მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებს შეხვდა - 26 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ იმსჯელეს, თუ როგორი იქნება სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ურთიერთობა ახალი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში. მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები პროგრამების განხორციელებას 2013 წლის ბოლომდე გააგრძელებენ.

სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე კომპანიები მუშაობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც გააგრძელებენ, ხოლო ის პირები, რომლებსაც დღემდე დაზღვევა არ აქვთ, სახელმწიფო პაკეტით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

28 თებერვლიდან 1 ივლისამდე საყოველთა დაზღვევის პროგრამაში მოხვედრილი პირებისთვის გადაუდებელი და პირველადი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდება. 1 ივლისის შემდეგ კი ამ სადაზღვევო პროგრამებს გეგმური სამედიცინო მომსახურებაც დაემატება.

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის ამოქმედება კერძო სადაზღვევო კომპანიებს რამდენიმე პრობლემას შეუქმნის და სადაზღვევო ინდუსტრიას ძალიან შეამცირებს. ის ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების წილი მთლიან სადაზღვევო ინდუსტრიაში 70 პროცენტზე მეტს შეადგენს.

რამიშვილი მეორე პრობლემად იმას ასახელებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობისთვის 200 მილიონი ინვესტიცია განახორციელეს. მათ ხარჯის ამოღება მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორიდან მოუწევთ და 15-20–ადგილიანი საავადმყოფოების შემთხვევაში რენტაბელურად მაღალი თანხის მიღება გაუჭირდებათ.

რამიშვილის მოსაზრებითვე, კერძო სადაზღვევო სექტორი რომ არ დაზარალდეს, სამინისტრო მათთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია