მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დასავლეთი დაკავებების პროცესში არ უნდა ჩაერიოს, რადგან მართლმსაჯულების აღსრულება ქართველი ხალხის მოთხოვნაა – ლინკოლნ მიტჩელი - 28 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინკოლნ მიტჩელის აზრით, საქართველოში მიმდინარე დაკავებებზე დასავლეთს ასეთი რეაქცია იმიტომ აქვს, რომ მათ უჭირთ საკუთარი შეცდომის აღიარება, რომელიც საქართველოს წინა მთავრობის შეფასებისას დაუშვეს.

როგორც “მაესტროს” ეთერში საუბრისას მიტჩელმა აღნიშნა, დასავლეთი ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს, რადგან ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ახალი მთავრობა კი ძალიან კომპეტენტურია და იცის, რას აკეთებს.

“როცა ხარ ვაშინგტონში და იქ კითხულობ, საქართველოში ამა და ამ თანამდებობის პირს ბრალი წაუყენესო, პირველი რეაქცია არის ასეთი: მე ხომ ვიცნობდი ამ ადამიანს, ვთანამშრომლობდი და ვმეგობრობდი, როგორ ვერ შევნიშნე ასეთი რამეო. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ წინა ხელისუფლების კრიმინალის აღიარება დასავლეთის მხრიდან არის ასევე საკუთარი შეცდომების აღიარებაც, რომელიც მათ წინა მთავრობის შეფასებაში დაუშვეს. ძნელია იმის აღიარება, რომ ის ხალხი, ვინც ჩვენ მეგობრები გვეგონა, თურმე დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდნენ. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რეალურად დამნაშავეები არიან თუ უდანაშაულოები, რადგან ჯერ სასამართლო არ გამართულა, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. საქართველოში ყველამ ისედაც იცოდა, რომ ასეთი კრიმინალი იყო მთავრობაში. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მსგავსი დევნა დაიწყება და მართლმსაჯულება აღსრულდება. ეს არის დინამიკა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს რომ ეს არის კომპეტენტური მთავრობა და არაფერს იგონებს. ამ პროცსში ჩარევა არ შეიძლება”,-აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება ზედმეტად ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რას იტყოდა ამერიკა მათზე, ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი კი, ქართველი ხალხის აზრია, რაც უფრო ჯანსაღი მიდგომაა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია