მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახეთში ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას აპროტესტებენ - 26 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას აპროტესტებს.

ამასთან დაკავშირებით 100–მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დღეს სოფლის გამგეობასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სიებში არ შეიყვანეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა ზარალის ზუსტი ოდენობის დასახლების საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის ხელახლა დათვლას და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

როგორც სოფლის რწმუნებული თემურ დვალიშვილი აცხადებს, მოთხოვნა არაკანონიერია, რადგან აქციის მოანწილეთა ნაწილი მიწებს საერთოდ არ ფლობს.

,,რაიონის ხელმძღვანელობას ჩავაყენებთ საქმის კურსში. თუ დაგვრთავენ ნებას ზემდგომი ორგანოები, ჩვენ ახალ კომისიას შევადგენთ. მოსახლეობას მოვთხოვთ მიწის ნაკვეთების დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენას, რის საფუძველზეც მოხდება მათი ნაკვეთების შემოწმება“, _ განაცხადა დვალიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია