მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
28 დეკემბერი 2020
ონკოპაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს
„უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა გახდა უფასო. ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი გაიზარდა 8 000 ლარით, რის შედეგადაც, ჯიბიდან გადახდები საშუალოდ 25 მილიონი ლარით შემცირდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
   
27 დეკემბერი 2020
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს
„ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერ ერჩის, ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომებს ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.
   
26 დეკემბერი 2020
ბიუჯეტს უკან გადავურიცხეთ 67 000 ლარი, მოვითხოვ დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე - შალვა ნათელაშვილი
„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად, რა დღეშია ხალხი, კარგად ვხედავთ. მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არც ერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მოვითხოვ, ეს ფული დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ".
   
26 დეკემბერი 2020
ჯანმო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს
"საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს".
   
25 დეკემბერი 2020
ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ ფულით შეუძლიათ შექმნან ფონდი და დაეხმარონ ადამიანებს - გია ხუხაშვილი
„ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხელისუფლება ჯიუტად უხდის ხელფასს, ამ ფულით შეუძლიათ შექმნან ფონდი და დაეხმარონ ადამიანებს, რომელთა პრობლემებზე ხშირად საუბრობენ. მაგალითად “აფრიკაში” დაზარალებულებს, ექიმებს და ა.შ.“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
   
24 დეკემბერი 2020
„მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია აუცილებელი“
„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე".
   
24 დეკემბერი 2020
„სერგეენკო გახარიას ეუბნება, წამლები ძვირია და რას აპირებთო“
„კრიზისების (გადასასვლელის) დროს ცხენებს (მთავრობას) არ ცვლიანო, ბრძანა ივანიშვილის წარმომადგენელმა. ცხენების რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელისუფლება რომ შესაცვლელია, ამას ზებრაც კი ხვდება“.
   
23 დეკემბერი 2020
საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების ვითომდა პროდასავლურობას - ანრი ოხანაშვილი
"შეიძლება ეს იდეა არ მოეწონოთ, რადგან რეკომენდაცია ხაზს გაუსვამს მათ გადაფარვის მცდელობას, რომ თითქოს ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან. საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების ვითომდა პროდასავლურობას. საზოგადოებას მათ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ისინი დემოკრატიულ პროცესში არ მონაწილეობენ. ხომ დაობდნენ იმაზე, რომ როგორ შეიძლება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის მიღებაო და ვნახოთ, რამდენად დაეთანხმებიან იმას, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
   
23 დეკემბერი 2020
„სამარცხვინო ფაქტია ამ ე.წ. პარლამენტში შესვლა, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“
„სხვებთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია. ​გარიგებაზე არის საუბარი. ქრთამის და ფულის ​შემოთავაზებაზე მეტი დანაშაული რა არის. არ ვაკონკრეტებ ჯერჯერობით, ვგულისხმობ ყველანაირ გარიგებას. ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
   
22 დეკემბერი 2020
თურქული „ზირაათბანკი“ და „იშბანკი“ არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სძინავს ეროვნულ ბანკს - რომან გოცირიძე
"ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული „იშბანკი“ და „ზირაათბანკი“ ( ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის ბანკებიც. სძინავს ეროვნულ ბანკს. როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს( შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, ეს საქმე მიუშვიათ ძალიან".
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია