მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 დეკემბერი 2020
თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით „აპრავებს“, რომ შედეგი უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება, ეს სრული აფერისტობაა - გია ნოდია
„როცა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, მოთხოვნები შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიპატიმრებს. საარჩევნო სისტემის ცვლილება მოთხოვნებში არ იყო და, ჩემი აზრით, არც უნდა ყოფილიყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდა შეთანხმებული საარჩევნო სისტემით, 2024 და შემდეგი წლის არჩევნები ისედაც სრულად პროპორციული უნდა იყოს. თუ ვიღაცას კიდევ უნდა ცვლილებები (ვთქვათ, ნულოვანი ბარიერი), პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაფერ შუაში არ არის. მოკლედ, თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით აპრავებს, რომ ამის შედეგი, მისი აზრით უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება (მე სულ არ მგონია ნულოვანი ბარიერი კარგი), ეს არის სრული აფერისტობა. ესე იგი რაღაც სხვა მიზეზით შეიცვალა პოზიცია, მაგრამ ამის თქმა არ უნდა".
   
09 დეკემბერი 2020
სად არის შესაძლებელი სახელმწიფოს დაფინანსებით კორონავირუსზე ტესტის ჩატარება
საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.
   
08 დეკემბერი 2020
ოპოზიციონერი იქნები თუ პუფი - აირჩიე
"ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ექვსი კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ ექვსმა ადამიანმა. მე გამოვრიცხავ, მაგრამ მაინცდამაინც, ჰიპოტეტურად, ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება ვერ დეპუტატი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
   
07 დეკემბერი 2020
განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება” არ განიხილავს, ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ - არჩილ თალაკვაძე
„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ. რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება” არ განიხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
   
07 დეკემბერი 2020
ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. მისივე თქმით, ტესტირება უფასოა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.
   
06 დეკემბერი 2020
„პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა თავისუფალ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნებია, „ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს“
„ხელისუფლებამ იცის ჩვენი წინადადებები, დუმს ხელისუფლება, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლა უნდა დაძლევა. როგორ დაიძლევა? მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით, სადაც თავისუფალ გარემოში გამოხატავენ მოქალაქეები თავიანთ ნებას. „ოცნებას“, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ხალხის ნება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
   
05 დეკემბერი 2020
არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილის ლიდერობით - გია ვოლსკი
„ელჩებთან დაკავშირებით ხშირად არის სპეკულაცია. ჩვენი ოპონენტებიდან ზოგი ელჩებს აგინებს, არის თითის და მუშტის ქნევაში. ეს ელჩები სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ და უფრო მეტიც სახელმწიფოთა ჯგუფის პოზიციას გამოხატავენ, მაგალითად, ევროკავშირის. როცა ერთ მხარეს რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, აქ საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პარტნიორი ქვეყნების წინაშე, ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს ოპონენტთა დიდი ჯგუფის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა. თუ არადა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში მონაწილეობას ღებულობენ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, სააკაშვილის ლიდერობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
   
05 დეკემბერი 2020
კითხვები და პასუხები 300-ლარიან ერთჯერად დახმარებასთან დაკავშირებით - დასაქმების სააგენტო
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს: ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია?
   
04 დეკემბერი 2020
„ხელისუფლების „ოპოზიციურო“ აგენტურავ: ნაბიჯით იარ პარლამენტისკენ“
"ვაჭრობაში ჩაბმული, ხელისუფლების "კარმუშკაზე" მყოფი "ოპოზიციის" ნაწილის გასაგონად: დეტალურად ვიცით ვინ საიდან ფინანსდებით, იმ დონემდე, რომ რომელი თქვენი აქცია - "საპროტესტო" თუ სადამფუძნებლო შეკრებები ვის მიერ დაფინანსდა, ვინ არის თქვენი მეთვალყურე თუ მეკავშირე "შესაბამის სამსახურებში" - ყველაფერი იმ წუთასვე ამოვა ზედაპირზე, როგორც კი საბოლოოდ გაიყიდებით!"
   
03 დეკემბერი 2020
ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს - ნიკა მელია
"ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. არჩევნები ტარდება რუსეთში? კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია, რომ ეს უნდა და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, იდევნებოდნენ ოპოზიციური ლიდერები, თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს და ა.შ. ეს არის ის, რაც არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს ყველაფერი მოხდება მრავალი წლის განმავლობაში. ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს“, – განაცხადა მელიამ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია