მთავარი თემები |
|
26 სექტემბერი 2024
ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიან ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო არც ერთ წინა არჩევნებზე. |
სრულად>> |
|
-
|
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე. |
სრულად>> |
|
-
-
|
11 სექტემბერი 2024
„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს, საერთო ჯამში, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომლებიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილის N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა. |
სრულად>> |
|
-
|
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს. |
სრულად>> |
|
-
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
19 ივნისი 2023 მიხეილ სააკაშვილი - დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ, მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით მოიგებენ ბრძოლას. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
13 ივნისი 2023 ნიკა მელია ,,სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში. |
|
|
|
|
|
|
13 ივნისი 2023 გია ვოლსკი - ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს, მსჯელობა უნდა იყოს, რა პერიპეტიებზე გაივლის მელიასა და ხაბეიშვილის - ორი „ტიტანის“ შეჯახება ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“, ნიკა მელია მიწვეული არ იყო.
|
|
|
|
|
|
|
10 ივნისი 2023 კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება" რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას. |
|
|
|
|
|
|
10 ივნისი 2023 ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.
|
|
|
|
|
|
|
10 ივნისი 2023 ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შარშანდელისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო, აქედან გამომდინარე, ნათელია, ჩვენ შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციას პირნათლად ასრულებს.
|
|
|
|
|
|
|
|
|