მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი თომას ჰამარბერგს შეხვდა - 27 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

დღეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება საქართველოში და დახმარებას გაუწევს გარდამავალი მართლმსაჯულების მიმდინარეობის პროცესში ჩართულ პირებს, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ასევე მოამზადებს ექსპერტულ დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

უჩა ნანუაშვილმა სტუმარს გააცნო ბოლო 2 თვის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა, აქტივობები, ტენდეციები და ასევე სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

თომას ჰამარბერგმა გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს სახალხო დამცველს საკუთარი დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში და მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს ომბუდსმენის ოფისთან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია