მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო ხმები საქართველოში "უკვე მოპარულია" - 25 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

სილენ დონელი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში „უკვე მოპარულია“, ამბობს ერთი მაღალი რანგის ოპოზიციური პოლიტიკოსი.

ილაპარაკა რა საქართველოს პრემიერმინისტრის მოადგილის, გია ბარამიძის ინტერვიუს საპასუხოდ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, თედო ჯაფარიძემ New Europe -ს განუცხადა, რომ მთავრობის ამჟამინდელი დამოკიდებულება ოპოზიციისადმი ერთ ვარაუდს აჩენს – ზაფხული მიხეილ სააკაშვილის ოპონენტთათვის მძიმე იქნება, მათ გაურთულდებათ გავლენის მოხდენა ვითარებაზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„მე ისეთი განცდა მაქვს, რომ არჩევნები უკვე მოპარულია’“ ამბობს ჯაფარიძე, „ამიტომაა, რომ ოპოზიციას ექცევიან ისე, როგორც ექცევიან. მე სიტუაციის ესკალაციას ველი და ამ თვალსაზრისით ზაფხული მძიმე იქნება. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვუერთგულებთ პოლიტიკურ და საკონსტიტუციო მეთოდებს. მთავრობა ცდილობს, ჩვენ ქუჩის აქციებში ჩაგვითრიოს, მაგრამ ჩვენ ურყევად მივყვებით საკონსტიტუციო გზას.”

ჯაფარიძე, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მაგრამ მერე ოპოზიციურ კოალიციაში, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა, ამბობს, რომ არ უნდა ავტომატურად უარყოს ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აცხადებს. თუმცა ის ამტკიცებს, რომ მთავრობის ქცევა ეწინააღმდეგება 2003 წლის დემოკრატიულ იმპულსს, რომელიც უზურპირებულია სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ. „ჩვენ, ვინც ვუჭერდით მხარს „ვარდების რევოლუციას“ ახლა თავს მართლა ისე ვგრძნობთ, თითქოს გვიღალატეს,“ ამბობს ის. „არსებულმა მთავრობამ უღალატა რევოლუციის ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთაც საქართველოსთვის უკეთესი მომავალი და იმედი უნდა მოეტანა“.

გარდა ამისა, ჯაფარიძემ მყისიერად მიუთითა იმაზე, რომ ოპოზიცია ამჟამინდელი მთავრობისადმი არ ეფუძნება მხოლოდ კონფრონტაციას. New Europe-ისათვის გიორგი ბარამიძის მიერ მიცემული ინტერვიუს საპასუხოდ ჯაფარიძემ განაცხდა, რომ „ქართული ოცნების“ გეგმაში „მხოლოდ სააკაშვილთან ბრძოლა და მისი კრიტიკა არ შედის, კოალიციის მიზანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა.“

„ჩემი კონტრგზავნილი ასეთია: მოდი, ჩავატაროთ გამჭვირვალე არჩევნები. ნება მიეცით მოქალაქეებს განსაჯონ და მიიღონ გადაწყვეტილება.“

მაგრამ, განაგრძობს ის, ამ მომენტისთვის ის თავის ქვეყანაში ვერ ხედავს დემოკრატიისკენ მიმავალ გონივრულ გზას. „ქართული დემოკრატია მანიპულირებადი რამაა,“ ამბობს ის. „ის საკმაოდ უნარიანია ისეთი გზავნილების შექმნაში, რომელთა მოსმენაც აქ, დასავლეთში, ბრიუსელში, ბერლინში და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში სურთ.“

„დიახ, მე მინდა, რომ არჩევნები კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, მაგრამ ამაზე მეტად მე ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია არჩევნებს აგებს. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში.“

მიუხედავად მისი ოპოზიციური რიტორიკისა, ის ამტკიცებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთგულია ევროკავშირში და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი ზუსტად ისე, როგორც ამჟამინდელი მთავრობა; ჯაფარიძე აღიარებს, რომ „ამ მთავრობამ ამ სივრცეში პოზიტიური რაღაცები გააკეთა“, მაგრამ ამბობს ის, „მანამდე, სანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვილაპარაკებთ, ჩვენ ნორმალური, ქმედითი დემოკრატია უნდა ავაშენოთ. საქართველოს შემთხვევაში, ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში შიდა პროცესებს უნდა მოხმარდეს. ეს ხანგრძლივი პროცესია.“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია