მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს - შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი - 01 ნოემბერი 2022

საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

დღეიდან, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სააგენტოს განცხადებით მიმართოს. ჩვენი უწყება საქმის შესწავლას განახორციელებს სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა.

მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში თუ აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაშიმტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას და სარეწგარეთ დადებულ ხელშეკრულებებს.

რაც შეეხება პროცედურულ ნაწილსდარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და .. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორე მხრივ კიმოვაჭრის მიერ ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რათა დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განცხადებით, 2022 წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოში, ხუთივე მარეგულირებლის ეგიდით, იგეგმება პირველი საერთაშორისო კონფერენციაკონკურენცია და მომხმარებლის უფლებები. ღონისძიების ფარგლებში განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები.

კანონი პირველ ივნისს ძალაში შევიდა. აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა და დაკომპლექტდა შესაბამისი დეპარტამენტი. განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. გაიწერა სამოქმედო გეგმა. დამუშავდამომხმარებლის უფლებების შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო კოლეგა უწყებების, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. კანონის გაცნობის მიზნით, აქტიური დიალოგის რეჟიმი მიმდინარეობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი – (032) 2 05 4422; 598 05 4422, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია მიიღოს. ევროკავშირის დაფინანსებით, სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, TWINNING-ის პროექტისაქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებადაიწყო, რომლის ხანგრძლივობაც ორი წლის ვადით განისაზღვრა.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია