მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
02 ივნისი 2021
„სენი, რომელიც წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში“
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს შეისწავლის , რომელიც თაროზეა შემოდებული. "ქვეყანაში „ქართული ოცნების” პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ".
   
01 ივნისი 2021
„საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას“
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებით მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ პისიარტესტირება.
   
28 აპრილი 2021
უვადო პატიმრის დედა: კორონაგადატანილ, მოშიმშილე ბიჭებს ყურადღება მიაქციეთ!
ufleba.ge-ს უვადო პატიმრის, ნიაზ ჩხვიმიანის დედა, ქალბატონო სვეტლანა ჩხეტიანი დაუკავშირდა თავისი სატკივარით. მის განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ იმ იმედით, რომ სათანადო სახელმწიფო ორგანოები ყურადღებას მიაქცევენ.
   
27 იანვარი 2021
მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ - ტედროს გებრეიესუსი
მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება. „ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
   
27 იანვარი 2021
თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში, ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე - ეკატერინე ტიკარაძე
"როგორც იცით, ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში, უფრო ზუსტად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ მოსახლეობაში ფართო ვაქცინაცია. საუბარი არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე. მე მუდმივად ვაზუსტებ ასევე აბსოლუტურ რიცხვს, რომელიც არის 1 600 000-დან 1 700 000-მდე მოზრდილი მოსახლეობის. 20 პროცენტი იქნება „კოვაქს პლატფორმიდან“ დაკმაყოფილებული, დანარჩენ რაოდენობას ჩვენ უკვე მივიღებთ სხვა მწარმოებლისგან. „კოვაქს პლატფორმიდან“ პასუხს ველოდებით თვის ბოლოს, 30 იანვარს გვექნება დამატებითი ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
   
23 იანვარი 2021
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა ელემენტარული მავნებლობაა - დავით ზურაბიშვილი
ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ამ ფენას კი ხელისუფლებაში, მოლების მეპატრონეებისგან განსხვავებით, არ ჰყავს ლობი, ანუ ხელისუფლებას არავინ აწუხებს ამ ფენის ინტერესების გამო. შესაბამისად, იქაც არ ენაღვლებათ. ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვას ჭირდება სერიოზული კონტროლი და ხელისუფლებაში ეზარებათ ამის ორგანიზება და შესაბამისი რესურსის მოძიება. თუ ასი ათასი მომიტინგე არ დგას ქუჩაში, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? აკრძალვა ბევრად მარტივი გზაა. გ) თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მშვენივრად მოძრაობენ საკუთარი თუ სამსახურის მანქანებით.
   
21 იანვარი 2021
გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს - გიგა ბოკერია
"დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს. ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ ეს ვნახეთ წინა გამარჯვებისას, როდესაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციაზე. ისიც გამარჯვება იყო, ეს უფრო დიდი გამარჯვებაა კალიბრით, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ვნახეთ, როგორ ფეხებზე დაიკიდა ის ამბავი ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვება, როგორც ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
   
21 იანვარი 2021
სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის
"ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
   
18 იანვარი 2021
კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
   
17 იანვარი 2021
ვადამდელ ან განმეორებით არჩევნებს სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები - გია ვოლსკი
"მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, რომ თუ საუბარია, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ან ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია