მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
28 ივლისი 2021
ესენი არიან გადამგდებები, მათთან შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი, მე ვტოვებ პარლამენტს - ზურაბ ჯაფარიძე
„ოცნება“ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები, მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე, როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება, იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
   
28 ივლისი 2021
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს - არასამთავრობო ორგანიზაციები
"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
   
27 ივლისი 2021
პანევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის გზაზე ხართ, შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ შარლ მიშელის შეთანხმება - რიკ დემსი
„მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდეს, გადადების გარეშე. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმე
   
27 ივლისი 2021
განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება - ამირან გამყრელიძე
„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება".
   
26 ივლისი 2021
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს - ხატია დეკანოიძე
„ეს კანდიდატები ცესკო-ს „კლანის“ წევრები არიან. მათ ხმები არ ეყოთ და მეოთხე კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს, რადგან ვერანაირი მანიპულაცია, რაც მათთვის მიღებულია, ვერ უშველის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი აიღოს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს.
   
26 ივლისი 2021
გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. მეტიც – ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ტყუილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
   
24 ივლისი 2021
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, 37 დაწესებულებაში მივიდნენ ვაქცინაციისთვის - თამარ გაბუნია
„თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს უკვე მოქმედებს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ შემთხვევაში დოზების მოწოდების რეჟიმი გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
   
23 ივლისი 2021
თავდაცვის უწყებაში 7 ლოკაცია გვაქვს და აქტიურად მიმდინარეობს უწყების სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების აცრა - ჯუანშერ ბურჭულაძე
„ამ ეტაპზე თავდაცვის უწყებაში 7 ლოკაცია გვაქვს და აქტიურად მიმდინარეობს უწყების სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების აცრა. ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 25 პროცენტი უკვე ავცერით. ერთადერთი, რაც ჩვენს მოსახლეობას მინდა, ვთხოვო არის, რომ, აცრას მხოლოდ ემოციური ფონი ახლავს, სხვა არაფერი სამედიცინო ჩვენება და გვერდითი მოვლენები არ ახლავს. ჩვენ დღეს ჩინური ვაქცინა გვაქვს, ველოდებით „ფაიზერსაც“, საკმაოდ ინტენსიურად ვიცრებით. ეს ჩვენი, ყველას სამოქალაქო ვალია, რომ გავუზიაროთ, ამ აცრას არ ახლავს არანაირი რისკი, გარდა ემოციური ფონისა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ეს ემოციური ფონი რომც განვითარდეს და ადამიანმა ინერვიულოს, არაფერია, წამიერი მოვლენაა, გაივლის. აქტიური მეთვალყურეობა გვაქვს და ყველა უნდა ჩავერთოთ, ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, შესაბამისად, არავის ვზღუდავთ, ნებისმიერი, ვინც სურვილს გამოთქვამს, დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
   
23 ივლისი 2021
უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა - „მთავარი არხი“
„ის, რაც წულუკიანმა გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, – ამის შესახებ პროკურატურასთან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
   
22 ივლისი 2021
თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ - თეა წულუკიანი
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია