მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 30 აგვისტო 2023
    სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
    თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.
    სრულად>>
  • 15 აგვისტო 2023
    კობა ხაბაზი: უკრაინა იმარჯვებს ომში, ასეთი შანსი არასდროს გვქონია
    "ეს ხომ მოსკოვიდან დასმული ხელისუფლებაა! ერთმა უკრაინელმა, ჩემმა მეგობარმა, ბლოგერმა ძალიან კარგად მითხრა ერთი რამ. ვსაუბრობდით და მე ჩემს ქართველობაზე და ქართველებზე ყოველთვის სიამაყით ვსაუბრობ და პატარა შენიშვნა მომცა, რაზეც პასუხის გაცემა გამიჭირდა. რა მითხრა იცით ? ასეთი მაგრები რომ იყოთ ქართველები, ხელისუფლებაში პრორუსული ძალა არ გეყოლებოდათო, გავხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან მოკლე, მარტივი და მწარე სიმართლე მითხრა".
    სრულად>>
  • 13 ივლისი 2023
    შერჩევითი სამართალი და სავარაუდო კორუფციული გარიგებები ადგილობრივ საბჭოებში ?!
    ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, ტრაფარეტულად იღებენ ერთი და იგივე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, პატიმრების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად, რითაც მსჯავრდებულებს ფიზიკურ,,ტანჯვას" აყენებენ და ეწინააღმდეგებიან კანონს. ასევე გაუწყებდით, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილობრივი საბჭოები, რიგ შემთხვევებში, მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ჩვენ გაგაცანით ყოფილი სახალხო დამცველისა და იურისტების ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ადგილობრივი საბჭოები გაუგებარ, მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, გაუმართავად და არათანმიმდევრულად მუშაობენ.
    სრულად>>
  • 12 ივლისი 2023
    ალექსანდრე კობაიძე : ,, პატიმრების ბედი ნამდვილად არ აინტერესებთ - ადგილობრივი საბჭო უფუნქციოა"
    ჩვენ წინა წერილებში გაუწყებდით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების უმეტესობას ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, უმეტეს შემთხვევებში, დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, თავიდან იშორებენ, რითაც უხეშად არღვევენ მათ კანონიერ უფლებებს. დიახ, იურისტების ნაწილის აზრით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონს, იგივე სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge" იურისტს, უფლებადამცველ, ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.
    სრულად>>
  • 10 ივლისი 2023
    ადგილობრივი საბჭო მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ?
    ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად არ ათავისუფლებენ და მსგავსი ქცევით ადგილობრივი საბჭოები უპატივცემულობას გამოხატავენ სასამართლოს მიმართ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს.
    სრულად>>
  • 08 ივლისი 2023
    ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს ?
    ჩვენს წინა წერილში სათაურით ,,პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია" დაგპირდით, რომ მომდევნო სტატიაში მოგახსენებდით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მხრიდან პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გაუგებარ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე საბჭოს მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არაჰუმანურ მიდგომებსა, მათი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად პატიმრების არ გათავისუფლების ფაქტებზე. გთავაზობთ ერთი კონკრეტული პატიმრის საქმეს, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა შედეგი ნულის ტოლია...
    სრულად>>
  • 06 ივლისი 2023
    პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია ?!
    ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. საქართველოს მაჩვენებელი მაღალია პატიმრობის ხანგრძლივობის კუთხითაც. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 ნოემბერი 2022
კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ ევროკავშირის თორმეტი პრიორიტეტი წარმატებით უნდა შეასრულოს - სვენ მიქსერი
„ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
   
07 ნოემბერი 2022
ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი - პაატა მანჯგალაძე
„მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
   
04 ნოემბერი 2022
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება.
   
03 ნოემბერი 2022
გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში დაირღვა - სტრასბურგის სასამართლო
კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“.
   
01 ნოემბერი 2022
მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს - შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი
საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.
   
01 ნოემბერი 2022
ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება - ჯანდაცვის სამინისტრო
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.
   
27 ოქტომბერი 2022
როგორ ვპატრონობთ ქალაქს - ჩვენს საერთო სახლს?
ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და სათანადოდ მოვლა-პატრონობა სჭირდება. არაერთი ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ ყველა ამ საკითხში მოვიკოჭლებთ. მაგალითისთვის, ალბათ ხშირად შეხვდებით სურათს - უბნებში სანაგვე ურნები იცვლება-უმჯობესდება, მაგრამ ნაგავი ისევ მის გვერდით, შუა გზაში იყრება.
   
25 ოქტომბერი 2022
სახალხო დამცველი უფლებადამცველ ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ეხმაურება
„2022 წლის 22 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ. თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს. სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა".
   
24 ოქტომბერი 2022
იუსტიციის საბჭოზე არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს გავლენა არ აქვს - დავით სერგეენკო
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით – რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
24 ოქტომბერი 2022
სისტემა „კლანის“ მიერ იმართება - ანა ნაცვლიშვილი
„დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად არჩევის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს იმასაც, რასაც წლებია ვამბობთ. მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავისივე ხელით დაუსვეს ბეჭედი იმის აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ანუ, ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც მუდმივად სასამართლოს მართვის ძალაუფლებას ინაწილებენ. ახლა უკვე მეორე წრეზე წავიდნენ, კარუსელივით ტრიალებენ. სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
30 აგვისტო 2023
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.
   
15 აგვისტო 2023
კობა ხაბაზი: უკრაინა იმარჯვებს ომში, ასეთი შანსი არასდროს გვქონია
"ეს ხომ მოსკოვიდან დასმული ხელისუფლებაა! ერთმა უკრაინელმა, ჩემმა მეგობარმა, ბლოგერმა ძალიან კარგად მითხრა ერთი რამ. ვსაუბრობდით და მე ჩემს ქართველობაზე და ქართველებზე ყოველთვის სიამაყით ვსაუბრობ და პატარა შენიშვნა მომცა, რაზეც პასუხის გაცემა გამიჭირდა. რა მითხრა იცით ? ასეთი მაგრები რომ იყოთ ქართველები, ხელისუფლებაში პრორუსული ძალა არ გეყოლებოდათო, გავხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან მოკლე, მარტივი და მწარე სიმართლე მითხრა".
   
08 აგვისტო 2023
ნანა მუჯირი: ,,ისინი უნდა დაისაჯონ, ციხეებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს"
ჩვენ წინა წერილში სათაურით ,, გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს" დაგპირდით, რომ მივმართავდით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა. გთავაზობთ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტანდარტულ პასუხს:
   
21 ივლისი 2023
ეკა ბესელია : არ გამოვრიცხავ, ,,ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შევქმნათ
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.
   
16 ივლისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი - ვილნიუსის სამიტზე ითქვა, რომ უკრაინა ვიდრე ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?
ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
   
16 ივლისი 2023
გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
ორიოდე დღის წინ, გეგუთის N-14 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ირაკლი მუჯირი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ოჯახს ციხის ადმინისტრაციამ განუცხადა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 29 წლის ირაკლი მუჯირს პენიტენციური დაწესებულება, წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, ის სასჯელს 2018 წლის დეკემბერში აბაშაში ინკასატორის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის იხდიდა. რა მოხდა გეგუთის მე-14 პენიტენციურ დაწესებულებაში, იყო ეს თვითმკვლელობა თუ დაკვეთილი მკვლელობა, რატომ დუმს რატი ბრეგაძის უწყება და რას ამბობს გამოძიება ? ,, ufleba ge" გარდაცვლილი პატიმრის დას, ნანა მუჯირს ესაუბრა.
   
01 ივლისი 2023
პატიმარი დახმარებას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს
,, ufleba ge"-ს პატიმარ ირაკლი კერესელიძემ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. პატიმარი დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო მის კანონიერ უფლებებს უხეშად ლახავს. ,, ufleba ge" მსჯავრდებულის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
   
25 ივნისი 2023
სოფო ხორგუანი ,,სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო"
,, სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამიას პატიმრობა იყო პოლიტიკური და შერჩევითი მართლმსაჯულება. პრეზიდენტმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა სოფო ხორგუანმა. ,, ufleba ge" ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკოს, სოფო ხორგუანს ესაუბრა.
   
17 ივნისი 2023
გრიგოლ გაგნიძე,, არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს"
ბოლო დროს ხშირია საუბრები, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებსაც კი დაგვიბრუნებს, რაც ცოტა არ იყოს და, ღიმილისმომგვრელია. როგორ აფასებს ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს, იგივე პუტინის რუსეთთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ელჩების მორიგ დემარშს და მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ? ,, ufleba ge" უფლებადამცველ, გრიგოლ გაგნიძეს ესაუბრა.
   
14 ივნისი 2023
ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის ?
არის თუ არა ,,ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული რეპრესიები და არაფორმალური მმართველობაა, ტოვებენ თუ არა პარტიას სტაჟიანი წევრები ? ამ და სხვა საკითხზე ,, ufleba. ge",,ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელს, საკრებულოს წევრს, მამუკა გუგეშაშვილს ესაბრა.
   
11 ივნისი 2023
კობა ხაბაზი -,, ქართული ოცნება",,ეფესბე"-ს პროექტია, საფრთხე რეალურია"
,,საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება, რომ ჰყავდეს, არათუ პირდაპირ ფრენებს აღდგენდა რუსეთთან, არამედ მთელ მსოფლიოს პუტინის რუსეთის დასანქცირებას მოსთხოვდა. მოდით, შევხედოთ ვისთან აღვადგინეთ საჰაერო მიმოსვლა და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს. ქვეყანასთან, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლა და განადგურებაა",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba. ge"- თან საუბრისას.
   
10 ივნისი 2023
კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება"
რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას.
   
04 ივნისი 2023
დავით ლორთქიფანიძე ,, კარგად გვახსოვს მერაბიშვილის ფრთიანი გამონათქვამი : ,,რუსულ ფულს სუნი არ ასდის", აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი "
რას გვიქადის, უკრაინაში ომის მწარმოებელი, პუტინის რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რა ტიპის საფრთხეები და პერსპექტივებია ? ,, ufleba ge" ,, ქართული ოცნების "ერთ-ერთ დამფუძნებელს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.
   
30 მაისი 2023
რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა
,, რა ტიპის, ან რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინების გამო მაშინ, როცა ტურისტებზეა საუბარი ? ამბობენ კი, ეს ადამიანები, რომ საქართველოში სამუდამოდ რჩებიან ”? - განაცხადა ,, ufleba. ge "- თან პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა.
   
26 მაისი 2023
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დღესასწაულის მთავარი სლოგანია - ,, თავისუფლების სიყვარულით". დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. საზეიმოდ ფიცი დადეს წვევამდელებმა თბილისსა და კიდევ ათ ქალაქში. ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
   
26 მაისი 2023
რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში”
,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს ” როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რა საფრთხეებია მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
   
21 მაისი 2023
ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება”
ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება “კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
   
18 მაისი 2023
კობა ხაბაზი ,,თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო"...
,, ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ არა...აქ იმიტომ ვარ, რომ მაქვს განცდა ჩემს მიერ გასროლილი ერთი ჭურვით უკრაინასა და საქართველოსთვის უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე მანდ, საქართველოში აქციებზე ყოფნით, სიტყვით გამოსვლით, ანდაც სოციალურ ქსელებში რაღაც პოსტების წერით. დიახ, ერთი ჭურვით გაცილებით მეტ საქმეს ვაკეთებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. აი, ეს განცდა, რომ არ მქონდეს, აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. დოჩანაშვილს აქვს ნათქვამი - ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა სჭირდებაო... მაგრამ მიუხედავად ამისა ( და უხერხულობისა), მაინც ვიტყვი - მე, კობა ხაბაზს ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს, საქართველოს სიყვარულის გარეშე და ვერც ვერასდროს ვიცხოვრებ”, - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, კობა ხაბაზის სიტყვებია. ,,ufleba.ge” მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა ხაბაზს უკრაინაში დაუკავშირდა.
   
18 მაისი 2023
დავით ლორთქიფანიძე : ,,საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ”
როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშშ-ს სანქციებს ქართველი მოსამართლეების მიმართ და მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ? ,,ufleba.ge” მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
   
18 მაისი 2023
შალვა ხაჭაპურიძე: ,, სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს და იმედია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს"
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით, პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. რას აპირებს სააკაშვილის ოჯახი და როგორია საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.
   
15 მაისი 2023
ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი
შარშან, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად. გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა. ტრაგედიის ქრონიკა: 25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
   
25 მარტი 2023
რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეკოციდის მუხლით რუსეთის გასამართლება?
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია