მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ვოლსკი - ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულ ზარალს მიაყენებს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს - 08 ივლისი 2023

,,ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. 

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოშია დღეს სხვა რეალობა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე სხვა ქვეყნები. 

,,პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მასშტაბური, ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა. საქართველოშია დღეს სხვა რეალობა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით დააზიანოს, ვიდრე მაგალითად საფრანგეთი, სადაც დაპირისპირებები ამ ნიადაგზე ხდება, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, უნგრეთი იქნება თუ ჩეხეთი, თუ სხვა. ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და რასაკვირველია, ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, საერთოდ იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს ქვეყანას, ეს არის რწმენა, დამოუკიდებლობა, რასაკვირველია, უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით",- განაცხადა ვოლსკიმ. 

,,ufleba. ge"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია