მთავარი თემები |
 |
13 მარტი 2023
კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას - ირაკლი ღარიბაშვილი
კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. |
სრულად>> |
|
-
 |
19 თებერვალი 2023
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია. მით უფრო ეს გარდამავალი პერიოდის საქართველოს შეეხება, სადაც ახალი თაობის სიტყვას და ენერგიულ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, დაუშვებელია ახალგაზრდების დასაქმების (პერსპექტივის) გარეშე დატოვება, რის შემდეგაც ერთადერთ გამოსავლად მშობლიური კერის დატოვება და უცხოეთში გადაბარგება (ზოგჯერ სამუდამოდ) რჩება. |
სრულად>> |
|
 |
15 თებერვალი 2023
მოახდინონ რეაგირება სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე, ამ ტიპის დარღვევებმა უკვე რეგულარული სახე მიიღო - შოთა თუთბერიძე
„ეს არ არის უფლების ყოველდღიური წვრილმანი დარღვევა, ამ ტიპის დარღვევებმა პენიტენციური სამსახურის მხრიდან უკვე რეგულარული სახე მიიღო და ამას გამართლება არ აქვს. იმედი მაქვს, არც ერთი მთავრობა, არც ერთი პენიტენციური სამსახური არ გამოაქვეყნებს არც საცვლების ამარა კობახიძის, რატი ბრეგაძის ან ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ან ვიდეომასალებს, უბრალოდ, არ უნდა იკადრო ადამიანმა. რაც შეეხება რეალობას, ეს კადრები შესაძლოა, ავთენტურია. ეს კადრები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად, ფაქტობრივად კახექსიის მსხვერპლია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ. |
სრულად>> |
|
 |
13 თებერვალი 2023
ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, წინ გვაქვს გადამწყვეტი, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, კანდიდატის სტატუსი შემდეგი ეტაპია - ირაკლი ღარიბაშვილი
„გლობალურად მსოფლიო სამართლის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში საქართველო 18-ე, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე არასდროს“,- აღნიშნა პრემიერმა. |
სრულად>> |
|
-
 |
09 დეკემბერი 2022
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი. |
სრულად>> |
|
-
 |
17 ნოემბერი 2022
რატომ უნდა გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ?
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ). |
სრულად>> |
|
 |
15 ნოემბერი 2022
ურნის ქვეშ დაყრილი ნაგავი და... ცირკის განვითარება
ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია. |
სრულად>> |
|
 |
04 ნოემბერი 2022
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება. |
სრულად>> |
|
 |
25 ოქტომბერი 2022
შტრიხები ჩვენი ყოფიდან ოპტიმისტური დასასრულით
ადრე, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე პასუხობდა, - რად გინდათ, ბიჭო, კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდით; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი. |
სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2022
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე?
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2022
რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?
გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
04 ოქტომბერი 2022
„ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
-
 |
04 ოქტომბერი 2022
როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც ჩავერთეთ. |
სრულად>> |
|
 |
03 ოქტომბერი 2022
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
-
-
|

|
|
|
|
|
 |
19 იანვარი 2022 სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ ყველანაირი პირობა შევქმნა - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი „სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. |
|
|
|
|
|
 |
12 იანვარი 2022 ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს - ზვიად კორძაძე „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დღეს დაადასტურა. დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. უცნაურია, რომ სამართლებრივად საქმეში დაზარალებული არ არის. თაღლითობის მუხლს დაზარალებული სჭირდება. ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომ ინსტანციებში და საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება. პირველი ეტაპი მოგებულია და რაც მთავარია, ამ საქმეში დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ზუსტად ამ ბრალდებით ტარდებოდა ის პრესკონფერენციები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად, პროკურატურა ყოველ ორ კვირაში გამოდიოდა და ფულის გათეთრებას იძახდა. როგორც სამი წლის წინ ვეუბნებოდით პროკურატურას, ფულის გათეთრება ვერ დადგინდებოდა, ასევე გპირდებით, რომ აქ არც თაღლითობა დაიკავებს თავს. უბრალოდ თაღლთობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
10 იანვარი 2022 არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი "ხვალ გვექნება კოვიდსაბჭო და დამატებით ვიმსჯელებთ ვითარებაზე. პირბადის ტარება არის აუცილებელი, ეს არის პრევენციის და დაცვის საშუალება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილება. მესმის, რომ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაზრდილია მობილობა. ამას გარდა, „ომიკრონის“ შტამმაც განაპირობა ის, რომ შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ის, რაც ხდება ევროპაში, კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. მაგალითად, საფრანგეთში 200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ. ამერიკაში ინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვიყოთ მობილიზებული, არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს". |
|
|
|
|
|
 |
05 იანვარი 2022 კოვიდკლინიკები მომზადებული ხვდებიან გამოწვევებს, რაც ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება - თამარ გაბუნია „ბუნებრივია, „კოვიდის“ მართვის პროცესში არის ახალი გამოწვევები, მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის“ ახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებს ხედავენ. საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200-ლარიან წახალისებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. |
|
|
|
|
|
 |
30 დეკემბერი 2021 ეს არის ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ და მისი უფლებების უხეში დარღვევა - სალომე სამადაშვილი „რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ესე იქნება შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ეს არის ის, რაც არის გასაკეთებელი, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი მოყვება მოვლენების იმ შესაძლო განვითარებას, რომელიც შეიძლება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომ დამძიმებას, რაც ჩემი აზრით, არის სავარაუდო იმ ვითარებაში, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ცხადი გახადეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ხელისუფლებას, ამ წესრიგით მოქმედებს“, – განაცხადა სამადაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
ვიდეოები |
Power Trip |
 |
 |
|
|