მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 03 აპრილი 2024
    სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა უდიდესი მობილიზაცია, მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ
    „ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დაკავებულია საქართველოს ევროპული გზის და ქვეყნის მომავლის საბოტაჟით.
    სრულად>>
  • 23 მარტი 2024
    „ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
    „რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
    სრულად>>
  • 20 მარტი 2024
    დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
    „ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
    სრულად>>
  • 10 მარტი 2024
    ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
    „ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
  • 26 თებერვალი 2024
    ანაზღაურებადი სტაჟირების კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება - ირაკლი კობახიძე
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. კობახიძის თქმით, სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
    სრულად>>
  • 21 თებერვალი 2024
    იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
    „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
    სრულად>>
  • 19 თებერვალი 2024
    სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
    საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში.
    სრულად>>
  • 30 იანვარი 2024
    რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
    აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
    სრულად>>
  • 10 დეკემბერი 2023
    პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად
    საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.
    სრულად>>
  • 05 დეკემბერი 2023
    „ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
    ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.
    სრულად>>
  • 23 ოქტომბერი 2023
    რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
    პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ.
    სრულად>>
  • 20 ოქტომბერი 2023
    „გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
    ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.
    სრულად>>
  • 16 ოქტომბერი 2023
    იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა - ემიგრანტები საბერძნეთში
    საქართველოში ბოლო ათწლეულების დუხჭირ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანი გაექცა. ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყანა საბერძნეთია. ჩვენ ფოთთან დაძმობილებულ ქალაქში, ნავპლიოში მცხოვრებ ქალბატონებს დავუკავშირდით. პირველი რესპონდენტი ქართული სათვისტომო „გეორგიას“ თავმჯდომარე ანა კეკელიძეა.
    სრულად>>
 
სიახლეები
26 აგვისტო 2021
ვაქცინირებულ ოჯახებს სამი თვით გაუუქმდეთ ​კომუნალური გადასახადები, ​განახევრდეს ტრანსპორტის ფასი - „ნაციონალური მოძრაობა“
"სრულად ვაქცინირებულ ოჯახებს სამი თვით გაუუქმდეთ ​კომუნალური გადასახადები; სრულად ვაქცინირებულებისთვის წლის ბოლომდე ​განახევრდეს ტრანსპორტის ფასი; სრულად აცრილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეცეთ დამატებით ერთი თვის დახმარება; სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს მიეცეთ ნახევარი თვის პენსია; სრულად აცრილ თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი; 8. მოხდეს დამატებითი ვაქცინის შემოტანა ბუსტერდოზისთვის".
   
26 აგვისტო 2021
ორ მილიონს თუ ავცრით და მილიონს გადატანილი აქვს, სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი
„ოქტომბრის თვეში მოსალოდნელი არის სიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება. მანამდე უკვე საზოგადოებას გამოუმუშავდება იმუნიტეტი, ზოგი ვაქცინით, ალბათ მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ორ მილიონს თუ ავცრით და მილიონს გადატანილი აქვს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება. ისე რომ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენ ეკონომიკა კი არ ჩავკეტოთ, არამედ პირიქით, წავახალისოთ განვითარება, წინსვლა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ხელი შევუწყოთ".
   
25 აგვისტო 2021
არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება - მიხეილ სააკაშვილი
„საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში. ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ რეფერენდუმის ყველანაირი გადადების“, – წერს სააკაშვილი.
   
25 აგვისტო 2021
რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ - ცესკო
"მივმართავთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11 სექტემბრის ჩათვლით და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში“.
   
25 აგვისტო 2021
დამატებით ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე ვმუშაობთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე. ასევე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. თქმით, უახლოეს 10 დღეში ჩატარდება დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა, საიდანაც ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად იქნება აცრილი.
   
24 აგვისტო 2021
განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს – ხატია დეკანოიძე
"ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს და ვარიანტს განვიხილავთ, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, ეს თემა საერთოდ დაიხუროს. აქ პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე. ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემაა, ამაშიც ისინი არიან „ღია და გამჭვირვალე“, რომ მათ ადამიანების სიციცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
   
24 აგვისტო 2021
ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადება
"ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები. დადგენილებები ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე".
   
23 აგვისტო 2021
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და შიმშილობას მიმართავს
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავს. დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მხარდასაჭერად დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ შენობასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და ბაღდავაძის გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წამოღებას აპირებდნენ, თუმცა მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა.
   
23 აგვისტო 2021
„ფაიზერს“ 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიენიჭა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინას 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ეს არის პირველი ვაქცინა, რომელმაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მოიპოვა. კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერ-ბიონტექსის“ ვაქცინა აშშ-ში 16 წელს გადაცილებულებში საგანგებო მოხმარებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცეს. მოგვიანებით კი, მაისში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია გაფართოვდა 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც.
   
21 აგვისტო 2021
შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება - სერგო ჩიხლაძე
"ახლა არც ისტორიული პარალელების დროა და არც ყალბი პათეტიკის ან თუნდაც - არაყალბის. არ ვაპირებ ახლა იმაზე ვისაუბრო, რას წერენ ჩვენზე უცხოეთში ან რომელი ვაქცინა უკეთესია. მინდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში? შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაგვიანებული, არათანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ? დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა! თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება! ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით".
   
 
სტატიები
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
10 დეკემბერი 2023
„წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს“
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. „ბნელი 90-იანებიდან“ მოყოლებული ამ უბედურებას თაობები შეეწირა და უარყოფითი პროცესი დღესაც გრძელდება.
   
24 სექტემბერი 2023
სადამდე მიგვიყვანს უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსული თავდასხმები?
პუტინის წამოწყებულმა საზარელმა ომმა უკრაინა და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხეების წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებია. ომის დაწყებიდან ეს უკვე დავინახეთ ჩერნობილსა და ზაპოროჟიეში, სადაც ატომურ ელექტროსადგურს დღემდე რუსი დამპყრობლები აკონტროლებენ.
   
30 აგვისტო 2023
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.
   
25 მარტი 2023
რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეკოციდის მუხლით რუსეთის გასამართლება?
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია