მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
9560 შემთხვევა გამოვლინდა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფოს ქონება აჩუქეს _ არჩილ კბილაშვილი - 26 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

მთავარი პროკურორის არჩილს კბილაშვილის განცხადებით, 2004-2012 წლებში 9560 შემთხვევა გამოვლინდა, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფოს აჩუქეს ქონება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კბილაშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის შესახებ გახდება ცნობილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაღალჩინოსნების მხრიდან.

"ჩვენი მოვალეობაა მსგავსი ფაქტები გამოვიკვლიოთ. გამოვლენილია 9560 შემთხვევა, რომლის დროსაც `მადლიერმა~ საქართველოს მოქალაქეებმა ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. რამდენიმე ათეული ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ის, რისი გამოძიებაც წამოვიწყეთ, ზღვაში წვეთია. ძალიან მალე სხვადასხვა ამ ტიპის, თუ კატეგორიის დანაშაული გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დაიწყება არსებითი განხილვები და ღიად გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია