მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია :,, ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას ?! - 03 ივლისი 2023

,, თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება, არც ერთობა და არც გამარჯვება", ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

,,ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისთვის, არამედ შედეგისთვის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი - რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო. შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩვა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისაგან დაცლა. 

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები ? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ ( აქციისთვის და არა შედეგისთვის - რაც არასდროს გამიკეთებია). ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე. ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური ,, ოპოზიციონერობისათვის". ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში, აი, ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ. 

მაქვს კონკრეტული კითხვა: მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის -სასახლესთან ატარებდა....ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას ? ფორმალური რეპლიკები თქვენ რა გააკეთეთ - არ მიიღება ბევრი რამ და მთავარი - ტყუილი არ მიკადრებია ხალხისთვის და პირველ რიგში, არც პატიმრისთვის"-  წერს ნიკა მელია. 

,, ufleba. ge "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია