მთავარი თემები |
 |
13 მარტი 2023
კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას - ირაკლი ღარიბაშვილი
კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. |
სრულად>> |
|
-
 |
19 თებერვალი 2023
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია. მით უფრო ეს გარდამავალი პერიოდის საქართველოს შეეხება, სადაც ახალი თაობის სიტყვას და ენერგიულ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, დაუშვებელია ახალგაზრდების დასაქმების (პერსპექტივის) გარეშე დატოვება, რის შემდეგაც ერთადერთ გამოსავლად მშობლიური კერის დატოვება და უცხოეთში გადაბარგება (ზოგჯერ სამუდამოდ) რჩება. |
სრულად>> |
|
 |
15 თებერვალი 2023
მოახდინონ რეაგირება სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე, ამ ტიპის დარღვევებმა უკვე რეგულარული სახე მიიღო - შოთა თუთბერიძე
„ეს არ არის უფლების ყოველდღიური წვრილმანი დარღვევა, ამ ტიპის დარღვევებმა პენიტენციური სამსახურის მხრიდან უკვე რეგულარული სახე მიიღო და ამას გამართლება არ აქვს. იმედი მაქვს, არც ერთი მთავრობა, არც ერთი პენიტენციური სამსახური არ გამოაქვეყნებს არც საცვლების ამარა კობახიძის, რატი ბრეგაძის ან ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ან ვიდეომასალებს, უბრალოდ, არ უნდა იკადრო ადამიანმა. რაც შეეხება რეალობას, ეს კადრები შესაძლოა, ავთენტურია. ეს კადრები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად, ფაქტობრივად კახექსიის მსხვერპლია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ. |
სრულად>> |
|
 |
13 თებერვალი 2023
ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, წინ გვაქვს გადამწყვეტი, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, კანდიდატის სტატუსი შემდეგი ეტაპია - ირაკლი ღარიბაშვილი
„გლობალურად მსოფლიო სამართლის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში საქართველო 18-ე, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე არასდროს“,- აღნიშნა პრემიერმა. |
სრულად>> |
|
-
 |
09 დეკემბერი 2022
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი. |
სრულად>> |
|
-
 |
17 ნოემბერი 2022
რატომ უნდა გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ?
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ). |
სრულად>> |
|
 |
15 ნოემბერი 2022
ურნის ქვეშ დაყრილი ნაგავი და... ცირკის განვითარება
ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია. |
სრულად>> |
|
 |
04 ნოემბერი 2022
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება. |
სრულად>> |
|
 |
25 ოქტომბერი 2022
შტრიხები ჩვენი ყოფიდან ოპტიმისტური დასასრულით
ადრე, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე პასუხობდა, - რად გინდათ, ბიჭო, კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდით; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი. |
სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2022
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე?
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2022
რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?
გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
04 ოქტომბერი 2022
„ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
-
 |
04 ოქტომბერი 2022
როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც ჩავერთეთ. |
სრულად>> |
|
 |
03 ოქტომბერი 2022
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
-
-
|

|
 |
16 ნოემბერი 2021 სააკაშვილი სუსტად გამოიყურება - თინა ბოკუჩავა „ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან იქ არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომელთაც გული შესტკივათ, მაგრამ არიან ასევე თანამშრომლები, რომლებიც არიან მწვალებლები და სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების უფლებას. მე ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან დავასრულე მალე, მან მოიკითხა მოშიმშილეები, უპირველეს ყოვლისა, ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობაც დღითი დღე მძიმდება. ჩვენ ასევე გვქონდა სალაპარაკო კონკრეტულ საკითხზე და დასრულდა ძალიან მალე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. |
|
|
|
|
|
 |
07 ნოემბერი 2021 სააკაშვილის მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა - ნიკოლოზ ყიფშიძე „მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე. ეს არის ტრაგედია, რადგან ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. ამიტომ, მე ვთხოვ პორველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა, არ ვიცი სად, გინდათ, აქ და გინდათ, სადაც იქნება, გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში. ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის ხაზით ყველაფერი ნორმალურად არის. პირველი მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, ეს ვიზიტი იყო დაგეგმილი ადრე. თავის ტკივილი არაფერს ნიშნავს ამ წუთში, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. მდგომარეობა იქნება კრიტიკული, არ მინდა, გრაფიკულად მოგიყვეთ, რა როგორ დაეცემა. ჩემი რეკომენდაცია არის, დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა და საკითხის გადაწყვეტა, თუ რა უნდა ვქნათ სააკაშვილთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
30 ოქტომბერი 2021 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 39.5 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 825 129 ამომრჩეველია - ცესკო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველია. მათივე ცნობით, თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38,7%-ს შეადგენს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ და არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ. „კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე ორი საათი დარჩა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. |
|
|
|
|
|
 |
28 ოქტომბერი 2021 კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარ“ ტესტით – 18 950. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 707 290 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9 918 კი, გარდაიცვალა. |
|
|
|
|
|
 |
27 ოქტომბერი 2021 სააკაშვილი საჭიროებს რეგულარულ კონტროლს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა - უკრაინელი ექიმი „სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას". |
|
|
|
|
|
|
|
 |
26 ოქტომბერი 2021 ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება, როგორც ფიქრობენ დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან - ამირან გამყრელიძე „ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, სხვა გენეტიკური ვარიანტია. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, ხომ არ გამოვლინდა რომელიმე ატიპური მუტაცია, რომელიც შეიძლება, იყოს კავშირში ამ ახალ შტამებთან. ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
 |
25 ოქტომბერი 2021 ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა - ბადრი ჯაფარიძე „როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. |
|
|
|
|
|
|
 |
ვიდეოები |
Power Trip |
 |
 |
|
|