მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 03 აპრილი 2024
    სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა უდიდესი მობილიზაცია, მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ
    „ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დაკავებულია საქართველოს ევროპული გზის და ქვეყნის მომავლის საბოტაჟით.
    სრულად>>
  • 23 მარტი 2024
    „ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
    „რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
    სრულად>>
  • 20 მარტი 2024
    დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
    „ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
    სრულად>>
  • 10 მარტი 2024
    ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
    „ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
  • 26 თებერვალი 2024
    ანაზღაურებადი სტაჟირების კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება - ირაკლი კობახიძე
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. კობახიძის თქმით, სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
    სრულად>>
  • 21 თებერვალი 2024
    იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
    „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
    სრულად>>
  • 19 თებერვალი 2024
    სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
    საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში.
    სრულად>>
  • 30 იანვარი 2024
    რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
    აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
    სრულად>>
  • 10 დეკემბერი 2023
    პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად
    საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.
    სრულად>>
  • 05 დეკემბერი 2023
    „ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
    ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.
    სრულად>>
  • 23 ოქტომბერი 2023
    რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
    პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ.
    სრულად>>
  • 20 ოქტომბერი 2023
    „გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
    ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.
    სრულად>>
  • 16 ოქტომბერი 2023
    იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა - ემიგრანტები საბერძნეთში
    საქართველოში ბოლო ათწლეულების დუხჭირ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანი გაექცა. ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყანა საბერძნეთია. ჩვენ ფოთთან დაძმობილებულ ქალაქში, ნავპლიოში მცხოვრებ ქალბატონებს დავუკავშირდით. პირველი რესპონდენტი ქართული სათვისტომო „გეორგიას“ თავმჯდომარე ანა კეკელიძეა.
    სრულად>>
 
სიახლეები
21 აგვისტო 2021
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსს ახასიათებს გახანგძლივებული მიმდინარეობა - ოთარ ჩოკოშვილი
„ეს ძალიან არასასიამოვნო და ცუდია. დღიურად 50 და 70 ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ მაღალი ციფრია კვირის და თვის განმავლობაში. ამის თავიდან აცილების გზები ჩვენ გვაქვს. ეს პრევენციული ღონისძიებები და ვაქცინაცია. სამწუხაროდ, არ არის ადამიანებში მონდომება და კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსს ახასიათებს გახანგძლივებული მიმდინარეობა, კლინიკურად გამოჯანმრთელება შედარებით გვიან ხდება. გარდა ამისა, ახალგაზრდებში შეიძლება მოხდეს გართულება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან თავი“, – განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.
   
20 აგვისტო 2021
აკაკი ბართაიას საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ
"პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადების ფაქტი იქნება, თუ მუქარის, ან ძალადობის ფაქტები, არის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დანაშაულების გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდება. სისტემა თავის წევრს, პოლიციელს, იცავს და არ ხდება მათი სათანადო დასჯა. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება დაუშვებელია წინასაარჩევნო აქტივობების დროს" - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
   
20 აგვისტო 2021
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი - ჯანდაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
   
19 აგვისტო 2021
„კოვიდ-19“-ით მესამედ ინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის - თენგიზ ცერცვაძე
„კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
   
18 აგვისტო 2021
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს იარაღი ჩაუდეს - ანა ბუჩუკური
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად „ქართული ოცნების“ მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ყოველდღიურად მატულობს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების დავალებით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის, დაშინების, თვალთვალის და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. პოლიტიკური ნიშნით დევნამ, სამწუხაროდ, მასშტაბური ხასიათი მიიღო და სისტემური გახდა – ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს. შანტაჟის, დამუქრების, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლა უკვე მმართველმა პარტიამ, დაიწყო დაჭერები – სამარცხვინო და უღირსი მეთოდის – ჩადების გამოყენებით. დღისით მზისით იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი – აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში".
   
18 აგვისტო 2021
აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. „აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
17 აგვისტო 2021
სეუ-ს ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი 18 აგვისტოდან გაიხსნება
„აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.
   
16 აგვისტო 2021
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში თავდაცვის ძალები ჩაერთო - სამინისტრო
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოჰყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში".
   
13 აგვისტო 2021
ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად მართვამ გამოიწვია - ირაკლი ბენდელიანი
„ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში, სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არც ერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
   
13 აგვისტო 2021
ტექნიკურ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
„ვცრით ყველა ტიპის ვაქცინით „სინოფარით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“. მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია, მოგვმართოს, მიიღოს დახმარება და აიცრას მისთვის სასურველი ვაქცინით. დღიურად ამ ცენტრს შეუძლია 2000 მოქალაქეზე მეტის გატარება. ეს ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველდღე შესვენებისა და დასვენების დღეების გარეშე. მოქალაქეს შეუძლია, მოვიდეს, ჩადგეს ცოცხალ რიგში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დამხმარე პერსონალი გვყავს, ფაქტობრივად რიგში დაყოვნება არ ხდება, გაიაროს ადგილზე ოპერატორთან რეგისტრაცია, შემდეგ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, დაასახელოს მისთვის სასურველი ვაქცინა და აიცრას. დაწესებული 30-45 წუთი გაატაროს ძალიან კომფორტულ გარემოში და შემდეგ ვაქცინირებულმა დატოვოს სივრცე. ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომ ბოლო მოვუღოთ ამ პანდემიას და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.
   
 
სტატიები
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
10 დეკემბერი 2023
„წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს“
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. „ბნელი 90-იანებიდან“ მოყოლებული ამ უბედურებას თაობები შეეწირა და უარყოფითი პროცესი დღესაც გრძელდება.
   
24 სექტემბერი 2023
სადამდე მიგვიყვანს უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსული თავდასხმები?
პუტინის წამოწყებულმა საზარელმა ომმა უკრაინა და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხეების წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებია. ომის დაწყებიდან ეს უკვე დავინახეთ ჩერნობილსა და ზაპოროჟიეში, სადაც ატომურ ელექტროსადგურს დღემდე რუსი დამპყრობლები აკონტროლებენ.
   
30 აგვისტო 2023
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.
   
25 მარტი 2023
რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეკოციდის მუხლით რუსეთის გასამართლება?
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია