მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
08 ოქტომბერი 2022
რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს.
   
06 ოქტომბერი 2022
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით.
   
06 ოქტომბერი 2022
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.
   
04 ოქტომბერი 2022
გაძვირებული რკინიგზა და... მედიათეკა, სადაც კონდიციონერი ისევ არ მუშაობს
თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა. 25 ივლისიდან მატარებლით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი – 74 ლარი, ბიზნესკლასი – 124 ლარი. ამ დრომდე ბათუმი -თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავრობა 25 ლარი ღირდა.
   
04 ოქტომბერი 2022
„ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ.
   
04 ოქტომბერი 2022
რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები?
რა პოპულარული პროფესიებია დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.
   
13 სექტემბერი 2022
სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება
1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
   
28 ივლისი 2022
კელი დეგნანი - შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს 21 მარტს შეხვდა. როგორც კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
   
28 თებერვალი 2022
„თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა, დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რამაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.
   
09 თებერვალი 2022
ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული - კარლ ჰარცელი
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
   
 
სტატიები
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია