[მედიანიუსი]
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სმასახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს.
"ამ სამსახურს გუშინდლამდე თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ჯანაშია ხელმძღვანელოლბდა, ის იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს დანიშვნა პოლიტიკურია?" სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა უხელმძღვანელოს პროფესიონალმა და პროფესიონალი არის ის, ვისაც ამ საქმეში გამოცდილება ქვს. მე მაგალითად, ამ საქმეში არ გამოვდგებოდი", - განაცხადა უსუფაშვილმა.