[მედიანიუსი]
საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას საქმეში იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტები არ დადასტურდა, თუმცა დაფიქსირდა სხვა პროცედურული დარღვევები.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ, სწორედ ამიტომ, გუნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ამ საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების დასჯაც განხორციელდა _ ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
„ჩვენ შეგვეძლო არ დაგვესაჯა პოლიციელები, მაგრამ თუ ასე მოვიქცეოდით, ძველ პროკურატურას დავემსგავსებოდით. ჩვენ პოლიციელები დავსაჯეთ და სამსახურებიდან გავათავისუფლეთ, რაც სხვა პოლიციელებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში მსგავსი ეჭვები გამოირიცხოს“, _ აღნიშნა კბილაშვილმა.