერიმეტრს ისევ მთელი დღის განმავლობაში. 24 მაისისათვის სიახლეს
წარმოადგენდა კარვები, რომლებიც დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის
მოპირდაპირე მხარეს გაშალეს.108 კარვების შემოღებასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან
რეაგირება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგივე საგნების შემთხვევაში სხვა აქციებზე
ძალადობრივი რეაქცია განხორციელებულა.109
პოლიციელების რაოდენობა დღის განმავლობაში მცირე იყო. 10 პოლიციელი იყო განლაგებული
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მარცხენა მხარეს. 5 პოლიციელი რეგულარულ ფორმაში
აკვირდებოდა აქციას მათთან ერთად.
აქცია რუსთაველის გამზირზე დაიგეგმა 25 მაისს. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი
დაიწყებდნენ მარშირებას 15:00 საათზე, რადგანაც ამ დროისათვის მოსალოდნელი იყო დიდი
რაოდენობით დემონსტრანტის შემოერთება. 14:00 საათისათვის, დემონსტრანტების რაოდენობამ 10
000-ს მიაღწია, რადგანაც მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის დიდი
ჯგუფი საგარეჯოდან (კახეთის რეგიონი) შეუერთდა აქციას.110
აქცია დაიწყო 14:30 საათზე და გაგრძელდა დაახლოებით ერთი საათი. დემონსტრანტებმა ადგილი
დაიკავეს პარლამენტის წინ ორგანიზატორების გადაწყვეტილების თანახმად.111 მათ გზაზე არ ჰქონიათ
არანაირი დაბრკოლება და პარლამენტის ტერიტორიაც თავისუფალი იყო პოლიციისაგან. მხოლოდ
რეგულარული უსაფრთხოების ძალები იყვნენ განლაგებული პარლამენტის შენობის წინ.
105 მონიტორინგის ანგარიში - 23/05/2011
106 მონიტორინგის ანგარიში - 23/05/2011
107 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ - 169-ე პუნქტი
108 მონიტორინგის ანგარიში - 24/05/2011
109 ორ სხვა აქციაზე პოლიციამ აიღო კარვები და სხვა ნივთები ღამის გასათევად. იხილეთ ირანის მოქალაქეებისა და ადვოკატთა
შიმშილობის შემთხვევა ანგარიშის 6.2 თავში
110 მონიტორინგის ანგარიში - 24/05/2011
111 http://civil.ge/eng/article.php?id=23513&search=
- 48 -
ჩანს, რომ 25 მაისი ორგანიზატორებმა განზრახ აირჩიეს, რადგანაც 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა,
დღე, როცა ყოველწლიური სამხედრო აღლუმი იმართება პარლამენტის შენობის წინ. საკანონმდებლო
ორგანოს შენობის წინ შეკრებით, დემონსტრანტები მიზნად ისახავდნენ ხელი შეეშალათ აღლუმის
მზადებისათვის.112
„სახალხო კრების“ მიერ წინასწარ წარდგენილი შეტყობინებას ვადა გასდიოდა 26 მაისისათვის, ასე
რომ, დემონსტრანტებს შეზღუდული უფლება ჰქონდათ აქცია გაემართათ აღნიშნულ ადგილზე,
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო პარადი იგეგმებოდა 26 მაისისათვის.113
თუმცა, შეკრების ლიდერი ბურჯანაძე აცხადებდა, რომ დემონსტრანტებს ჰქონდათ უფლება
შეკრებილიყვნენ ამ ადგილზე და ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას.114
ღამით მოსალოდნელი იყო აქციის დაშლა. წინასწარი შეტყობინების ვადის გასვლა, 26 მაისის
მოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად ამას გარდაუვალს ხდიდა. ამასთან დაკავშირებით, 21:30 საათზე
ყველა მონიტორი გამოხმობილ იქნა უკან და მონიტორინგის პროცესის კოორდინატორი თავად
გაემართა მოვლენების დასაკვირვებლად მხოლოდ ერთი მონიტორის თანხლებით.
23:00 საათისათვის, შეკრებაზე პარლამენტის წინ დაახლოებით 2000 მონაწილე იყო. სცენა მოეწყო
პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს და დემონსტრანტების მთავარი ნაწილი შეიკრიბა
გარშემო ტერიტორიაზე. აქცია შემოსაზღვრული იყო ლითონის ღობით, რომელიც დემონსტრანტებმა
აღმართეს. რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი მეზობელი პერპენდიკულარული ქუჩებიც
გადაკეტილი იყო მსგავსი ღობეებით. ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ნათელი გახდა, რომ
დემონსტრანტების ნაწილი ჯოხებითა და ხელნაკეთი ფარებით იყო შეიარაღებული და მზად იყო
დაეცვა შეკრება თავდასხმის შემთხვევაში.
დღის განმავლობაში თბილისის მერიამ ოპოზიციის ლიდერი ბურჯანაძე გააფრთხილა წინასწარი
შეტყობინების ვადის გასვლის, დაგეგმილი პარადისა და შეთავაზებული ალტერნატიული ადგილის
შესახებ.115 შუაღამის დადგომამდე, თბილისის მერიის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა
ორგანიზატორებს და გადასცა მათ ოფიციალური შეტყობინება არსებულ გარემოებებზე კონკრეტულ
ადგილზე აქციის გამართვის უფლების არარსებობასთან დაკავშირებით. მერიის თანამშრომელი
მონიტორებმა დააფიქსირეს.
8. 26 მაისის აქციის დაშლა
8.1. აქციის ლეგიტიმურობის საკითხი
25 მაისის აქციის ლეგიტიმურობის საკითხის შეფასებისას, ორი მთავარი საკითხი უნდა შეფასდეს.
კერძოდ, იყო თუ არა დემონსტრაცია კანონიერი და იყო თუ არა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების
შესახებ გამართლებული. ღონისძიების ლეგიტიმურობა შეიძლება შეფასდეს მისი მშვიდობიანი
ხასიათისა და კანონიერების შემოწმებით.
როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ნორმების თანახმად, აუცილებელია აქცია იყოს
მშვიდობიანი ხასიათის, საფრთხე არ შეუქმნას საჯარო წესრიგსა და უსაფრთხოებას. როცა
112 http://civil.ge/eng/article.php?id=23497&search=
113 წინასწარი შეტყობინების პროცედურა და შესაბამისი უფლებები იხილეთ ანგარიშის მე-3 თავში
114 http://civil.ge/eng/article.php?id=23514&search=
115 http://civil.ge/eng/article.php?id=23518&search=
- 49 -
დემონსტრაცია სცდება მშვიდობიანობის განსაზღვრულ ფარგლებს, მას აღარ იცავს საერთაშორისო და
ადგილობრივი სამართლებრივი მექანიზმები.
როგორც ზოგადი განსაზღვრება, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები აცხადებს, რომ „შეკრება უნდა
ჩაითვალოს მშვიდობიანად, თუ მის ორგანიზატორებს აქვთ მშვიდობიანი განზრახვები და აქციის
ხასიათი არაძალადობრივია.“116 ამ მხრივ, სახელმძღვანელო პრინციპები აცხადებს, რომ პასიური
წინააღმდეგობა შეკრებილი ჯგუფისაგან არ ხდის აქციას არამშვიდობიანს.117
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საკითხი, სცდებოდა თუ არა 25 მაისის აქცია სახელმძღვანელო
პრინციპებით განსაზღვრული მშვიდობიანობის ფართო დეფინიციას თუ არა.
ე.წ. „შეფიცულთა რაზმის“ წევრებს თან ჰქონდათ ჯოხები და ხელნაკეთი ფარები. აღნიშნული საგნები
შესაძლოა გამოეყენებინათ, როგორც იარაღი და როგორც მონიტორებმა დაასკვნეს, ეს ასეც იყო, მაგრამ
მხოლოდდამხოლოდ თავდაცვის მიზნით. აღნიშნული დადასტურდა მონიტორინგის დროს,
რადგანაც ჯგუფს არ დაუტოვებია ტერიტორია და არ ყოფილა აგრესიული სხვების მიმართ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში, ალკოჰოლური ზემოქმედება, რომლის ქვეშაც დიდი
ჯგუფი იმყოფებოდა, წინა დღეებში საპატრულო ავტომობილზე განხორციელებულ შეტევასთან
ერთად, გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის „შეფიცულთა რაზმის“ „პასიური წინააღმდეგობის“
სტატუსს.
მათგან განსხვავებით, დემონსტრანტების ძირითადი „ბირთვი“ არ ყოფილა შეიარაღებული საგნებით,
რომლებიც შეიძლება გამოეყენებინათ, როგორც იარაღი. ამ ჯგუფს არ უჩვენებია აგრესიის რაიმე
ნიშანი ან მზაობა წინააღმდეგობა გაეწიათ ნებისმიერ შემთხვევაში. ისინი იდგნენ მშვიდობიანად
რუსთაველის გამზირზე და უარს აცხადებდნენ დაშლაზე. ასე რომ, „ბირთვის“ ქმედებები 26 მაისს
უნდა განიმარტოს, როგორც მშვიდობიანობის ზემოაღნიშნული სტანდარტების შესაბამისი.
26 მაისის დემონსტრაციის ლეგიტიმურობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს წინასწარი
შეტყობინება, რომელიც წარადგინეს 21 მაისიდან დაგეგმილი დემონსტრაციებთან მიმართებით.
წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, შეტყობინებას ვადა გასდიოდა 25 მაისს.
ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეკრება ნებით უნდა დაიშალოს
შეტყობინების პერიოდის დასრულების შემდეგ. ღონისძიების გაგრძელება აღნიშნული ვადის შემდეგ
ფორმალურად არალეგიტიმურს ხდის მას განსაზღვრების თანახმად.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, პოლიციამ უნდა განასხვავოს მშვიდობიანი და
არამშვიდობიანი დემონსტრანტები და არ უნდა მოეპყრას მთელ ჯგუფს ერთგვაროვნად.118 აღნიშნულ
დებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ „შეფიცულთა რაზმის“
წევრები ნათლად განცალკევებულები იყვნენ დემონსტრაციის დანარჩენი ნაწილისაგან. თუ ისინი
იკავებდნენ ადგილებს ღობის გარეთ დემონსტრაციის გარშემო, დემონსტრანტების ძირითადი ბირთვი
შუაში, სცენის გარშემო იკრიბებოდა. პოლიციისათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო განსხვავების
გაკეთება ამ ორ ჯგუფს შორის და შესაბამისად მოპყრობა.
116 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - პუნქტი 1.3
117 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - პუნქტი 26.
118 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ 159-ე პუნქტი
- 50 -
ამას გარდა, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, არალეგიტიმური შეკრება
ავტომატურად არ უნდა დაექვემდებაროს პოლიციის ინტერვენციას იმის გათვალისწინებით, რომ ის
ატარებს მშვიდობიან ხასიათს. მშვიდობიანი შეკრების დარბევა მხოლოდდამხოლოდ შეტყობინების
პროცედურის დარღვევის გამო შეიძლება მიჩნეულ იქნას არაპროორციულ აქტად.119 სახელმძღვანელო
პრინციპების თანახმად, ხელისუფლების ორგანოებმა გონივრული ვადა უნდა მისცენ
დემონსტრანტებს კანონთან შესაბამისობაში მოსასვლელად.120
რადგანაც პოლიციის ინტერვენცია დაიწყო 10-15 წუთის შემდეგ წინასწარი შეტყობინების
ფორმალური ვადის ამოწურვიდან, შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ დემონსტრანტებისათვის
მიცემული დრო არ იყო საკმარისი.
მეორეს მხრივ, დემონსტრანტთა გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლების
ორგანოებისათვის ხელის შეშლა არ გაემართათ სამხედრო პარადი. ორგანიზატორები ღიად
აცხადებდნენ ამ მიზანს პოლიციის მიერ ჩარევის განხორციელებამდე და მთელი წინა დღის
განმავლობაში. ამ გარემოებას ჰქონდა პოტენციალი ხელი შეეშალა გონივრული ვადის გამოყოფის
მნიშვნელობისათვის.
8.2. პოლიციის ძალები
სპეცრაზმი გამოჩნდა რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს და იმ ქუჩებზე, რომლებიც
პერპენდიკულარულად უკავშირდებიან გამზირს ორივე მხრიდან: ჭიჭინაძე, ჩიტაძე, ფურცელაძე და
ჯორჯაძის ქუჩა. პირველად მათი გამოჩენა დაფიქსირდა 23:40 საათზე, როცა ისინი ტერიტორიას
მოუახლოვდნენ რუსთაველის მეტროსადგურიდან. სპეცრაზმის სპეციალური დანაყოფების
მოახლოება ამ მხრიდან ხდებოდა თანდათანობით დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე, სანამ მათ არ
გადაუკეტეს გზები დემონსტრანტებს.
როცა სპეცრაზმმა ყველა მხრიდან დაკეტა ტერიტორია, შეუძლებელი გახდა ტერიტორიის დატოვება.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმს არ მოუხდენია შეკრების იზოლირება დაუყოვნებლივ მოსვლისას.
26 მაისის დემონსტრაციის დაშლაში ჩართულ პოლიციის ძალებს წარმოადგენდა მხოლოდ სპეცრაზმი,
რომელიც მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების ქვეშ. ადგილზე არ დაფიქსირება სხვა
რაიმე შენაერთი ინციდენტის წინ, განმავლობაში თუ მას შემდეგ.
პოლიციელები იყვნენ კარგად აღჭურვილი და შეიარაღებული. მათ ეცვათ შავი ფორმა პლასტმასის
აღჭურვილობით და ჯავშანჟილეტი. ასევე ეკეთათ შავი ჩაფხუტი წინაფრით. უმრავლესობას ეჭირა
რეზინის ხელკეტი და ფარი. რამდენიმეს ასევე თან ჰქონდა რეზინის ტყვიებიანი იარაღი ან გაზის
ყუმბარები. რთულია მათი რიცხვის ზუსტად განსაზღვრა მონიტორინგზე დაყრდნობით, რადგანაც
ისინი აქციას თითქმის ყველა მხრიდან მოუახლოვდნენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათი რიცხვი
აჭარბებდა დემონსტრანტთა რიცხვს და შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე ათასი. ისინი მოვიდნენ
ავტობუსებით. აღნიშნული ფაქტი დააფიქსირა მონიტორინგის ჯგუფმა, როცა მათ დატოვეს
ტერიტორია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ავტობუსები ჰგავდა რეგულარულ საჯარო ავტობუსებს,
რომლებსაც მგზავრები დაჰყავს დღის განმავლობაში. ზოგიერთ ავტობუსს ჰქონდა ისეთივე რეკლამა
და პლაკატი, როგორც ჩვეულებრივ ქალაქის ავტობუსებს თბილისში.
119 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 131-ე პუნქტი
120 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 168-ე პუნქტი
- 51 -
მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენდა საიდენტიფიკაციო საშუალებების ბუნდოვანება სპეცრაზმის
თანამშრომლებზე. არ იყო თვალსაჩინო ატრებდნენ თუ არა ისინი პატარა ლითონის ფირფიტებს,
რომელზეც მათი სახელი ეწერა რეგულარული პოლიციელების მსგავსად. მაგრამ მათ ასევე არ
ჰქონდათ ნომრები ან სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ფორმაზე. აღნიშნული
ეწინააღმდეგება ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის თანახმადაც, „სამართალდამცავმა
პირებმა უნდა ატარონ ან გამოაჩინონ რაიმე ფორმის იდენტიფიკაციის საშუალება (ლითონის
ფირფიტა ან ნომერი) მათ ფორმაზე და/ან თავსაბურავზე და არ უნდა მოიძრონ ან დაფარონ
მაიდენტიფიცირებელი საშუალება ან ხელი შეუშალონ პირებს მათ წაკითხვაში აქციის დროს.“121
სხვა აღჭურვილობას წარმოადგენდა სატვირთო მანქანები წყლის ზარბაზნებით, ხმოვანი
მოწყობილობები და ჯავშნიანი სამხედრო მანქანა, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც
„კობრა“ ან სხვა რაიმე მსგავსი დიზაინის ჯავშნიანი მანქანა. აღნიშნული მანქანა გაჩერებული იყო
პარლამენტის შენობის შესასვლელის მარჯვენა მხარეს ჭიჭინაძის ქუჩაზე და მისი გამოყენება არ
მომხდარა აქციის დაშლის დროს. მანქანას ასევე არ ჰქონდა ქვემეხის აპარატი, რომელიც ჩვეულებრივ
აღჭურვილობას წარმოადგენს სამხედრო სამსახურში.122
8.3. სახალხო კრება
პარლამენტის წინ დემონსტრაცია მოიცავდა სამი სახის აქტორებს. პირველნი იყვნენ ორგანიზატორები
ან მათი პირდაპირი მოკავშირეები. ისინი განლაგებულები იყვნენ სცენაზე პარლამენტის შენობის
მოპირდაპირე მხარეს ანდა ახლომდებარე ტერიტორიაზე.
მეორე ნაწილს წარმოადგენდა დემონსტრაციის ძირითადი ნაწილი, შეუიარაღებელი, მშვიდობიანი
მოქალაქეები, რომლებსაც ხელში მხოლოდ ქოლგები ეჭირათ, რათა თავი დაეცვათ ძლიერი
წვიმისაგან. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, დემონსტრანტთა აღნიშნული ჯგუფი შეიკრიბა სცენის წინ.
მათი რიცხვი აღემატებოდა 1500-1800 ადამიანს.
მესამე ჯგუფი შედგებოდა ე.წ. „შეფიცულთა რაზმისაგან.“ შუაღამის დადგომამდე, აღნიშნული
ჯგუფის წევრები გაბნეულნი იყვნენ მთელს ტერიტორიაზე. მონიტორინგის გუნდმა დაინახა, თუ
როგორ აკეთებდა ზოგი ახალ ჯოხებს ხის მასალისაგან, ზოგი კი სვამდა ლუდს. სავარაუდოდ, ლუდი
მათ ორგანიზატორებმა მიაწოდეს ცარიელი ბოთლების რაოდენობის გათვალისწინებით #1 სკოლის
წინ. „შეიარაღებული ჯგუფის“ ნაწილი აშკარად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიციის მოსვლის დროისათვის, „შეფიცულთა რაზმის“ წევრებმა დაიწყეს ჯგუფებად ორგანიზება
და განლაგდნენ პოზიციებზე წინასწარ აგებული ბარიერების უკან.
8.4. დარბევის ოპერაცია
ქვემოთ წარმოდგენილი სურათი ასახავს პოლიციის ძალებისა და დემონსტრანტების განლაგებას
შეტევის განხორციელებამდე. პოლიცია წარმოდგენილია ლურჯ ფერში, მშვიდობიანი
დემონსტრანტები ყვითელში და „შეფიცულთა რაზმი“ ღობეების უკან წითელში.
121 ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ - 153-ე მუხლი
122 http://www.otokar.com.tr/en/products/product_detail.aspx?urun=44
- 52 -
დაპირისპირებული ძალების განლაგება შეტევის განხორციელებამდე რამდენიმე წუთით ადრე
შეტევა დაიწყო დაახლოებით 00:15 საათზე. დემონსტრაციის ორივე ბოლოში რუსთაველის გამზირზე
განლაგებულმა პოლიციის ძალებმა დაიწყეს აქციის დაბლოკვა. დემონსტრანტებს დაუშინეს გაზის
ყუმბარები და წყლის ჭავლი. ისმოდა სირენის განუწყვეტელი ხმა. დემონსტრანტების პატარა
იზოლირებულმა ჯგუფმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, ზოგმა ორგანიზებული გზითაც კი, მაგრამ
მათი მცდელობები მალე აღიკვეთა. ჯამში, წინააღმდეგობას დემონსტრანტთა მხრიდან არ ჰქონია
მასიური ხასიათი.
- 53 -
სურათზე: რამდენიმე დაკავებული რუსთაველის გამზირზე, მათ შორის საკუთარ სისხლის გუბეში - გიორგი
ოგბაიძე, ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ დამფუძნებელი და პარტიის წევრი დაფუძნების დღიდან. (2008 წ.
ნოემებრი) იურიდიული დეპარტამენტის მთავარი იურისტი, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ–ერთი
აქტივისტი. მისი განცხადებით, ის დააკავეს 26 მაისს ღამეს და ნაწამები იქნა დროებითი მოთავსების
იზოლატორში. დაჭერის შემდეგაც მის ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა უკანონო
თვალთვალი და მუქარა.
პოლიციის წინსვლის შედეგად, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მიატოვეს ადგილი სცენის წინ და
უკან დაიხიეს პარლამენტის შენობისაკენ, მაგრამ მათი არ მიეცათ გასაქცევი გზა. ისინი ყველა
მხრიდან გარშემორტყმულები იყვნენ. პოლიციელებმა განურჩევლად ყველას ცემა დაუწყეს. რეზინის
ტყვიებს ისროდნენ ახლო მანძილიდან123 და ძალა გამოიყენეს ყველა დემონსტრანტის წინააღმდეგ
იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდნენ ისინი სამართალდამცავებს თუ არა.124 ღია საინფორმაციო
საშუალებების თანახმად, რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა. ზოგიერთს
წაართვეს ჩაწერილი მასალა. არსებობს ვიდეომასალა, რომელზეც სპეცრაზმი სცემს სავარაუდოდ
არასრულწლოვანს.125
დემონსტრანტების ნაწილი შეცვივდა რუსთაველის კინოთეატრში თავშესაფრის საპოვნელად.
სპეცრაზმი მათ დაედევნა, დაუწყო ცემა და დაპატიმრება. ზოგიერთი თვითმხილველის თანახმად,
როცა რთული გახდა დემონსტრანტების განსხვავება კინოთეატრის მაყურებლებისაგან,
პოლიციელებმა მოითხოვეს კინოთეატრის ბილეთების, როგორც დამამტკიცებელი საბუთის ჩვენება,
რომ ისინი არ ეკუთვნოდნენ დემონსტრაციას.126
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორებმა იხილეს, როგორ გაიყვანეს დაპატიმრებული
მოქალაქეები კინოთეატრიდან; ზოგიერთ მათგანს სცემეს ან მათ უკვე ჰქონდათ ფიზიკური ზიანის
კვალი.127 დაკავებული პირების ზუსტი რიცხვი უცნობია.128 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“
მონიტორები დააკვირდნენ სიტუაციას აქციის დაშლის შემდეგ. სპეცრაზმმა დაკავებული პირები
მიწაზე დაანარცხა. მათ ხელ-ფეხი შეუკრეს, სცემდნენ და სიტყვირ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დაახლოებით 40 ადამიანი გაუჩინარდა.129 სახალხო დამცველის
სამსახურმა შეძლო ზოგიერთი მათგანის პოვნა საქართველოში არსებულ დაკავების სხვადასხვა
იზოლატორებში.130 საიას ანგარიშის თანახმად, გაუჩინარების ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული
იყო ფაქტთან, რომ დაკავებულები განუწყვეტლივ გადაჰყავდათ დაკავების ერთი იზოლატორიდან
მეორეში და ხელს უშლიდნენ მათი პოვნის პროცესს.131
123 ვიდეო აჩვენებს როგორ ისვრის პოლიციელი რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან 7:35 საათზე
http://www.youtube.com/watch?v=Oh9I3wKOGcU
124 მაესტროს აქციის დარბევის კადრები: http://www.youtube.com/watch?v=1vPcOkHYaug&feature=player_embedded#at=46
125 ძალის გამოყენების კადრი სავარაუდოდ არასრულწლოვანის წინააღმდეგ 8:00 საათზე:
http://www.youtube.com/watch?v=Oh9I3wKOGcU
126 შორენა ლათათიას, კინოთეატრის მაყურებლის მონათხრობი
127 კადრი რუსთაველის კინოთეატრიდან. 3:55 საათზე ნაჩვენებია დაკავებული დემონსტრანტების ცემის კადრები:
http://www.youtube.com/watch?v=lGKQiURpSQQ
128 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაახლოებით 90 პირი დააკავეს, თუმცა სახალხო დამცველის ოფისმა 152 ადამიანის
სია გამოაქვეყნა.
129 http://www.civil.ge/eng/article.php?id=23544&search=
130 ბევრი დაკავებული გადაიყვანეს დაკავების სხვადასხვა იზოლატორში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გაართულა მათი
პოვნა და დაცვა
131 საია - 26 მაისი: გვერდი 109
- 54 -
ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს დემონსტრაციის, ინტერვენციისა და ძალის გამოყენების
კანონიერებას.
26 მაისი „აქციის ბირთვი“
„შეფიცულთა
რაზმი“
მშვიდობიანი კი
პასიური
წინააღმდეგობა
(სახელმძღვანელო
პრინციპები 26)
ლეგიტიმური არა არა
იყო თუ არა
გამოყოფილი
გონივრული
ვადა არა კი
გამართლებულია
თუ არა ძალის
გამოყენება არა კი
ძალის
გადამეტება კი კი
8.5. დემონსტრანტთა გარდაცვალების შემთხვევები აქციის დაშლისას
მონიტორები არ ყოფილან გარდაცვალების შემთხვევების თვითმხილველები. შესაბამისად,
ვეყრდნობით მეორად წყაროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, ორი ადამიანი გარდაიცვალა
26 მაისის აქციის დაშლისას, ერთი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი.132 პრეს-რელიზის თანახმად,
ორივე გარდაიცვალა ბურჯანაძის ესკორტის მანქანის დაჯახების შედეგად, როცა „სახალხო კრების“
ლიდერი ტოვებდა ტერიტორიას აქციის დარბევის დაწყებიდან მალევე.
შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური პოზიცია გამორიცხავს პოლიციის
ქმედებების შედეგად მსხვერპლის დადგომის ფაქტებს.
თუმცა, მომდევნო დღეებში, ინფორმაცია გავრცელდა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.
აღნიშნულ ფაქტებს გამოძიების ოფიციალური ვერსია არ იღებს.
ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები ნაპოვნი იქნა მომდევნო დღეს აქციის მიმდებარე
ტერიტორიაზე. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კავშირს დემონსტრაციასთან უარყოფს
მიუხედავად სადავო გარემობებისა და ფაქტებისა.133
ოფიციალური ვერსიით, ორივე პირი გარდაცვლილი იპოვეს დემონსტრაციის ახლომდებარე მაღაზიის
თავზე.134 მათ გვამებს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ
132 სამინისტროს ოფიციალური განცხადება ხელმისაწვდომია ლინკზე:
http://police.ge/index.php?m=8&date=2011.5.26&newsid=2504
133 იხილეთ კვინტრაძის საქმის 8.5 თავი
- 55 -
ელექტრომავთულებისაგან მიღებული ელექტროშოკი იყო მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, ორივე პირი კონტაქტში შევიდა მაღალი ძაბვის
ელექტრომავთულებთან, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია.
თუმცა, 29 მაისს გამოვლინდა ახალი გარემობა. ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ინტერვიუ აიღო
კვინტრაძის მეგობარ რეზო რეხვიაშვილთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ის და მისი მეგობარი
მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში პოლიციის შეტევის დროს. მან კვინტრაძე ამოიცნო ერთ-ერთ
ფოტოზე, სადაც ის ხელშეკრული წევს მიწაზე სხვა დაპატიმრებულ მონაწილეებთან ერთად.
რეხვიაშვილის განცხადებები იმას გულისხმობს, რომ კვინტრაძე დაკავების მომენტში ცოცხალი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა რეხვიაშვილის განცხადება და უარყო კვინტრაძის
დაკავების ფაქტი.
საიამ ანგარიშში წარმოადგინა კვლევა გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით. საიამ
განსაზღვრა ის საქმეები, რომლებიც ეჭვს აღძრავდა იმის შესახებ, რომ კავშირი იყო პოლიციის მიერ
განხორციელებულ ოპერაციასთან135. ასოციაციამ დამოუკიდებელ ექსპერტიზას შპს DABS
Fingerprints/Forensics-ს წარუდგინა კვინტრაძის ფოტო აქციაზე გადაღებულ ფოტოსთან ერთად 26
აგვისტოს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ორ ფოტოს შორის „არ არის მნიშვნელოვანი განსხვავებები.“
ექსპერტიზის დასკვნის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სურათზე
გამოსახული დაკავებული პირი იყო გიორგი ბაქრაძე, რომელიც ამჟამად ქარელის რაიონში
ცხოვრობს.136
9. მონიტორინგის განმავლობაში მონაწილე მხარეებთან ინტერაქცია
მონიტორების უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგის პროცესის ზოგადი შეფასება დადებითია.
დამკვირვებლებსა და აქციის მონაწილე ჯგუფებს ან პირებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა ხშირი და
ინტერაქციის უმრავლეს შემთხვევაში აქციის მონაწილეთა მხრიდან დამოკიდებულება ყოველთვის
დადებითი და გულთბილი იყო.
უფრო მეტიც, მონიტორინგის ბოლო ეტაპზე, აქციის ზოგიერთი ორგანიზატორი უკავშირდებოდნენ
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ და მათ მიერ დაგეგმილი შეკრების თარიღის შესახებ წინასწარ
აწვდიდნენ ინფორმაციას.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სამოქალაქო მოძრაობა „არას“ ახალგაზრდა აქტივისტის მხრიდან,
როდესაც ისინი აქციას გეგმავდნენ გორში. დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს
ტანსაცმლის ფაბრიკის ყოფილმა აქციონერებმა, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ ქარხნის
პრივატიზაციას.
სამწუხაროდ, მოხდა არასასიამოვნო ინციდენტებიც. ზოგჯერ, აქციის მონაწილეები, პოლიცია და
ჟურნალისტებიც კი აგრესიულად მიმართავდნენ ჩვენს მონიტორებს.
ანგარიშის მე-6 თავში განხილულია გლუკის [UNHCR] თბილისის ოფისის წინ ირანის მოქალაქეების
საპროტესტო აქცია. ჩვენი მონიტორის მისვლის შემდეგ ადგილზე გამოჩნდნენ პოლიციელები და
ეცადნენ გაფიცულების კარვებიდან ძალით გამოეყვანას. მონიტორის განცხადებით, პოლიციელები
134 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ხელმისაწვდმობია ლინკზე:
http://police.ge/index.php?m=8&date=2011.5.27&newsid=2516
135 საია, „26 მაისი“ – 2011, გვ. 76
136 საია 2011; გვ. 79
- 56 -
აგრესიულები იყვნენ მის მიმართ და არ აძლევდნენ ფოტოების გადაღების უფლებას; აცხადებდნენ
რომ კანონით აკრძალული იყო პოლიციელებისათვის ფოტოების გადაღება. სიტუაცია განიმუხტა
მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომლებს დასჭირდათ ინგლისური ენის ცოდნა ირანელ
მოქალაქეებთან საკონტაქტოდ და ენის მცოდნე მონიტორის დახმარება მათთვის საჭირო გახდა.137
21 მაისს ჩვენი მონიტორი აკვირდებოდა სახალხო კრების მიერ ბათუმში გამართულ საპროტესტო
აქციას რომლის მონაწილეებსაც პოლიცია თავს დაესხა. აღნიშნული ფაქტი ანგარიშის მე-7 თავშია
აღწერილი. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ცდილობდა ფოტოების გადაღებას, რა
დროსაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელმა აგრესიულად მიმართა მას და აუკრძალა
ფოტოების გადაღება.138
იმავე კამპანიის ფარგლებში, ხუთდღიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა თბილისში
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. 24 მაისს, ჩვენი მონიტორები აკვირდებოდნენ აქციას, როდესაც
სახალხო კრების აქტივისტებმა მანქანის ფურგონიდან აქციის მონაწილეებისათვის წყლის დარიგება
დაიწყეს. ჩვენი მონიტორი ადგილზე აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უკან იდგა.
ჟურნალისტები აქტივისტების მიმართ ცინიკურ კომენტარებს აკეთებდნენ. მონიტორებმა სცადეს
მათი საუბარის ჩაწერა, რასაც ჟურნალისტების მხირდან პროტესტი მოყვა, რომელიც შესაძლოა
სიტყვიერ კონფრონტაციაში გადაზრდილიყო.
რამოდენიმე წუთის შემდეგ მონიტორები შეხვდნენ სახალხო კრების ხელკეტით შეიარაღებულ
აქტივისტებს, რომლებმაც ასევე სცადეს მონიტორების პროვოცირება შეძახილებით რომ ისინი
პოლიციის აგენტები იყვნენ.139
10. დასკვნები
მონიტორინგის პროცესმა საქართველოში შეკრების თავისუფლების განხორციელებასა და ამ უფლების
მიმართ სახელმწიფოს მიდგომაში გამოავლინა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია.
10.1 კანონმდებლობა
მისასალმებელია რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სპონტანური შეკრების საწყის
ეტაპზე ლიბერალურ მიდგომას და ავალდებულებს ორგანიზატორებს შეიტანონ წინასწარი
შეტყობინება გარკვეულ გარემოებებში.140 ლიბერალურლი მიდგომა შეესაბამება მშვიდობიანი
შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებს და პრაქტიკაშიც ეფექტურად
გამოიყენება. მონიტორინგმა ცხადყო, რომ აქციის მონაწილეები უმეტეს შემთხვევაში სარგებლობდნენ
აღნიშნული უფლებით წინასწარი შეტყობინების გარეშე. წინასწარი შეტყობინების შეტანის
პროცედურების ადმინისტრირება ხდებოდა დროულად და ორგანიზატორებს ამ კუთხით არანაირი
შენიშნვები არ ჰქონიათ.
ქვეყანაში ამ საკანონმდებლო პროცესის კვლევამ აჩვენა, რომ შეკრების თავისუფლების შესახებ
საქართველოს კანონის ძირითადი მახასიათებელი არის მუდმივი ცვლილებები. ცვლილებათა სერია
და გასაჩივრების პროცესი განხილულია შესაბამის თავებში.
137 მონიტორინგის ანგარიში - 31/05/2011
138 მონიტორინგის ანგარიში - 21/05/2011
139 მონიტორინგის ანგარში - 24/05/2011
140 წინასწარი შეტყობინების შეტანის პროცედურები განხილულია ანგარიშის მე-3 თავში
- 57 -
ამ კუთხით მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ ცვლილებათა დიდი ტალღა ემთხვევა ხოლმე
განსაკუთრებით დიდ მოვლენებს და შესაძლოა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ამ ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციების პასუხიც, რომლის მიზანია მომავალში მსგავსი სახის პროტესტის გამოხატვის
პრევენცია.
ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ 2009 წლის ცვლილებათა პაკეტი შეიცავდა ცვლილებებს როგორც
შეკრებისა და მანიფესტაციების ასევე პოლიციის შესახებ კანონებში. პირველ კანონში შეტანილმა
ცვლილებებმა შეზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალი ნაწილის გამოყენება აქციის დროს
თუ მონაწილეთა დიდი რაოდენობა იძლევა იმის საშუალებას რომ აქცია სხვაგან გაიმართოს. ხოლო
მეორე კანონს დაემატა სპეციალური საშუალებებისა და არალეტალური იარაღის სია, რომელთა
გამოყენების უფლებაც სამართალდამცველებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს მიეცათ.141
ეს ცვლილებები შესაძლოა პოტენციურად უკავშირდებოდეს 2009 წლის ძირითად მოვლენებს:
პირველი - რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიერ რუსთაველის გამზირის დაკავება, როდესაც
ქუჩაში დაიდგა კარვები და მომიტინგეები კვირების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ; მეორე - 2009
წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართული აქციის დროს არალეტალური იარაღის
უკანონოდ გამოყენება.142
ამას გარდა, ცვლილებათა მეორე პაკეტი ძალაში შევიდა 2011 წლის ივლისში, 26 მაისის მოვლენებიდან
დაახლოებით ერთ თვეში. ახალი რეგულაციით იკრძალება ალკოჰოლური სასმელების და
პოტენციურად საშიში ნივთების აქციის ტერიტორიაზე შეტანა. ახალი ცვლილება ასევე
ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კულტურული მნიშნველობის მქონე მონუმენტების დაზიანების
შემთხვევაში.143 ეს შეზღუდვები შეიძლება ჩაითვალოს გმირთა მემორიალის წინ ომის ვეტერანების
საპროტესტო აქციისა და სახალხო კრების აქციების დროს შეფიცულების წევრთა ყოფნის საპასუხოდ
მიღებულ ცვლილებებად.144
10.2 პრაქტიკული გამოყენება
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამართული ყველა აქცია
მშვიდობიანი იყო. ორგანიზატორებს და მონაწილეებს არ ჰქონდათ ძალადობრივი მიზნები და მათი
მოთხოვნები ყველა შეკრების დროს იყო მშვიდობიანი. იყო გამონაკლისი; სახალხო კრების მიერ
გამართული აქციების დროს რამდენიმე დღის განმავლობაში შეიარაღებულ ადამიანთა ერთი
ორგანიზებული ჯგუფი შენიშნეს. თუმცა მათი ქმედება არ არღვევდა მშვიდობიანი შეკრების
უფლების ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების ნორმებს
ამას გარდა, მონიტორინგის პროცესმა აჩვენა რომ ფაშისტების, რასისტების, ნაციონალისტებისა და
მსგავსი ხასიათის მქონე ჯგუფების გამოსვლები არ იმართება საქართველოში. მსგავსი ტიპის აქცია
არასდროს გამართულა საქართველოში.
კონტრ-დემონსტრაციების პრაქტიკაც ნაკლებია საქართველოში და საანგარიშო პერიოდში მსგავსი
ფაქტი არ დაფიქსირებულა. შედეგად, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არ მომხდარა არანაირი
შეტაკება. თუმცა, აღსანიშნავია რომ აქციის დროს ორ მონაწილე მხარეს შორის ძალადობრივი
შეტაკება მოხდა გასულ წელს. ლიბერალები და რელიგიური კონსვერვატორები დაუპირისპირდნენ
141 ცვლილებები განხილულია ანგარიშის მე-4 და მე-6 თავებში
142 http://civil.ge/geo/article.php?id=21060&search=
143შეზღუდვები განხილულია ანგარიშის მე-4 თავში
144 ვეტერანების შიმშილობის აქცია განხილულია მე-6 თავში; სახალხო კრების საპროტესტო აქციები განხილულია მე-7 თავში
- 58 -
ერთმანეთს 2010 წლის მაისში. ინციდენტი დასრულდა რამოდენიმე მონაწილის ფიზიკური
დაზიანებითა და დაპატიმრებით.145
სამწუხაროდ, მონიტორინგის პროცესმა ცხადყო რომ პოლიციელები ხშირად არათანამიმდევრულად
იქცევიან აქციების დროს. სხვადასხვა აქციის დროს ისინი განსხავავებულად რეაგირებდნენ მსგავს
ინციდენტებზე. კერძოდ ეს ეხება კარვებისა და აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილზე
მოტანილი პირადი ნივთების აღებას. ეს დაფიქსირდა გლუკის წინ ირანელი მოქალაქეების მიერ
გამართული აქციის დროს.146 არის პოლიციელების მხრიდან პოზიტიური ქმედების ბევრი მაგალითი.
ამ დროს პოლიციელები თავის იკავებდნენ ჩარევისაგან და ერთ შემთხვევაში მათ მოლაპარაკებაც
გამართეს აქციის მონაწილეებთან. ამ წარმატებული მოლაპარაკებით მათ არ დაარღვიეს შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი და შესაბამისად თავიდან აიცილეს ძალადობის
ფაქტი ბათუმში.147
შეკრებების დროს აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. წყაროს განცხადებით, დაკავებულ მომიტინგეებს
ბრალი წვრილმან ხულიგნობაში, პოლიციელის წინააღმდეგობაში და სამართალდამცველის
კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობაში წაეყენათ. მსგავსი ხასიათის დაკავებები მოხდა
ვეტერანების შიმშილობის აქციის დროს იანვარში, და ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ მიერ ბთუმში
7 მაისს ჩატარებულ აქციის დროს.148
ძალის გამოყენებისას, ზოგჯერ პოლიციელები ახდენდნენ კანონდამრღვევებსა და მშვიდობიან
მომიტინგეებს შორის დიფერენციაციას. პოლიციელების მიერ აქციაში ძალის გამოყენებით ჩარევა
შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. კანონიერი და ეფექტური იყო სამართალდამცველების
ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა გამართულ აქციაზე 22 მაისს.149 სამწუხაროდ, მსგავსი
დიფერენციაცია ხშირად არ ხდებოდა. აქციის მონაწილეებზე თავდასხმა 21 მაისს ბათუმში, 7 მაისს
რუსთავში და განსაკუთრებით 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევა პარლამენტის წინ - ყველა
მათგანი არის პოლიციელების მხრიდან განურჩეველი ძალის გამოყენების აშკარა მაგალითი.150
შეკრებების დროს დაფიქსირდა აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა. უკვე დაკავებული
მომიტინგეები გახდნენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. მსგავსი ფაქტები
დაფიქსირდა 26 მაისის დარბევის დროს და სხვა შემთხვევებშიც. იყო სამოქალაქო ტანსაცმელში
ჩაცმული ადამიანების მხრიდან დაკავებული მომიტინგეების სასტიკი მოპყრობის ფაქტები. არსებობს
ვეტერანების აქციის დროს სასტიკი მოპყრობის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი.151
მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამართალდამცველები იშვიათად იყვნენ ტოლერანტულები
ღამით დედაქალაქის ქუჩებში კარვების, ლეიბების და სხვა ნივთების აღმოჩენის დროს. ზოგიერთ
შემთხვევაში მათ პირადი ნივთებიც ჩამოართვეს მომიტინგეებს.
მოხდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის რამოდენიმე ფაქტი. ძალადობის
მსხვერპლი გახდნენ ადამიანებიც, რომლებიც არ იყვნენ ჟურნალისტები მაგრამ ვიდეო-კამერით
იღებდნენ აქციას. ჩვენს მონიტორებსაც შეემთხვათ მსგავსი ინციდენტი ორჯერ.152
145 http://iwpr.net/report-news/georgia-gay-book-provokes-storm
146 ორივე საქმე განხილულია ანგარიშის მე-6.2 თავში
147 საქართველოს პარტიის მიერ ბათუმში გამართული აქცია განხილულია ანგარიშის 4.1 თვში
148საქმეები განხილულია ანგარიშის 5.1. თავში
149 ინციდენტი განხილულია ანგარიშის 7.4 თავში
150საქმეების აღწერა იხილეთ ანგარიშის 5.1, 7.2 და 8 თავებში
151 ვეტერანების შიმშილობის აქციის აღწერა იხილეთ ანგარიშის 6.4 თავში
152 სახალხო კრების მიერ ბათუმში გამართული აქციის დარბევა ანგარიშის 7.2 თავში; ირანელი მოქალაქეების საქმე - 6.2 თავში
- 59 -
და ბოლოს, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები არ არის სათანადოდ გამოძიებული შესაბამისი უწყებების
მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებების დამადასტურებელი
მტკიცებულებები ჯერ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.153
რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტს:
1. მისასალმებელია, რომ ბოლოდროინდელ ცვლილებებში გათვალისწინებულია ნაკლებად მკაცრი
რეგულაციები საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენების შესახებ და ასევე 20 მეტრიანი
რადიუსის შეზღუდვის შესახებ;
2. სხვა მსგავსი ტიპის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. განსაკუთრებით, მუხლი 9.3 სრულად
კრძალავს რკინიგზის, ცენტრალური მაგისტრალებისა და შენობების შესასვლელების ბლოკადას.
მისასალმებელი იქნება, თუ კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება სრული აკრძალვა და
გათვალისწინებული იქნება განსაკუთრებული შემთხვევები ცენტრალური მაგისტრალების
გადაკეტვის დროს. კერძოდ, მე-11 მუხლის მიხედვით (აქციის მონაწილეთა რაოდენობა
შეუძლებელს ხდის აქციის სხვაგვარად ჩატარებას) და მუხლი 11 (დროის მოკლე პერიოდის
განმავლობაში ჩარევის უფლებას იძლევა იმ ადამიანების უფლებების გათვალისწინებით,
რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, საყიდლებზე დადიან, ვაჭრობენ ან ბიზნესს აწარმოებენ აქციის
მიმდებარე ტერიტორიაზე);
3. აქციის გამართვა სრულად იკრძალება პროკურატურის, პოლიციის განყოფილებების,
სასჯელაღსრულების დაწესებულებების, დროებითი დაკავების იზოლატორების და
სამართალდამცველი ორგანოების, რკინიგზის სადგურის, აეროპორტებისა და პორტების
შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში. მივესალმებით თუ აღნიშნული სრული აკრძალვა
კერძო საქმეებიდან გამომდინარე შეიცვლება.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლების შეზღუდვა იყვნენ შეკრების ორგანიზატორები, რომლის
დროსაც მე-5 მუხლის შესაბამისად ხდება საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გადაკეტვა,
შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაპროპორციული აკრძალვა. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ
ორგანიზებული რამდენიმე შეკრება გაიმართა საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული შეკრებები არ
იყო ფართომასშტაბიანი, მაგრამ მსგავსი მოვლენები შესაძლოა მომავალში გასცდეს მე-5 მუხლის
საზღვრებს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
5. პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალა შესაბამისობაში მოდიოდეს აუცილებლობისა და
პროპოციულობის პრინციპებთან და შეკრების დარბევა არ მოხდეს იქ სადაც აქციის მონაწილეთა
მცირე ჯგუფი მოქმედებს ძალადობრივი მეთოდებით. მსგავს შემთხვევებში, შესაბამისი
ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტული სამართალდამრღვევების მიმართ;
6. მკაცრად განისაზღვროს არალეტალური იარაღის გამოყენების წესები პოლიციური ოპერაციების
დროს. გამოყენებული სპეციალური საშუალებების რაოდენობა და მათი ერთობლიობა უნდა
იყოს წინასწარ დადგენილი სამიზნე ჯგუფის პროპორციული;
7. პოლიციური ოპერაციების დროს ყველა მონაწილე ოპერატიულ მუშაკს ჰქონდეს პოლიციელის
დამადასტურებელი მოწმობა;
8. აქციის მსვლელობაში პოლიციის ჩარევამდე მოხდეს აქციის მონაწილეების გაფრთხილება;
9. ისე დაიგეგმოს პოლიციური ოპერაციები, რომ გაფრთხილების შემდეგ, აქციის მონაწილეებს
მიეცეთ საშუალება ნებაყოფლობით დატოვონ ტერიტორია. აქციის მონაწილეებს მიეთითოს
153 სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების აღწერა იხილეთ 8.6 თავში
- 60 -
პოტენციური გასასვლელისკენ და მიეცეთ გონივრული დრო, რათა გაფრთხილების შემდეგ
ნებაყოფლობით დაიშალონ.
10. ბოლო მოეღოს უკვე დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკ მოპყრობას;
11. განვითარდეს და ხელი შეეწყოს სამართალდამცველთა მხრიდან იდენტური გარემოებების
მიმართ თანამიმდევრულ კანონიერ მიდგომას;
12. მითითებები მიეცეთ პოლიციელებს თავი შეიკავონ მონიტორების საქმიანობის
შეზღუდვებისაგან; არ შეზღუდონ ფოტო და სხვა ტიპის გადაღებები ინციდენტების დროს.
პროკურატურას
13. გამოიძიონ 26 მაისის აქციის დარბევის არაპროპორციული დაგეგმვის საქმეები დამნაშავეების
კანონის შესაბამისად დასჯის მიზნით; და პოლიციელების მიერ არასათანადო ქცევის
ფორმულირება შეიცვალოს სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმულირებით;
14. გამოიძიონ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს მონაწილეების დაკავებისა და დარბევის
დროს ძალის გადამეტებით გამოყენებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები დამნაშავეების
კანონის შესაბამისად დასჯის მიზნით;
15. დაუყოვნებლივ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება 26 მაისის მოვლენების დროს მომხდარი
უბედური შემთხვევები და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის შესაბამისად
შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს:
16. არ მოხდეს საზოგადოებრივი სავალი ნაწილის გამოყენების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების არასწორი ინტერპრეტაცია;
17. თავი შეიკავონ პოტენციურად საშიში, დაუდგენელი პირების ან ადამიანთა ჯგუფების
მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შეკრების მშვიდობიანად ჩატარებას.
მიიღონ ყველა კანონიერი ზომა მსგავსი პიროვნებების აქციაში მონაწილეობის
პრევენციისათვის.
18. თავი შეიკავონ ძალადობრივი მეთოდით დაუპირისპირდნენ პოლიციის უკანონო ქმედებას;

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია