[მედიანიუსი]
`დემოკრატიული მოძრაობის~ წევრმა ათზე მეტმა ყოფილმა პოლიტპატიმარმა დღეს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულმა „სახალხო კრებისა“ და დემოკრატიული მოძრაობის~ წევრმა პოლიტპატიმრებმა დაიწყეს პროკურატურაში სარჩელების შეტანა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო მოქმედებების ობიექტურ გამოძიების მოთხოვნით.
ყოფილ პოლიტპატიმრებს შორის არიან: შაქრია ზურაშვილი, ამირან მერაბაშვილი, კობა კობაური, ბექა პეტრიაშვილო, ზაზა ჩიკვილაძე, ედუარდ ამბარცუმიანი და დავით კიკვიძემ.
როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები აცხადებენ, ისინი არ არიან რევანშის მომხრე, თუმცა მიიჩნევენ, რომ ყველა იმ პირმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შექმნაში, მისცეს ცრუ ჩვენებები და უკანონოდ, უდანაშაულო ადამიანები გამოამწყვდიეს რეჟიმის ციხეში, სადაც მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, წამებასა და ფსიქოლოგიურ ტერორს, პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით.
სარჩელების შეტანა პერმანენტულად მოხდება.