მთავარი თემები |
 |
30 აგვისტო 2023
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე. |
სრულად>> |
|
 |
15 აგვისტო 2023
კობა ხაბაზი: უკრაინა იმარჯვებს ომში, ასეთი შანსი არასდროს გვქონია
"ეს ხომ მოსკოვიდან დასმული ხელისუფლებაა! ერთმა უკრაინელმა, ჩემმა მეგობარმა, ბლოგერმა ძალიან კარგად მითხრა ერთი რამ. ვსაუბრობდით და მე ჩემს ქართველობაზე და ქართველებზე ყოველთვის სიამაყით ვსაუბრობ და პატარა შენიშვნა მომცა, რაზეც პასუხის გაცემა გამიჭირდა. რა მითხრა იცით ? ასეთი მაგრები რომ იყოთ ქართველები, ხელისუფლებაში პრორუსული ძალა არ გეყოლებოდათო, გავხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან მოკლე, მარტივი და მწარე სიმართლე მითხრა". |
სრულად>> |
|
 |
13 ივლისი 2023
შერჩევითი სამართალი და სავარაუდო კორუფციული გარიგებები ადგილობრივ საბჭოებში ?!
ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, ტრაფარეტულად იღებენ ერთი და იგივე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, პატიმრების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად, რითაც მსჯავრდებულებს ფიზიკურ,,ტანჯვას" აყენებენ და ეწინააღმდეგებიან კანონს. ასევე გაუწყებდით, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილობრივი საბჭოები, რიგ შემთხვევებში, მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ჩვენ გაგაცანით ყოფილი სახალხო დამცველისა და იურისტების ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ადგილობრივი საბჭოები გაუგებარ, მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, გაუმართავად და არათანმიმდევრულად მუშაობენ. |
სრულად>> |
|
 |
12 ივლისი 2023
ალექსანდრე კობაიძე : ,, პატიმრების ბედი ნამდვილად არ აინტერესებთ - ადგილობრივი საბჭო უფუნქციოა"
ჩვენ წინა წერილებში გაუწყებდით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების უმეტესობას ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, უმეტეს შემთხვევებში, დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, თავიდან იშორებენ, რითაც უხეშად არღვევენ მათ კანონიერ უფლებებს. დიახ, იურისტების ნაწილის აზრით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონს, იგივე სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge" იურისტს, უფლებადამცველ, ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა. |
სრულად>> |
|
 |
10 ივლისი 2023
ადგილობრივი საბჭო მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ?
ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად არ ათავისუფლებენ და მსგავსი ქცევით ადგილობრივი საბჭოები უპატივცემულობას გამოხატავენ სასამართლოს მიმართ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს. |
სრულად>> |
|
 |
08 ივლისი 2023
ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს ?
ჩვენს წინა წერილში სათაურით ,,პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია" დაგპირდით, რომ მომდევნო სტატიაში მოგახსენებდით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მხრიდან პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გაუგებარ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე საბჭოს მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არაჰუმანურ მიდგომებსა, მათი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად პატიმრების არ გათავისუფლების ფაქტებზე.
გთავაზობთ ერთი კონკრეტული პატიმრის საქმეს, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა შედეგი ნულის ტოლია...
|
სრულად>> |
|
 |
06 ივლისი 2023
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია ?!
ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული.
საქართველოს მაჩვენებელი მაღალია პატიმრობის ხანგრძლივობის კუთხითაც. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე. |
სრულად>> |
|
|
|
 |
08 ოქტომბერი 2021 დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ირაკლი ღარიბაშვილი „მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
 |
07 ოქტომბერი 2021 ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესება, პროცესს შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე „ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
04 ოქტომბერი 2021 ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა სააკაშვილი - ნიკა მელია „არავინ აძალებდა მიშას ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს არჩევნები მოვუგეთ. ამ ოცივე ქალაქში 30 ოქტომებრს გამარჯვება საწინდარი და გარანტია იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თითოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ. |
|
|
|
|
|
 |
03 ოქტომბერი 2021 სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ეკა ხერხეულიძე „ბევრი რამ შეუძლია მის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, რადგან ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, რადგან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ, ეს არჩევანია, ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხერხეულიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
16 ივლისი 2023 ირაკლი ღარიბაშვილი - ვილნიუსის სამიტზე ითქვა, რომ უკრაინა ვიდრე ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა? ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
25 ივნისი 2023 სოფო ხორგუანი ,,სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო"
,, სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური და შერჩევითი მართლმსაჯულება. პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა სოფო ხორგუანმა. ,, ufleba ge" ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკოს, სოფო ხორგუანს ესაუბრა.
|
|
|
|
|
|
 |
17 ივნისი 2023 გრიგოლ გაგნიძე,, არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს" ბოლო დროს ხშირია საუბრები, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებსაც კი დაგვიბრუნებს, რაც ცოტა არ იყოს და, ღიმილისმომგვრელია. როგორ აფასებს ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს, იგივე პუტინის რუსეთთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ელჩების მორიგ დემარშს და მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ? ,, ufleba ge" უფლებადამცველ, გრიგოლ გაგნიძეს ესაუბრა. |
|
|
|
|
|
|
|
 |
11 ივნისი 2023 კობა ხაბაზი -,, ქართული ოცნება",,ეფესბე"-ს პროექტია, საფრთხე რეალურია" ,,საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება, რომ ჰყავდეს, არათუ პირდაპირ ფრენებს აღდგენდა რუსეთთან, არამედ მთელ მსოფლიოს პუტინის რუსეთის დასანქცირებას მოსთხოვდა. მოდით, შევხედოთ ვისთან აღვადგინეთ საჰაერო მიმოსვლა და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს. ქვეყანასთან, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლა და განადგურებაა",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba. ge"- თან საუბრისას. |
|
|
|
|
|
 |
10 ივნისი 2023 კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება" რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას. |
|
|
|
|
|
 |
04 ივნისი 2023 დავით ლორთქიფანიძე ,, კარგად გვახსოვს მერაბიშვილის ფრთიანი გამონათქვამი : ,,რუსულ ფულს სუნი არ ასდის", აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი " რას გვიქადის, უკრაინაში ომის მწარმოებელი, პუტინის რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რა ტიპის საფრთხეები და პერსპექტივებია ? ,, ufleba ge" ,, ქართული ოცნების "ერთ-ერთ დამფუძნებელს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.
|
|
|
|
|
|
 |
30 მაისი 2023 რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა ,, რა ტიპის, ან რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინების გამო მაშინ, როცა ტურისტებზეა საუბარი ? ამბობენ კი, ეს ადამიანები, რომ საქართველოში სამუდამოდ რჩებიან ”? - განაცხადა ,, ufleba. ge "- თან პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.
რამაზ საყვარელიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა.
|
|
|
|
|
|
|
|
 |
26 მაისი 2023 რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში” ,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს ”
როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რა საფრთხეებია მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
|
|
|
|
|
|
 |
21 მაისი 2023 ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება” ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება “კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს.
რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და
რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
|
|
|
|
|
|
 |
18 მაისი 2023 კობა ხაბაზი ,,თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო"...
,, ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ არა...აქ იმიტომ ვარ, რომ მაქვს განცდა ჩემს მიერ გასროლილი ერთი ჭურვით უკრაინასა და საქართველოსთვის უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე მანდ, საქართველოში აქციებზე ყოფნით, სიტყვით გამოსვლით, ანდაც სოციალურ ქსელებში რაღაც პოსტების წერით. დიახ, ერთი ჭურვით გაცილებით მეტ საქმეს ვაკეთებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. აი, ეს განცდა, რომ არ მქონდეს, აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. დოჩანაშვილს აქვს ნათქვამი - ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა სჭირდებაო... მაგრამ მიუხედავად ამისა ( და უხერხულობისა), მაინც ვიტყვი - მე, კობა ხაბაზს ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს, საქართველოს სიყვარულის გარეშე და ვერც ვერასდროს ვიცხოვრებ”, - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, კობა ხაბაზის სიტყვებია. ,,ufleba.ge” მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა ხაბაზს უკრაინაში დაუკავშირდა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
15 მაისი 2023 ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი შარშან, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად. გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა.
ტრაგედიის ქრონიკა: 25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|