მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 13 მარტი 2023
    კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას - ირაკლი ღარიბაშვილი
    კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.
    სრულად>>
  • 28 თებერვალი 2023
    დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
    "ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე".
    სრულად>>
  • 19 თებერვალი 2023
    რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
    ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია. მით უფრო ეს გარდამავალი პერიოდის საქართველოს შეეხება, სადაც ახალი თაობის სიტყვას და ენერგიულ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, დაუშვებელია ახალგაზრდების დასაქმების (პერსპექტივის) გარეშე დატოვება, რის შემდეგაც ერთადერთ გამოსავლად მშობლიური კერის დატოვება და უცხოეთში გადაბარგება (ზოგჯერ სამუდამოდ) რჩება.
    სრულად>>
  • 15 თებერვალი 2023
    მოახდინონ რეაგირება სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე, ამ ტიპის დარღვევებმა უკვე რეგულარული სახე მიიღო - შოთა თუთბერიძე
    „ეს არ არის უფლების ყოველდღიური წვრილმანი დარღვევა, ამ ტიპის დარღვევებმა პენიტენციური სამსახურის მხრიდან უკვე რეგულარული სახე მიიღო და ამას გამართლება არ აქვს. იმედი მაქვს, არც ერთი მთავრობა, არც ერთი პენიტენციური სამსახური არ გამოაქვეყნებს არც საცვლების ამარა კობახიძის, რატი ბრეგაძის ან ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ან ვიდეომასალებს, უბრალოდ, არ უნდა იკადრო ადამიანმა. რაც შეეხება რეალობას, ეს კადრები შესაძლოა, ავთენტურია. ეს კადრები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად, ფაქტობრივად კახექსიის მსხვერპლია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
    სრულად>>
  • 13 თებერვალი 2023
    ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, წინ გვაქვს გადამწყვეტი, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, კანდიდატის სტატუსი შემდეგი ეტაპია - ირაკლი ღარიბაშვილი
    „გლობალურად მსოფლიო სამართლის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში საქართველო 18-ე, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე არასდროს“,- აღნიშნა პრემიერმა.
    სრულად>>
  • 10 თებერვალი 2023
    გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია
    სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი პირველი მოპასუხე ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინა ბჟალავაა.
    სრულად>>
  • 09 დეკემბერი 2022
    9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი.
    სრულად>>
  • 29 ნოემბერი 2022
    ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიზარდა, ქალები სულ უფრო ხშირად გამოდიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე
    ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ქეთევან კიკნაძე, ხაშურში იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაცია „იმედს“ ხელმძღვანელობს. საქმიანობის ძირითადი სფერო - დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამებია (უცხო ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ.).
    სრულად>>
  • 17 ნოემბერი 2022
    რატომ უნდა გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ?
    პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ).
    სრულად>>
  • 15 ნოემბერი 2022
    ურნის ქვეშ დაყრილი ნაგავი და... ცირკის განვითარება
    ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია.
    სრულად>>
  • 04 ნოემბერი 2022
    როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
    საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება.
    სრულად>>
  • 25 ოქტომბერი 2022
    შტრიხები ჩვენი ყოფიდან ოპტიმისტური დასასრულით
    ადრე, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე პასუხობდა, - რად გინდათ, ბიჭო, კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდით; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2022
    რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე?
    რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ.
    სრულად>>
  • 08 ოქტომბერი 2022
    რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
    ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს.
    სრულად>>
  • 06 ოქტომბერი 2022
    რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
    ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით.
    სრულად>>
  • 06 ოქტომბერი 2022
    რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?
    გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია.
    სრულად>>
  • 06 ოქტომბერი 2022
    „რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
    უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.
    სრულად>>
  • 04 ოქტომბერი 2022
    „ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
    რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ.
    სრულად>>
  • 04 ოქტომბერი 2022
    რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები?
    რა პოპულარული პროფესიებია დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.
    სრულად>>
  • 04 ოქტომბერი 2022
    როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში
    აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც ჩავერთეთ.
    სრულად>>
  • 03 ოქტომბერი 2022
    რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?
    16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.
    სრულად>>
  • 30 სექტემბერი 2022
    „ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი თუ მოგვარდა, ეს მამაკაცებისთვის ცუდი რატომ არის?“
    სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და ბოლნისში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი მოპასუხე „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინა ბჟალავაა.
    სრულად>>
  • 22 სექტემბერი 2022
    „ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს“
    რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ხაშურის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; რაზე მიგვანიშნებენ ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები?
    სრულად>>
 
სიახლეები
07 დეკემბერი 2021
ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა - ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
   
06 დეკემბერი 2021
ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა სცადა - შოთა თუთბერიძე
"ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით და როცა ვისმენთ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ამის საჭიროება არ იყო, ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი გეგმები არსებობდა".
   
02 დეკემბერი 2021
აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება - ლადო კახაძე
"დარწმუნებული ვარ, გონიერი მოსახლეობის პრაგმატულ გადაწყვეტილებაში. ჩვენ ახლა ხელისუფალი და მოსახლე ვართ ერთი, ერთი მთლიანი. მტერი გვყავს ერთი ეს არის ვირუსი. ვირუსის მხარეს ნუ დადგებით, დადექით გონიერების მხარეს, სიკეთის მხარეს, დადექით გადარჩენის მხარეს, გამრავლების მხარეს. დადექით სიქველისა და თქვენი საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის მხარეს ჩვენს ქვეყანასთან ერთად“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
   
02 დეკემბერი 2021
ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - სალომე სამადაშვილი
„ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. რაც შეეხება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს მისი ამ სასამართლო პროცესის, რომელიც ძალიან მაგონებს ე.წ. საჩვენებელ გასამართლების პროცესებს, რომელსაც წარმართავდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი რაც მის გასამართლებას უკავშირდება, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რადგან აჩვენებს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანამ ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა ვერც კანონის უზენაესობის, ვერც დამოუკიდებელი სასამართლოს და ვერც დემოკრატიის გზაზე. მყარად იმკვიდრებს საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში ადგილს, რომლის ადგილიც ნატოში და ევროკავშირში ვერ იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
   
01 დეკემბერი 2021
რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - ბადრი ჯაფარიძე
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ – ერთია ის ცვლილებები, რომელზეც მოვილაპარაკეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. მათი განცხადება ემსახურება რამდენიმე მიზანს – შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციაში, ეს იყო ასევე დემონსტრირება, რომ ძალიან ეშინიათ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება, როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
   
01 დეკემბერი 2021
ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება გვაქვს, რომ უმრავლესობა დაავადების დამძიმებას აიცილებს
კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში, ერთი კი მოგვიანებითაც.
   
30 ნოემბერი 2021
კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი.
   
26 ნოემბერი 2021
WHO/ევროპა: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.
   
22 ნოემბერი 2021
ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს, ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს - ირაკლი ღარიბაშვილი
"პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
   
18 ნოემბერი 2021
პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
20 თებერვალი 2023
ქუთაისის მერმა 118 211 ლარით ახალი მანქანა იყიდა
ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის ახალი ავტომობილი ჰყავს. ტენდერი ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბიუჯეტიდან ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარი გამოყო. მოთხოვნებში მანქანის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ეწერა, რომ ავტომობილი ახალი გამოშვებული, არაუგვიანეს 2022 წლის უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ნაცრისფერი, ან ლურჯი. ავტომობილი უკვე დგას მერიის პარკინგზე, იმ ადგილზე, რომელიც ქალაქის პირველი პირისთვისაა გამოყოფილი.
   
10 თებერვალი 2023
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია
სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი პირველი მოპასუხე ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინა ბჟალავაა.
   
14 სექტემბერი 2022
რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?
WEG-მა (გლობალური გამოცდილება საქართველოსთვის) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. კვლევა მოიცავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.
   
14 სექტემბერი 2022
ფელინის „კინო“ ვაგზლის მოედნიდან - რეპორტაჟი
ადრე, კომუნისტების პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე ასე პასუხობდა - რად გინდა, ბიჭო, თქვენი კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდითო; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი.
   
13 სექტემბერი 2022
სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება
1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
   
 
პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია