მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიზნესმენი კოტე კოკაია ირაკლი ფირცხალავას ქონების წართმევაში ადანაშაულებს - 27 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ბიზნესმენი კოტე კოკაია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილ უფროს ირაკლი ფირცხალავას მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც კოტე კოკაიამ დღეს პრაიმ-ტიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი ფირცხალავამ მას მოსთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმო მის კუთვნილებაში არსებული ბინათმშენებლობის ადგილი ქუჩიშვილის #10-ში. იმ დროისთვის კოტე კოკაიას ორი მობინადრისგან წინასწარ ჰქონდა აღებული 50 ათასი დოლარი, რომლის გადახდა ფართის გადაფორმების შემთხვევაში მან ფირცხალავას სთხოვა. ფირცხალავას ასევე უნდა გადაეხადა ის ხარჯები, რაც კოკაიას სამშენებლო კომპანიას მშენებლობის პროცესის მომზადებაში ჰქონდა დახარჯული.

"2008 წლის ზაფხულში ჩემს ოფისში შპს. "დავითი 2008" -ში მოვიდა ირაკლი ფირცხალავა თანმხლებ პირებთან ერთად და ჩემი სამშენებლო კომპანიის პროექტის დათმობმა მთხოვა რომელიც უკვე ყველასთან მქონდა შეთანხმებული და მობინადრეებთან ხელშეკრულებები გაფორმებული. ფირცხალავას განვუცხადე, რომ გარდა მობინადრეებისგან მიღებული თანხისა, დაპროექტებაში, გეოლოგიურ კვლევებსა და სხვა წინასამშენებლო პროცედურებში დიდი თანხა მქონდა დახარჯული და აღნიშნულ ობიექტს მხოლოდ ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადავუფორმებდი. ფირცხალავამ მითხრა, 50 ათას დოლარს მობინადრეებისთვის გადაგიხდი, სხვა თანხის გადამხდელი არ ვარ. თუ არა და ხუთი-ექვსი ტრუპი მყავს და შემდეგი შენ იქნებიო. ამის შემდეგ ქუჩიშვილის #10-ში არსებული მშენებლობა ფირცხალავას მეუღლეს, ნინო ხვიტიას, გადავუფორმე", -აცხადებს კოკაია.

მისი თქმით, ფირცხალავამ მობინადრეების წინაშე აღებული ვალდებულება არ შეასრულა რის გამოც იგი ქალაქის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს და მობინადრეთა დაკმაყოფილების შესახებ პირობა დაადებინეს.

"პროკურატურაში სარჩელი შეტანილი მაქვს, ძველი ხელისუფლების პირობებში ამ საკითხის გააქტიურებას აზრი არ ჰქონდა, ახლა კი მთავრობის დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და ჩემი საქმის განხილვა დაიწყება", - აცხადებს კოკაია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია