მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველომ ოპოზიციონერი ფეხბურთელის საბანკო ანგარიშები გაყინა - 29 ივლისი 2012

[foreignpress.ge]

მარგარიტა ანთიძე

პარასკევს, საქართველოს სასამართლომ გაყინა ყოფილი ფეხბურთელის და ოპოზიციონერი ლიდერის კახა კალაძის საბანკო ანგარიშები ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაზეც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მტრების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს სამართლებრივი დევნაა.

ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, უპირისპირდება მმართველ პარტიას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც იმ ახლად ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

56 წლის ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად 6.4 მილიარდი დოლარია, გააერთიანა და ახალი სიცოცხლე შესძინა დანაწევრებულ ოპოზიციას ამ კავკასიურ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობაც 4.5 მილიონია, განარისხა რა მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ გამოკითხვებში ჯერ კიდევ ლიდერობს.

„ცხადია, რომ ეს პოლიტიკური დევნაა“, განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ოპოზიციური კოალიციის დევნასთან დაკავშირებულ ამ ბოლო საქმეზე.

„ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მივიჩნევთ“, თქვა მან.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კალაძე ეჭვმიტანილია მას შემდეგ, რაც საკუთარი ბანკის ანგარიშზე ჯერ 6 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო შემდეგ 1.6 მილიონი ლარი (97,000 დოლარი) აითვისა „დროის მოკლე პერიოდში“.

სააკაშვილი დასავლეთის ნებიერა გახდა მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. თუმცა იმ დროიდან, ოპონენტები მას პოლიტიკური თავისუფლებების შეზრუდვაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ მას საქართველოს ჩაბმის გამო რუსეთთან დამანგრეველ და ხანმოკლე ომში 2008 წლის აგვისტოში.

სააკაშვილის მთავრობას და მის მეტოქეებს შორის ბოლო დაპირისპირების ფარგლებში, პარასკევს ქართულმა სასამართლომ ყადაღა მოხსნა ივანიშვილის აქტივებს მას შემდეგ, რაც მან $49 მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა.

ივანიშვილის „ქართუ ბანკი“, სს „ქართუ ჯგუფი“ და 21.7 პროცენტიანი წილი „პროგრეს ბანკში“ ივნისის დასაწყისში დააყადაღეს მას შემდეგ, რაც მილიარდერმა მრავალი მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.

მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ წილების კონფისკაცია უკანონო იყო, რადგან მისი თქმით, მთელი თავისი წილები კომპანიაში საკუთარი ვაჟისთვის ჰქონდა გადაცემული. თუმცა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წილების გადაცემა არ იყო დარეგისტრირებული საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ივანიშვილმა 80 მილიონი ლარის ჯარიმა ამ კვირის დასაწყისში გადაიხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯარიმა „უკანონოა“.

ერთ დროს კარჩაკეტილი მაგნატი ივანიშვილი და მისი ოჯახი მრავალჯერ მოექცნენ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მას შემდეგ, რაც მილიარდერმა შარშან პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია