| მთავარი თემები |
 |
06 ნოემბერი 2025
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“
„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“ |
| სრულად>> |
|
 |
30 ოქტომბერი 2025
როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, აღვადგინოთ ქვეყნის მთლიანობა?
აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და ტკივილია. როგორ, რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კითხვა ნებისმიერ შეგნებულ ქართველს აწუხებს. ერთი რამ ცხადია, სანამ შიგნით საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ეგზისტენციალურ საკითხებზე მაინც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწევთ, მანამდე შიდა თუ გარე მტერთან გამკლავება გაგვიძნელდება. |
| სრულად>> |
|
 |
29 ოქტომბერი 2025
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება. ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ. |
| სრულად>> |
|
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
|
|
|
|
 |
07 ნოემბერი 2025 იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ, მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში - ელენე ხოშტარია "ადვოკატი არის მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში). ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ! გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან. ბოლომდე!" |
| |
|
|
|
|
|
|
 |
07 ნოემბერი 2025 არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი - მიხეილ სააკაშვილი „გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი – ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. აქვთ ღირსებისა და სიამაყის განცდა. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები. აქეთ არიან ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ტატუნაშვილი, კახა ბენდუქიძე, ქუჩებში გამოსული თვალებანთებული უშიშარი ახალგაზრდები, ციხეში თავაწეულად მიმავალი აზა ჩილაჩავა. ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, მათ ახასიათებთ მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად არიან, ჩაბარდნენ პირველივე დამპყრობელს". |
| |
|
|
|
|
 |
06 ნოემბერი 2025 პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები“ და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი! - ნიკა გვარამია "ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი“ დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა, ყოველდღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში! მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და, რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს. ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო““, – წერს ნიკა გვარამია. |
| |
|
|
|
|
 |
06 ნოემბერი 2025 სააკაშვილის, ვაშაძის, გვარამიას, მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - გენპროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
06 ნოემბერი 2025 არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო - ალეკო ელისაშვილი „მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი შეცდომაც იყო. ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო ვიღაც ჩანერგილი, ვიღაც ზედმეტად გახურებული. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო. შეცდომა იყო არჩევნებზე არმისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე… ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია – არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე“, – განაცხადა ელისაშვილმა. |
| |
|
|
|
|
 |
06 ნოემბერი 2025 ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ – კახა კალაძე „მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ. |
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
26 აგვისტო 2025 ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| |
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|