მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს - 19 ივნისი 2023

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიცია არის განადგურებული. ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ქმედებებით, მათი ნაბიჯების შედეგია ის მოცემულობა, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, გაერთიანდებიან თუ არა ისინი. 

,,არ ვიცი, ახლა გაერთიანდებიან, დაიშლებიან, ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია ,,ქართულ ოცნებას" ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი. ეს არის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა სიმშვიდე, მშვიდობა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს მიმართულება მეტად უნდა გავაძლიეროთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა",- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის საკითხს, კახა კალაძის შეფასებით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დაშორებული არც არასდროს ყოფილა. 

,,სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასახვევად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან, პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს",- განაცხადა კახა კალაძემ. 

წყარო: "პირველი არხი"

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია