[მედიანიუსი]
ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
ჭიკაანელები ეჭვობენ, რომ მათთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად არის გაფლანგული, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომისიის ფინანსური საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
ამას გარდა სტიქიით დაზარალებულები აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია კომპენსაციებს პოლიტიკური ნიშნით არიგებენ.
სტიქიით დაზარალებულებს მოგვიანებით რეგიონული განვითარების სამინისტოდან გამოეხმაურნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სიების შესწავლა 2 კვირაში დამთავრდება. ფინანსურ დახმარებას კი ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა.